ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები მომდევნო ორშაბათიდან თბილისში შეიკრიბება და ივნისში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის, 31 მაისის ჩათვლით, დედაქალაქში საწვრთნელ შეკრებას გაივლის. რუმინეთთან და ნიდერლანდებთან შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, ეროვნული ლიგის 22 წლის ფეხბურთელი სერგო კუხიანიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში წყალტუბოს "სამგურალის" მაისურით ხუთი გოლი გაიტანა. მომდევნო ორ შეხვედრაში ტრავმის გამო ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. 2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს მატჩს ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს. 6 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.



Sportall.Ge

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი),ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო).

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგ
ერი, ავსტრია), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ
ი კორეა), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი).

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

2 ივნისი(
ი) - რუმინეთი V საქართველო (22:45)
6 ივნისი(ენსხედე) - ნიდერლანდები V საქართველო (20:00)

წყარო: nakrebi.ge



მკითხველის კომენტარები / 45 /
წარმატებები უსურვოთ და ვიღაცეები ეხლა სანიოლის ადგილს ნუ დაიკავებთ
არხიდის სმოქე
19 მაისი 2021 15:11
1
დაუშვილს და კვერკველიას რა უნდა ნაკრებში? მაგათ ტაბიძე და პარუნაშვილი არ სჯობდა? მითუმეტეს არც ჯაბა იქნება, იქნებ კი გაემართლებინა პარუნას, გამოცდილებას და ფიზიკას ვერ დაუწუნებენ. მამარდაშვილს მაინც მისცენ შანსი თუ მაკარიძეს არ იძახებ. ქვილოს არ გამოძახება ნაღდად მომეწონა, შეიძლებოდა შენგელიას და ზივზივაძის ნაცვლად სიჭინავას და ურიდიას მოსინჯვაც. მეტი ამხანაგური არაა და უფრო მეტი ახალი სახეებია სანახავი. დაცვაში კაია რომ ახალ ხალხს ნახულობს. ვნახოთ, წარმატებები.
ლევან მაღლაკელიძე
19 მაისი 2021 02:00
8
დავითაშვილზე როგორც პიროვნებაზე არანაირი პრეტენზია არა მაქვს მაგრამ რა დამსახურებით არის ნაკრებში, ვინმეს ხომ არ გაქვთ პასუხი ? :D 2 სეზონში არც გოლი აქვს გატანილი და არც საგოლე :) ბერიძე და მამუჩაშვილი იმსახურებდა აშკარად გამოძახებას და იმედია არ დაჩაგრავენ გაისად
გულშემატკივარი
19 მაისი 2021 00:56
0
დავითაშვილი ფეხბურთელი არის? კი ითამაშა,ორჯერ კუთხური ჩამოაწოდა,ოთხჯერ პადი გააკეთა და ბოლოს ექვსი პიცა ჭამა..დავითაშვილის და კვირკველიას ნაკრებში გამოძახება დანაშაულია,,როტორი თამაშების გაყიდვით იყო დაკავებული და იქ თამაშობდა კვირკველია და დავითაშვილიც..სწორედ ასეთები არ შეიძლება ნაკრებში
შოთას
20 მაისი 2021 17:06
1
დავითაშვილმა ბოლო ტურები ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და სიმბოლურშიც მოხვდა. ასე რომ ნამდვილად დაიმსახუმა გამოძახება.
შოთა
19 მაისი 2021 09:48
2
შეტევაში ბურთის დაჭერა, რაღაცის მოფიქრება და გოლის გატანა ვისაც შეუძლია ესენია ხვიჩა, ვაკო და მიქაუტაძე, ნუ ბერიძეც კარგი ბიჭი სჩანს, თუმცა ამ ეტაპზე არ არის, პერსპექტივაში გვყავს ღმერთმა ქნას და ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი, ასე რომ შეტევაში არაფერი გვიჭირს, კიტეიშვილი კი უნივერსალია, ყველგან შეუძლია თამაში. შემოდგომაში თუ ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება,მჯერა ბევრ გუნდს გავამწარებთ. ახალი ერა იწყება!
მინდია
19 მაისი 2021 00:12
0
კვირკველიას გამოძახებას, დინამოში რომ ბენიო თამაშობს, ეგ რატომ არ გამოიძახა? პრაქტიკა მაინც აქვს
რობი
18 მაისი 2021 23:52
6
რამდენად ფიქრობთ კვარაცხელიას ცენტრში მოსინჯვას ??????????
???????????????
18 მაისი 2021 19:01
12
ქვილითაია????? რატო არაა???
გენა
18 მაისი 2021 18:21
23
წოწონავა ფიზიკურად ძლიერი სწრაფი ნაკრებში უნდა იყოს
ogafa
18 მაისი 2021 18:00
10
კვირკველია და დავითაშვილი რატომ უნდა გამოიძახო ნაკრებში იქნებ თქვას ვინმემ,,ახალგაზრდულში გამოიძახეს დავითიაჯი და არ ჩამოვიდა ტრამვა მოიმიზეზა.ამ დროს ღადაობდა ბარში გართობის დროს ხო არ უბერავენ რა ახალგაზრდულიო,თანაც მთელი სეზონი გოლს ვინ ჩივის საგოლე არ აქვს გაკეთებული,კვირკველია კი კარგი ცომია,რომელიც ფეხბურთის გარდა ყველაფერს აკეთებს...ისე ფედერაცია როგორ ყავს ხელში ჯუღელს,მოგასმენინათ მაინც რას საუბრობს
lado
18 მაისი 2021 17:28
9
დაგეთანხმებოდი სხვა ალტერნატივა რომ გვყავდეს მათ ადგილას.
Agent
18 მაისი 2021 23:11
2
სამწუხაროა ასეთ ცრუ ინფორმაციას რომ ავრცელებთ, იანვარში შეკრების შემდეგ ნემსებით თამაშობდაა ფეხის გამო თუმცა რომ გაუარესდა ნემსებითაც ვეღარ შეძლო, და თუ ასე ადევნებ ზურისკოს თვალს იმასაც ნახავდი რომ მაგ პერიოდში როტორშიც ვერ თამაშობდა ტრავმის გამო .
..
18 მაისი 2021 18:29
5
ყველა გამოხმაურება
დავითაშვილს და კვირკველიას ნაკრებში რომ იძახებ ეს უკვე ძალიან ცუდია,კვირკველია საკუთარ კარში გოლების დიდოსტატია,დავითაშვილი ჭამა-სმის ექსპერტი..ეროვნული ლოგა ორიდან გამოეძახა ამ ორის ნაცვლად ნებისმიერი მაინც აჯობებდა..
მათე
18 მაისი 2021 16:50
15

სიახლეები პოპულარული