ვინ როგორ ითამაშა საბერძნეთში და როგორ ვაფასებთ ვილი სანიოლს?!

AutoSharing Option
მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა (1:1 საბერძნეთში). გთავაზობთ ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი ლორია (6.5) - გიორგიზე დიდი საქმე მის ვიზავის ჰქონდა. საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და მეტოქეს საკუთარ კართან საკმაოდ ცოტა სახიფათო მომენტი შეაქმნევინა. ლორია თამაშში რამდენჯერმე საიმედოდ ჩაერთო.

ოთარ კაკაბაძე (5.0) - საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველს ნამდვილად ცუდი შეხვედრა ჰქონდა. საქმე მხოლოდ ავტოგოლში არაა, კაკაბაძე ზედმეტად ინერტული იყო შეტევით ფაზაში და იმის აჩრდილიც კი, რაც ესპანეთის წინააღმდეგ ვნახეთ.

გურამ კაშია (6.0)- საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე
გამოცდილმა მოთამაშემ ისევ მშვენიერი მატჩი ჩაატარა. ის, რომ ბერძნებმა ჩვენს კართან ბევრი ვერაფერი შექმნეს, ამაში კაშიას დიდი წვლილიცაა.

ლაშა დვალი (6.5) - უკანასკნელი სამი შეხვედრიდან დვალს საუკეთესო მატჩი გამოუვიდა, ეს მკაფიოდ ჩანდა. შეხვედრის პირველი ოცი წუთის განმავლობაში მეტოქე მეტად ფლობდა ბურთს და აქტიურობდა შეტევაში. დაახლოებით მე-15 წუთისთვის იყო ეპიზოდები, როცა ლაშა დვალმა ზედიზედ სამჯერ განმუხტა მწვავე მომენტი. სულ შეხვედრაში კი ეს ექვსჯერ მოხდა.

გურამ გიორბელიძე (7.0) - საქართველოს ნაკრების ფლანგის მცველი საბერძნეთის წინააღმდეგ შეუდარებელი იყო როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში. გიორბელიძეს თავდაჯერება არ აკლდა და კარგად ხვიჩა კვარაცხელიასთან კომბინირებდა. როდესაც გოლის ავტორის ირგვლივ რამდენიმე მცველი იყრიდა თავს, ამ დროს გიორბელიძე  გათავისუფლებულ სივრცეებს კარგად გრძნობდა. "ვოლფსბერგერის" მცველს რამდენიმე დრიგბლინგიც წარმატებით გამოუვიდა და მასზე სამჯერაც დაჯარიმდნენ.

ჯაბა კანკავა (6.5) - საქართველოს ნაკრების კაპიტანი ისევ ლომივით იბრძოდა და მაქსიამალურად ცდილობდა, შეემცირებინა მეტოქის ზეწოლა. შეხვედრის ბოლო წუთებში ჯაბამ მეტოქის კარისკენ ყუმბარისებურად დაარტყა, თუმცა ბერძენთა მეკარემ შესანიშნავი ნახტომით ბურთი მოიგერია.

გიორგი აბურჯანია (6.0)- პირველი ოცი წუთის განმავლობაში აბურჯანია ისევ ინერტული იყო, შეცდომებს უშვებდა და გააფრთხილეს კიდეც, მაგრამ შემდეგ სწორედ ის "აბუ" ვიხილეთ, როგორსაც ვიცნობთ. მის მიერ შესრულებული ჯარიმა მასპინძელთა მეკარემ სასწაულებრივად მოიგერია.

ოთარ კიტეიშვილი (7.0) - ოთარ კიტეიშვილმა ისევ დაამტკიცა, რომ ჩვენს გუნდში ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშეა. ამავდროულად, იგი სულ მუშაობს, ანაწილებს შეტევებს, ამწვავებს თამაშს. ნახევარმცველის თითქმის ყველა გადაცემა პროდუქტიულია. გარდა ამისა, კიტეიშვილზე ხუთჯერ დაჯარიმდნენ.

საბა ლობჟანიძე (5.5) - საბა ლობჟანიძეს ამ სანაკრებო პაუზის დროს ყველაზე სუსტი შეხვედრა ჰქონდა. თითქოს ჩვეულად სწრაფი ვერ იყო, შეტევაშიც მინიმალური შანსი მიიღო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცუდად მოთამაშე კაკაბაძეს მისი დახმარება დაცვით ფაზაში კარგ სამსახურს უწევდა. შემტევმა ერთხელ ოთარ კიტეიშვილის მშვენიერი პასი ვერ შეირგო.

ხვიჩა კვარაცხელია (7.5) - ხვიჩა კვარაცხელია ისევ სტაბილურად ძლიერი იყო. მისი მთავარი დანიშნულების იდეალურად განხორციელების გარდა, ის ისევ კარგად მოქმედებდა ართმევებზე, არცერთ ეპიზოდს არ ეთიშებოდა. გადამწყვეტ მომენტშიც თავისი სიტყვა თქვა - და შეხვედრა გადაგვირჩინა!

ბუდუ ზივზივაძე (6.0) - ბუდუ ზივზივაძე ნამდვილად ბევრს აკეთებდა იმისათვის, რომ თანაგუნდელებისთვის ხელი შეეწყო, ბევრ ორთაბრძოლაშიც შევიდა, მოწინააღმდგე მცველებს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. ფორვარდის გარჯას ისევ საგოლე მომენტების შექმნა აკლდა.

გიორგი ქვილითაია (5.0) - ესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში ქვილითაია მშვენივრად ჩაერთო თაამაშში. თავდამსხმელს საბერძნეთში დაახლოებით ნახევარი საათი მიეცა, მაგრამ საგოლე ეპიზოდი ისევ ვერ შექმნა. იმ დროს, როცა ხვიჩა კვარაცხელიასა და ბუდუ ზივზივაძეს მცველები საკმაოდ დაღლილი ჰყავდათ, ქვილითაიას მეტი მოეთხოვებოდა.

ვაკო გვილია (5.5) - ვაკო გვილიას ბევრი დრო არ ჰქონია, მას ისევ ნაცნობი პრობლემები აწუხებდა - თამაშის გამწვავებას ცდილობს, დაუზარელი და მოძრავია, მაგრამ ბევრი ტექნიკური წუნი აქვს.

ჯაბა ჯიღაური, ნიკა კვეკვესკირი - შ.გ - მათ, შეფასებისათვის, საკმაოდ ცოტა დრო მიეცათ.

ვილი სანიოლი (7.5) - ფრანგი სპეციალისტის მიერ შემოთავაზებულმა თამამმა და შემტევმა ტაქტიკამ კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. როგორც თავად სანიოლმა განაცხადა, მართლაც უსამართლობა იქნებოდა, ამ შეხვედრაშიც რომ დავმარცხებულიყავით...


alt"ევროპაში ქართველ მესის ეძახიან..." - ბერძნული გამოცემა ხვიჩას გუშინდელ თამაშს აფასებს

altავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 14 /
კაშია - 6 და ბუდუ -6.5 ცოტა უსამართლობაა, ტექსტიდანვე გამომდინარე, თამაშის ნახვას რომ თავი დავანებოთ. თუ კაშიას დიდი დამსახურებაა, რომ ბერძნებმა ვერაფერი შექმნეს ჩვენ კართან და მან კვლავ მშვენიერი მატჩი ჩაატარა?... და თავდამსხმელის გარჯას რომ საგოლე მომენტების შექმნა აკლდა :)))
Irakli Apkhaidze
17:18 01-04-2021
1
ისე შედეგის გარეშე აალაპარაკეს მთელი ესპანეთი და საბერძნეთი და ევროპზე რო გავსულიყავით და ასე გულიანად ეთამაშათ ყველა ფეხბურთელის ფასი გაათმაგებდებოდა . არაფერი გუნდი არ არის ჩრდ მაკედონია უბრძოლველად წავაგეთ ეგ იყ სამწუხარო თორე როგორც ეგ სამი თამაში ითამაშეს ისე ეთამაშათ და წაეგოთ ხმის ამომღები არ ვიყავი. სანიოლი ვაისს ათასჯერ მარტო იმიტო სჯობს რომ ფსიქოლოგიურად სხვანაირები გახდნენ ეტყობათ მითუმეტეს ჯერ ერთი თვეა რაც მწვრთნელია. იმედია მალე გაგვიხარებთ
ტოტტი
18:22 01-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული