ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები მომდევნო ორშაბათიდან თბილისში შეიკრიბება და ივნისში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის, 31 მაისის ჩათვლით, დედაქალაქში საწვრთნელ შეკრებას გაივლის. რუმინეთთან და ნიდერლანდებთან შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, ეროვნული ლიგის 22 წლის ფეხბურთელი სერგო კუხიანიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში წყალტუბოს "სამგურალის" მაისურით ხუთი გოლი გაიტანა. მომდევნო ორ შეხვედრაში ტრავმის გამო ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. 2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს მატჩს ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს. 6 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.



Sportall.Ge

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი),ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო).

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგ
ერი, ავსტრია), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ
ი კორეა), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი).

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

2 ივნისი(
ი) - რუმინეთი V საქართველო (22:45)
6 ივნისი(ენსხედე) - ნიდერლანდები V საქართველო (20:00)

წყარო: nakrebi.ge



მკითხველის კომენტარები / 45 /
ეს კაცი მუშაობს! ახალგაზრდა მწვრთნელია აქვს თავისი პირადი ამბიციები უნდა რომ წარმატებას მიაჰწიოს და თავის საქმეს სერიოზულად უდგება დადის ეროვნული ლიგის თამაშებზე ეძებს ფეხბურთელებს დიდ დროს ატარებს საქართველოში.
მე პირადად ვერ ვიფიქრებდი კუხიანიძის გამოძახებას, მაგრამ ჩანს რომ მწვრთნელი და მისი ასისტენტები ხშირად აკვირდებიან ეროვნული ლიგის მოთამაშებს გარდა მაგისა გამოჩნდა, რომ ამ კაცისთვის არ არსებობენ ავტორიტეტები ნაკრებში, როგორც იყო ვაისის დროს. სამწუხაროდ ქეცბაიაც ძირითადად სანაკრებო თამაშების წინ ჩამოდიოდა და ძირითად აქცენტს ლეგიონერებზე აკეთებდა ქეცბაც კვიპროსში ცხოვრობდა ეროვნულ ლიგას დიდ ყურადღებას არ აქცევდა და თუ ლეგიონერებს ტრამვები ქონდათ მაშინ იძახებდა ეროვნული ლიგიდან.
ვაისი კი მხოლოდ ლეგიონერებს უყურებდა, მაგრამ სანიოლის ამ სამი სანაკრებო თამაშიდან გამოჩნდა, რომ შეიძლება აქ მოთამაშე ფეხბურთელებზეც იფიქრო და გააკეთო მათზე აქცენტი იმის შიშის გარეშე, რომ შეიძლება არ გაამართლონ წარმატებები საქართველოს ნაკრებს.
გელა
12:32 18-05-2021
2
აბა წავიდა ეხლა "პროფესორებო" შემადგენლობის დაყენება და გამოძახებული ფეხბურთელების დაწუნება)))
შოთა
12:01 18-05-2021
10

სიახლეები პოპულარული