მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა რუმინეთთან შეხვედრაში

AutoSharing Option
2 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩს რუმინეთში გამართავს. ვილი სანიოლს ახლა გუნდთან ერთად ყოფნისთვის საკმაოდ დიდი დრო აქვს და ნაკრების წევრების შესაძლებლობათა გაცნობას უკეთ მოახერხებს.

ამხანაგურ შეხვედრებს თავისი დატვირთვა აქვს. ფრანგი სპეციალისტის მთავარი მიზანი მაინც საშემოდგომო, ოფიციალური მატჩებისთვის გუნდისთვის საბოლოო სახის მიცემა უნდა იყოს. ამ რანგის შეხვედრები გარკვეულ ექსპერიმენტებსაც უნდა შეიცავდეს, მაგრამ  გამოცხადებული შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, როტაცია დიდი არ იქნება.

მეკარე -  ვილი სანიოლმა უკვე დააანონსა, რომ კარს ბათუმის "დინამოს" კიპერი ლაზარე კუპატაძე დაიცავს.

ცენტრალური მცველები - ჯაბა კანკავას
არყოფნაში გურამ კაშია გუნდის კაპიტანია. ფაქტობრივად, გამორიცხულია სანიოლმა მეორე გამოცდილი ფეხბურთელიც დაასვენოს და ახალი კაპიტანი ეძებოს. ასე რომ, კაშიას სასტარტოში ველით.

ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ლაშა დვალის შესაძლებლობები კარგად შეაფასა - მან ხომ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული სამივე შეხვედრა სრულად ჩაატარა. ახლა გუნდთან ერთად ორი გამოცდილი ცენტრალური მცველია - საბა კვირკველია და დავით ხოჭოლავა. მომავალ ორ შეხვედრაში, სავარაუდოდ, შანსს ორივე მიიღებს.

მარცხენა მცველი - გურამ გიორბელიძე გუნდს ყველაზე გვიან, თითქმის თამაშის წინ უერთდება. ამის გამო მის რუმინეთში ძირითადში გამწესებას გამოვრიცხავთ. ვინაა ალტერნატივა?!

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა დაგვანახა, რომ ის ფლანგის მცველად სხვა ამპლუის მოთამაშის მოსინჯვას ნაკლებად აპირებს. აქედან გამომდინარე, დიდია იმის ალბათობა, სასტარტო თერთმეტეულში ბათუმის "დინამოს" წევრი ირაკლი აზაროვი ვიხილოთ. ეროვნული გუნდის რიგებში პოზიციით მარცხენა მცველი სხვა არავინაა.

მარჯვენა მცველი - ამ ეტაპზე ისე ჩანს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ოთარ კაკაბაძის კონკურენტი შეარჩია და თუკი რაიმე მნიშვნელოვნად არ შეიცვალა, გრიგოლ ჩაბრაძე ნაკრებთან ერთად შემოდგომაზეც იქნება. 

დიდი შანსია, სანიოლმა ისე გადაწყვიტოს, როგორც მარტის შეხვედრებზე (შვედეთში ჩაბრაძე დააყენა, ესპანეთთან - კაკაბაძე) - რუმინეთში ბათუმის "დინამოს" მცველმა ითამაშოს, ნიდერლანდების ნაკრებთან კი - კაკაბაძემ.

ნახევარმცველები - ჯაბა კანკავას არყოფნა ვაკო გვილიას შანსებს ზრდის და ამჟამად უკლუბოდ მყოფი ნახევარმცველის სასტარტოში მოაზრება ლოგიკური ჩანს.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მოთამაშეებმა სეზონი გვიან დაასრულეს და ძალების აღდგენის შედარებით ნაკლები დრო ჰქონდათ, მაგრამ აბურჯანიას სეზონის დასკვნითი ნაწილი მშვენიერი გამოუვიდა. სწორედ ამიტომ, დიდი შანსია, "აბუ" სასტარტოში ვიხილოთ.

საინტერესოა, ზუსტად სად ხედავს აბურჯანიას სანიოლი? ის მაინც კარგი "ექვსიანია" და ნაკლებად პროდუქტიულია იმ პოზიციაზე, სადაც შვედეთში იასპარეზა.

სანაკრებო შეხვედრებმა კარგად დაგვანახა, რომ ოთარ კიტეიშვილი გუნდში დიდ ფუნქციებს ასრულებს - ის "ჯვაროსნებში" ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და შემქმნელი მოთამაშეა, რომელიც ნებისმიერი ტაქტიკისას მინდვრის ცენტრში დიდ საქმეს გააკეთებს.

შეტევის ფლანგები - ვილი სანიოლმა თქვა, რომ მას ზურიკო დავითაშვილის თამაშის ხილვა აინტერესებს. კვარაცხელიას არყოფნისას ზურიკოს ძირითად შემადგენლობაში ხილვის რეალური საფუძველია.

ვლადიმირ ვაისისგან გვესმოდა, რონ ნაკრების შემტევების უმრავლესობას მარცხენა ფლანგიდან თამაში ურჩევნია და გამონაკლისი მხოლოდ ლევან შენგელია იყო. "ქონიასპორიდან" წამოსულ შემტევს, სავარაუდოდ, შანსი მიეცემა.

სანიოლი ოფიციალურ შეხვედრებში საბა ლობჟანიძეს დაეყრდნო, ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ თორნიკე ოქრიაშვილს კი დატვირთული სეზონის შემდეგ, შესაძლოა, დასვენების საშუალება მიეცეს, ეს გარემოებები კი შენგელიას შანსს უნდა ზრდიდეს.

ფორვარდი - მარტში დავინახეთ, რომ სანიოლს გამოკვეთილი, ტანმაღალი ფორვარდით თამაში მოსწონს.

თუმცა გიორგი მიქაუტაძე გასნსხვავებული სტილის ფორვარდია, ვიდრე ბუდუ ზივზივაძე და ნაკრებში ამჟამად არმყოფი გიორგი ქვილითაია. 20 წლის თავდამსხმელი უფრო სწრაფი და მოძრავია.

გასაკვირი არ იქნება, თუკი სანიოლი, რომელიც დებიუტანტებს თამამად ენდობა, გარკვეულ დროს "სამგურალის" ფორვარდ სერგო კუხიანიძესაც მისცემს და ეს რუმინეთთან უფროა მოსალოდნელი, ვიდრე ნიდერლანდების ნაკრებთან.

altრა დაგვანახა შვედეთთან გამართულმა მატჩმა?! - სანიოლის დებიუტის შეფასება

altდა მაინც, რატომ წავაგეთ ესპანეთთან?!

მკითხველის კომენტარები / 10 /
კუპატაძე, კვირკველია, კაკაბაძე,ხოჭოლავა,აზაროვი, გვილია,კვეკვესკირი,დავითაშვილი, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, მიქაუტაძე
irakli
02 ივნისი 2021 16:00
6
Ერთი რას ეძახით კაპიტანი ეძებოსო? Რა არის საძებარი ერთი გამარკვიეთ რაააა.კაშიას კიდე არა უშავს,კანკავას რა განსაკუთრებულს ამჩნევთ კაპიტნობის მითხარით.თავგანწირვით თამაშობს?რა, არ უნდა ითამაშოს?კაპიტანი ისეთი უნდა მაჩაიძე და ჩივაძე რომ იყო-მსაჯებიც კი შიშისაგან კანკალებდნენ მათ წინაშე.კანკავას სახეზე მსაჯის მიერ მიკერძოებული გადაწყვეტილების დროს ემოციადაც ვერ ვამჩნევ.
Ოქრი რომ იყოს კაპიტანი რამეს გააფუჭებს თუ რა? ანდა კიტეიშვილი
ბაბუაწვერა
02 ივნისი 2021 15:08
15
საინტერესოა რა ნიშნით აიყვანეს კვირკველია თუ კვერკველია?
kaxi
02 ივნისი 2021 13:52
3
კვეკვესკირი რატომ არ ახსენეთ? გვილიას არ ჯობია საყრდენზე? ერთადერთი მოთამაშეა ვისაც ბურთის დაჭერა და გათამაშება შეუძლია საყრდენ ზოლში. კიტემდე ვეღარ მიდიოდა ბურთი ეგრევე ვკარგავდით კიდე გვილია გვინდა?
დემე
31 მაისი 2021 02:53
2
გვილიას ბევრად ჯობია კვევკე თან სათამაშო პრაქტიკაც აქვს , მოიპოვა ადგილი ლეხში , ძAლიან მაგარი პასი აქვს და ბურთის დაჭერა კორპუსით ( ჯაბასგან აქვს ნასწავლი )
ლშა
02 ივნისი 2021 14:09
0
ასეა თუ ისე, კაცი მუშაობს.. სელექციას აკეთებს...
ეს - მწვრთნელებთან შეხვედრებიო, ეს - ჩემპიონატის ბიჭების შანსიო, იმედია პიარ-სვლა არაა (და არც ეტყობა, რადგან ვილის ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი "ევროპისთვის", თუნდაც ის, რომ ყოფილ კლუბებში ვერ გაუგეს.).
ნეტაი რამე უშველოს ჩვენს ნაკრებს და...
წარმატებები ვილისანის.
alex
30 მაისი 2021 20:01
2
"მარტში დავინახეთ, რომ სანიოლს გამოკვეთილი, ტანმაღალი ფორვარდით თამაში მოსწონს." არა მგონია. კუხიანიძის არჩევის დროს თქვა რომ ის განსხვავებულია სხვა ქართველი ფორვარდებისგან.
პ.ს. ესტონეთის ტრენერის სიტყვები გაიხსენეთ, კარგი გუნდი გყავთ მაგრამ ცენტრფორვარდები არ გყავთო. რა უბედურებაა 2 მეტრიანი ცენტრით თამაში.
Hoda
30 მაისი 2021 19:14
1
თუ თავდამსხმელი,2 მეტრიანი გყავს,ტვინიც აქვს,ტექნიკაც,ჯანიც და სისწრაფეც,ეგ უბედურება კი არა,ბედნიერებაა.უბედურება სწორედ ისაა,რომ არ გვყავს
სოსო
31 მაისი 2021 10:28
0
თუ ლევანდოვსკი ან იბრაჰიმოვიჩი არა გყავს, მითუმეტეს ჩვენი ფორმაციის ნაკრებისთვის ასეთი სტილის თავდამსხმელი არ გამოდგება. ამის მაგალითი კაჭარავა გვყავდა. არ არის გამორიცხული ცენტრფორვარდად მიქაუტაძე დააყენოს
: )))))))
30 მაისი 2021 22:13
0
მე ჯერ-ჯერობით ზურიკოზგან ნაკრებში ვერანაირი პოზიტივი ვერ ვნახე, იმედია ამ ჯერზე მაინც დაგვანახებს რამე კარგს.
hhh
30 მაისი 2021 19:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული