სანიოლი ნაკლები ექსპერიმენტით - დებიუტანტი შეტევაში და დაბრუნებული ექსლიდერები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ამ რანგის შეხვედრებს ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად თუ ტაქტიკური სქემების დასახვეწად იყენებენ. ფრანგ სპეციალისტს გუნდთან ერთად ყოფნისთვის მცირე დრო ჰქონდა და ამის კომპენსირება ახლა შეუძლია. ამიტომ რთულია, მისგან განსაკუთრებული ექსპერიმენტები მოითხოვო.

სიახლეები შეტევაში

ერთადერთი დებიუტანტი შეტევით ხაზშია. სანიოლი ეროვნულ ლიგას საკმაო ყურადღებას აქცევს და შეუძლებელია, სერგო კუხიანიძის თამაში არ შეემჩნია. არავინ იცის, რამდენად მიეცემა დრო "სამგურალის" ფორვარდს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, მწვრთნელი პრობლემური პოზიციების აღმოფხვრაზე რომ ფიქრობს. გურამ გიორბელიძის მაგალითი
იმას მოწმობს, რომ სანიოლი დებიუტანტებს თამამად ენდობა.

გიორგი მიქაუტაძეს ეროვნულ გუნდში მხოლოდ შვიდი წუთი აქვს ნათამაშები. სავარაუდოა, ფრანგმა "მეცის" საკუთრებაში მყოფ ფორვარდს საკმაოდ დიდი დრო მისცეს და ვილიმ იგი ძირითად შემადგენლობაშიც კი გამოსცადოს. ნაკრებში ამ ეტაპზე არაა გიორგი ქვილითაია და  ეს მიქაუტაძის შანსებს ზრდის. "სერენში" კარგი სეზონის ჩამტარებელი ფორვარდი "ჯვაროსნებისათვის" ახალი ძალა და სისხლია.

როცა შეტევაზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ,  ეროვნულ ნაკრებს ვაკო ყაზაიშვილი დაუბრუნდა. საინტერესოა, სად ხედავს სანიოლი "ულსანის" ფეხბურთელს?! ვაკო იმ სტილის მოთამაშეა, მწვრთნელის მხრიდან პოზიციის ზუსტად შერჩევა მის პროდუქტიულობაზე საგრძნობლად რომ ისახება. ნაკრებში დაბრუნდა ზურიკო დავითაშვილიც.

კანკავას გარეშე - უკეთესი და უარესი

ჯაბა კანკავა რომ საქართველოს ნაკრებისთვის დიდ ძალას წარმოადგენს, ეს ახსნას ნაკლებად საჭიროებს, თუმცა ის უკვე ვეტერანია და თუ არა ამხანაგურ შეხვედრაში, სხვაგან სად უნდა ვიხილოთ ახალი მოთამაშეები საყრდენის პოზიციაზე. მართალია, ჯაბა ტრავმის გამო გამოგვაკლდა, მაგრამ ეს სანიოლს ახალი ტაქტიკისა თუ ფეხბურთელების გამოცდის საშუალებას აძლევს.

ვლადმირ ვაისის პერიოდში, დანიასა და ირლანდიასთან თბილისში, ორი ნულოვანი ფრე რომ ვითამაშეთ, ნაკრების საყრდენ ზონაში აბურჯანია - კიტეიშვილის დუეტი როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში მშვენივრად მოქმედებდა. არაა გამორიცხული, ფრანგი მთავარი მწვრთნელი სწორედ ამ ტანდემს დაეყრდნოს.

ხვიჩა...

როგორ მოკრძალებულადაც არ უნდა დავწეროთ, ფაქტია - ახლა ხვიჩა კვარაცხელია საკმაოდ დიდი ინტერესის ქვეშაა და მიუხედავად იმისა, რომ იგივე ესპანეთისგან განსხვავებული სტატუსის შეხვედრაა, "რუბინის" ფეხბურთელის თამაშს ნიდერლანდებთანაც განსაკუთრებით დააკვირდებიან. ხვიჩა ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის და ნაკრებში თამაშიც საკმაო უქმობის შემდეგ მოუწევს, აქედან გამომდინარე მის სათამაშო ფორმაზე ვერ ვისაუბრებთ.


კიდევ რა რესურსი აქვს სანიოლს...

სანამ უშუალოდ მთავარი მწვრთნელისგან არ მოვისმენთ, რთულია ზუსტად თქვა, რა მიზეზით არ არიან ის ფეხბურთელები, რომელთაც სათამაშო პრაქტიკაც აქვთ და სანიოლი გასულ მატჩებშიც დაეყრდნო. მაგალითად, გულშემაკივრები კომენტარებში საკმაოდ აქტიურად აფიქსირებენ გიორგი ბერიძის გვარს, რომელიც ბოლო დროს, კარგ ფორმაშია.

ნაკრებში ვეღარ ვხედავთ გია გრიგალავას, რომელმაც სანიოლის სადებიუტო შეკრება ისე დატოვა, თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. ნაკრებს დაუბრუნდა "როტორის" მცველი, საბა კვირკველია.

გიორგი ქოჩორაშვილს რაც ლა ლიგაში თამაშის შესაძლებლობა ეძლევა, მის მიმართ ინტერესი გაზრდილია და რატომ არაა ის თუნდაც მხოლოდ გაფართოებულ შემადგენლობაში, სანიოლის მოსაზრება ამ თემაზეც საინტერესოა.

altვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა










მკითხველის კომენტარები / 9 /
სანიოლის მიდგომა დასაფასებელია, ე ლიგიდან ფეხბურთელების გამოძახება ძალიან კარგია, ამით მოტივაციას აძლევს ყველას, რომ თუ იშრომებენ შანსიც ექნებათ.

ოქრიაშვილი და ყაზაიშვილის დრო წავიდა (ეს ჩემი აზრია), ძალიან ზანტი და ნელი ფეხბურთელები არიან, კონტრშეტევებში მათი გამოყენება არ გამოდის და ჩვენ ესპნეთის დონის ნაკრებთან აბა ვინ მოგვცემს პოზიციური შეტევის დროს.
ტექნიკა კი აქვთ, მაგრამ დღეს სისწრაფეა მთავარი, ტექნიკა უკვე ფაქტიურად ყველას აქვს.

საერთო ჯამში ყველა გამოიძახა ვისაც ეკუთვნოდა.
მენტალისტი
17:22 18-05-2021
5
რა დროს ქოჩორაშვილია? ნუ გვავიწყდება რომ ლევანტეს ახალგაზრდულში თამაშობს. პროგრესი აქვს და გამოჩნდა რამდენიმე წუთით ძირითად გუნდში მაგრამ ეროვნული ადრეა. გვყავს მაგისთვის ახალგაზრდული ნაკრები. ვაცადოთ ბიჭს
მინდია
17:19 18-05-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული