მიქაუტაძის დუბლი, საგოლე პასი და "სერენი" ჟუპილერ ლიგაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე "ვაასლანდ-ბევერენს" 5:2 სძლია და ჟუპილერ ლიგის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, პირველი მატჩში "სერენმა" მიქაუტაძის მიერ 90+2-ე წუთზე გატანილი პენალტით ფრეს მიაღწია საკუთარ მოედანზე (1:1). განმეორებითი შეხვედრის მე-15 წუთზე ფრეიმ მასპინძლები თერთმეტმეტრიანით წინ გაიყვანა. გიორგიმ მალე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სანამ მსაჯი გუნდებს შესვენებაზე გაიხმობდა, საბაუნიმ სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სინანიმ ანგარიში გაათანაბრა, 62-ე წუთზე ფაიემ ჩვენებურის პასით ანგარიში 2:3 გახადა, ხოლო 70-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი. 90+5-ე წუთზე
ბერნიემ მეხუთე გოლი გაუტანა "ბევერენს" და 5:2 გაიმარჯვეს.

მიქაუტაძემ ამ სეზონში 22 გოლი გაიტანა და შეიძლება "მეცმა" უკან დაიბრუნოს, თუმცა "სერენში" უთუოდ მეტი სათამაშო დრო მიეცემა და ბელგიის პირველ დივიზიონში ასპარეზობა უჯობს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელს შესანიშნავი პერსპექტივა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
სერენი რომელიც შარშან მე 3 ლიგაში იყო და 25 წლის შემდეგ დავრუნდა ბელგის უმაღლეს ლიგაში ეს არის მიქაუტაძის უდიდესი დამსახურება ამ 20 ბიჭმა თავისი თამაშით ფაქტობრივად მარტომ გადაიყვანა სერენი უმაღლეს ლიგაში ამაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს ამით სამუდამოდ შევიდა ამ კლუბის ისტორიაში და თავისი კვალი დაროვა უკვე ძალიან გამიხარდა ეს ამბავი წარმატებები გიორგის არ ვიცი მომავალ სეზონში რომელიც კლუბში იქნება მაგრამ ვუსურვებ რომ ყველგან ასე გაგრძელოს თამაში.
გიო
09 მაისი 2021 00:55
1
ყოჩაღ გიოს ასე გააგრძელოს წარმატებები. თუ ლიგა 1 შიც ასე გააგრძელა მალე ქართველი სუარესი გვეყოლება
di ma
09 მაისი 2021 00:53
0
ვულოცავ გიორგის ამ წარმატებას და მადლობა რომ ამ პოზიტიური ინფორმაციით გაგვახარეთ.
ზურა
09 მაისი 2021 00:52
0
ძალიან მაგარი ბიჭია წარმატებები მიქას
ბექა
09 მაისი 2021 00:49
0

სიახლეები პოპულარული