ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
Კარგი იქნებოდა მოგვეგოოო და უნდა ოგვეგოო ბერძნები საერთოდ სტადიონზე არ იყვნენ.კვარა ჩაკვეტაძე კიტე წიტაიშვილი და მიქაუტაძე ერთაად ძაან მაგარი იქნება.გიორბელიძეე ძალიან კაი ბიჭა მაგრად ითამაშაა .
buxrika
01 აპრილი 2021 01:24
1
საბერძნეთან გასვლაზე ფრეე კარგი შედეგია კარგია რომ შემდეგი თამაშები ასეთი გადატვირთული გრაფიკით აღარ იქნება და საკმარისი დროც არის შემდეგ შეკრებამდე რომ ტრავირებული ფეხბურთელები გამოჯართელდნენ და ვისაც ახლა სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ მიიღონ ეს პრაქტიკა 5 თვეა შემდეგ სანაკრებო თამაშებამდე და იმედი მაქვს შემდეგ შეკრებას ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშებთ წარმატებები ნაკრებს.
ჯონი
01 აპრილი 2021 03:05
3
მოკლედ, არ მეგონა მაგრამ ვილი ამართლებს, როგორც ბაიერნის გულშემატკივარი რაღაცით ბაიერნის მებრძოლი და სწრაფი სული იგრძნობა:D რაც კარგია, მე მგონია რომ ჩვენი მომავლის ფეხბურთი უნდა იყოს სწრაფ გადააგდილებაზე და კომბინაციურ ფეხბურთზე აწობილი, ბაიერნის მოდგომა რა, რაც მარტივი არ იქნება სხვათაშორის, თუმცა სასარგებლო და შედეგის მომტანია ესეთი ფეხბურთის სტილი უდავოდ.
kaxa
01 აპრილი 2021 01:55
3
რა ბაქი-ბუქი გაქვთ ატეხილი? ამ გუნდს მინუს კვარა იყო ჭაობი, რა მალე დაგავიწყდათ?
რაგბის ფანი
01 აპრილი 2021 01:34
37
კიი აშკარაა რომ კვარაცხელიას გარეშე ან თუნდაც წინ მასსავით ვინმე ტექნიკური ფეხბურთელის გარეშე ჩვენი ნაკრები ნულია ეხლაც კარგად გამოჩნდა რომ ეგრეა. მომეწონა გიორბელიძე ასეთუ ისე ბერიძე მანამდე ჩაკვე ეხლა კვარა ამ ფეხბურთელების გარეშე უშანსო აუთსაიდერები ვართ ამ ქვილითაიას ხო თოხი ფეხები აქვს იმენა ბურთს ფეხს რომ ურტყამს ვეჩნად მიწას ჩიჩქნის თხუნელაა თუ ფეხბურთელი ვეღარ გავიგე კაცო მე ამისი.
T.q
01 აპრილი 2021 01:47
0
სწორი ხარ მაგრამ რა გუნდი, რის გუნდი? რომელ გუნდზე ლაპარაკობ. ბირთვი არ არსებობს სულ ექსპერიმენტები მიდის შემადგენლობაში. ვინც გამოსაძახებელია და ვინც რეალური ძალაა იმათარ იძახებენ სულ საბავშვო ბაღს კრებენ ეს დაუნები ფედერაციაში და 1 - 2 კაცი მიათრევს გუნდს სულ წვალებით როცა ეგრე არ უნდა იყოს. ეს ყოველ ჯერზე ახალი გუნდის შენება არ მესმის სულ სუსტები და ახალბედები უნდა შეუსიონ
Erti
01 აპრილი 2021 02:13
17
ყველა გამოხმაურება
ჩვენი ჯგუფში ბევრი ქულა დაიკარგება. კოსოვოც აიღებს თავის ქულებს, ოღონდ იმედია ჩვენთან ვერ. კარგია, რომ შვედებს და ბერძნებს უკვე თბილისში ვეთამაშებით. გადამეტებული ოპტიმიზმი არ ვარგა, მაგრამ არც უიმედობაა კარგი მსახური. თუ გაგვიმართლა და ყველა ჯანმრთელად გვეყოლა შემოდგომით,მეორე ადგილისთვის ბრძოლა აშკარად შეიძლება.
გიორგი
01 აპრილი 2021 01:24
1
ვულოცავ პირველ ქულას ბიჭებს, ფიზიკაში კი აბსოლუტურედ ყველას სამუშაო აქვს
kaxa
01 აპრილი 2021 00:47
1
ზივზივაძეს ასე უნდოდანაკრებში და მხოლოდ ამისთვიის? რა ცუდ დროს აქვს მიქაუტაძეს ტრავმა რა. ამათმა საკუთარ თავში თუ არ ირწმუნეს არაფერი გამოვა. სომხეთიც კი უფრო იბრძვის და კარგად თამაშობს
Nick
01 აპრილი 2021 00:46
1
კაკაბა ხომ არ მოგვესინჯა თავდასხმაში?დდდ ვხუმრობ რა თქმა უნდ გული არ გაიტეხო ოთო.
Ttt
01 აპრილი 2021 09:54
2
წარმატებები დუნდის ყველა წევრს!ყველა ფეხბურთელს თანაბრად
თეოფა
01 აპრილი 2021 02:38
1
თბილისური გამოთქმის არ იყოს საქართველოს ნაკრებში კარგი თავდამსხმელი არ არსებობს, შეიძლება თქვა ეს თავდამსხმელი მეორეს ჯობიაო.
მ.მ
01 აპრილი 2021 01:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული