ბელგიის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე "ვაასლანდ-ბევერენს" 5:2 სძლია და ჟუპილერ ლიგის საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, პირველი მატჩში "სერენმა" მიქაუტაძის მიერ 90+2-ე წუთზე გატანილი პენალტით ფრეს მიაღწია საკუთარ მოედანზე (1:1). განმეორებითი შეხვედრის მე-15 წუთზე ფრეიმ მასპინძლები თერთმეტმეტრიანით წინ გაიყვანა. გიორგიმ მალე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სანამ მსაჯი გუნდებს შესვენებაზე გაიხმობდა, საბაუნიმ სტუმრები დააწინაურა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სინანიმ ანგარიში გაათანაბრა, 62-ე წუთზე ფაიემ ჩვენებურის პასით ანგარიში 2:3 გახადა, ხოლო 70-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი. 90+5-ე წუთზე ბერნიემ მეხუთე გოლი გაუტანა "ბევერენს" და 5:2 გაიმარჯვეს.
მიქაუტაძემ ამ სეზონში 22 გოლი გაიტანა და შეიძლება "მეცმა" უკან დაიბრუნოს, თუმცა "სერენში" უთუოდ მეტი სათამაშო დრო მიეცემა და ბელგიის პირველ დივიზიონში ასპარეზობა უჯობს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელს შესანიშნავი პერსპექტივა აქვს.
წარმატებები რომელ კლუბშიც იქნებაა კიდე ბევრჯერ გაგვახაროს მისი წარმატებით❤️