ვაკო ყაზაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმართავს!

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, 2 და 6 ივნისს რუმინეთსა და ნიდერლანდებთან გასამართი ამხანაგური დაპირისპირებების წინ, ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა. სამხრეთ კორეაში კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო ეროვნულ ნაკრებს "ულსან ჰიუნდაის" ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება (მის ნაცვლად გიორგი ბერიძე გამოიძახეს). ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" საშუალებით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმართა:

Sportall.Ge

"ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. სამწუხაროდ, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის არსებული გადაადგილებებისა თუ საკარანტინე შეზღუდვების გამო გამოძახების მიუხედავად, ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ვერ ვიქნები.
ვწუხვარ, რომ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მივიღებ. წარმატება მინდა ვუსურვო ბიჭებს რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ."

შეგახსენებთ, ვილი სანიოლისთვის სადებიუტო შეკრებასა და მარტის თამაშებს ყაზაიშვილი დაახლოებით, ანალოგიური მიზეზის გამო გამოაკლდა. 28 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 55 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი.

altამხანაგურ მატჩებში ნაკრებს ერთერთი ლიდერი გამოაკლდა, შემცვლელის ვინაობა ცნობილია

altყაზაიშვილის უმაგრესი საგოლე პასი ჩემპიონატის ლიდერთან [VIDEO]

altვაკო ყაზაიშვილის წარმატებული სერია გრძელდება!



მკითხველის კომენტარები / 11 /
ღვთისავარ მოეშვი თქო რეკლამირებას
არდილეს
26 მაისი 2021 14:41
0
არასდროს არ უნდა გამოიძახონ ეს ფეხბურთელი ნაკრებში,უემოციო და შეგრძნებაა რომ გამოდის ნაკრების მაისურით სადღაც უბანშია ჩასული ფეხბურთის სათამაშოდ
Smouk
26 მაისი 2021 00:19
11
დაცვაში თამაშს და სირბილს თუ ისწავლი კარგია, თუ არადა მოყვარულებში
ზორბეგი
25 მაისი 2021 21:26
7
ალბათ უფრო მეტი ემოციაც შეიძლებოდა
კონსტანტინე თავართქილაძე
25 მაისი 2021 17:08
4
ბრავო თორნიკე!!! დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებში ითამაშებ!!! წარმატებები!!!
tngh
25 მაისი 2021 17:06
11
გასაოცარი სიტყვებია, სტატიაც მაგარია ^_^
ასფაფა
25 მაისი 2021 15:42
2
კუხიანიძე მართლა გამორჩეული ფორვარდია ეროვნული ჩემპიონატის და შეიძლება ითქვას მასზე უკეთესი ფორვარდი არც თამაშობს საქართველოში,რატომ არ იძახებენ პირველ გუნდში?
ბერდია
25 მაისი 2021 14:57
8
გეჭამა ნაკლები ჩიჩია და ჩამოსულიყავი მაკედონიასთან 4-5კილოთი ნაკლები(მარტო შენ არ გეხება) ახლა სანიოლზე კი არ გექნებოდა დასამტკიცებელი რამე-ვაისის შეკრებაზე იქნებოდი ახლა ევროს წინ.
Levani
25 მაისი 2021 14:39
5
მეტი ვერაფერი იპოვეთ დასაწერი?
მკითხველი
25 მაისი 2021 14:34
1
ზეინაბ გუდავაძის ვიდეოებს არ მადებინებენ, თორე მაგაზეც დავდებდი.
ავტორი
25 მაისი 2021 15:00
2
პრობლემა არ არის გაგიგებთ. :) ბოლო 5 წელია ბევრი არაფერი გამოსდის ნაკრებისთვის, აქიდან გამომდინარე მე პირადად მივესალმები ნაკრებს ვაკოს გარეშე. სიარულით დღეს არაფერი გამოდის, არც შეტევაში და არც დაცვაში.

ზოგი მის გამოცდილებაზე საუბრობს და მართალიც არის, მას დიდი გამოცდილება დაუგროვდა ნაკრებში თამაშის, მაგრამ ეს არ კმარა, უმჯობესია სხვა ახალგაზრდებს მიეცეთ შანსი, აი როგორიც კუხიანიძეა, კირკიტაძე (ლოკოდან) თუ ცოტას მოუმატებს, ალბათ მასაც მისცემს სანიოლი შანსს.
მენტალისტი
25 მაისი 2021 14:14
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული