"საქართველოს ნაკრებისგან გოლების გატანა იშვიათია" - ნიდერლანდური პრესის პრევიუ

AutoSharing Option
ნიდერლანდები-საქართველოს ამხანაგური შეხვედრის (6 ივნისს გაიმართება) მოახლოებასთან ერთად, მატჩზე საკმაოდ ბევრი იწერება. ნიდერლანდური sports-prediction-ი წერს:

"გამოცდილება ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს უხვად აქვს. ბოლო 3 მატჩში ისინი ძალიან კარგ ფორმაშიც არიან - 2 მოგება, 1 ფრე და არცერთი მარცხი. გუნდის შეტევა შთამბეჭდავია - სამ მატჩში 11 გოლი (შოტლანდიასთან 2:2, ბიბრალტართან 7:0, ლატვიასთან 2:0)!

საქართველოში ფეხბურთი საკამოდ განვითარებულია. ბევრი მოთამაშე ევროპაში სათამაშოდ მიდის. მათ არც ისე გამორჩეული ფიზიკური მონაცემები აქვთ, მაგრამ სისწრაფე და ტექნიკა არის ის, რაც საქართველოს ნაკრებს ნამდვილად მოეპოვება.

უკანასკნელ რამდენიმე
შეხვედრაში ქართველებმა გარკვეულწილად თანასწორი მეტოქეების წინააღმდეგ ვერ გაიმარჯვეს. მათგან გოლების გატანა იშვიათია.

სტუმრებს 2022 წლის მსოფლიო თასზე გასვლის შანსი დაკარგული აქვთ. ასე რომ, საქართველო შეეცდება შეიძინოს გამოცდილება, გააუმჯობესოს ფეხბურთელთა შეთამაშება და მოემზადოს შემდეგი მატჩებისთვის.

მასპინძელი გუნდი ბოლო პერიოდში საკმაოდ დამაჯერებლად იმარჯვებს. ვან დე ბეეკისა და დე იონგის წყვილი გუნდს ძალიან საშიშს ქმნის. კონკურენციის კუთხით, სტუმრები ნიდერლანდელებს ბევრად ჩამორჩებიან.

შეხვედრის ამხანაგური სტატუსიდან გამომდინარე, არაერთ გოლს ველით."


altმიქაუტაძის გარეშე და კომფორტული სხვაობით - უცხოური პრესის სავარაუდო შედეგი და შემადგენლობა

alt"საქართველოსთან წარუმატებლობის შემდეგ რუმინელთა მთავარი მწვრთნელის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა დაიწყეს" - რუმინული მედიის გამოხმაურება







მკითხველის კომენტარები / 10 /
ჰო თურმე ესენი საქართველოს საბერძნეთს და რუმინეთს მეტნაკლებად თანასწორ მეტოქეებად თვლიან მაგრამ ბერძნები და რუმინელები რა იმდღეში არიან აბა მაგათ კითხე. ძალიან პრიმატული და კომიკური სიტუაციაა, როცა ჰოლანდიელს ეგენი სულ ფეხებზე კიდია თითქმის ჩვენ გვითანაბრებს მარა ამ წუნკალ ვირთხებს წარმოუდგენელი პრეტენზიები რო აქვთ ... დაიმხეს ქვეყანა თავზე როგორ თუ გრუზინებმა მოგვიგეს
Ooo
04 ივნისი 2021 20:32
2
ვინმე ფლოობთ ინფოს ხარაიშვილს რატო არიძახიან ნაკრებში? დვალი თუ აკმაყოფილებს და კუხიანიძე ხარაიშვილმა რადააშავა ამხანაგურ თამაშებში მაინც რომიიღოს მონაწილეობა?!
beqa
04 ივნისი 2021 17:36
16
გაციებულია
მეგრელი
05 ივნისი 2021 14:46
0
მეც ჰოლანდიის გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ეს გუნდი ამ მწვრთნელით ამაზრზენია.მეკარე უსუსტესია,ყველაფერს უშვებს რასაც სახიფათოდ დაურტყავენ,მაგრამ დე ბური ჯიუტად მას აყენებს ძირითადში.უცნაური მწვრთნელია ძალიან.
Master
04 ივნისი 2021 16:52
0
კუმანია დასაკიდი ერთი ადგილით რას გარბოდა ბარსაში, როგორ კარგად მიდიოდა მისი ხელმძღვანელობით ნაკრები ერთა ლიცაზე გააცამტვერა გერმანია, საფრანგეთი.
hhh
04 ივნისი 2021 20:44
0
ქართული ფეხბურთი ძალას იკრებს ეს პრიცესია და დრო უნდა ჩვენ აქამდე ვცოდვილობდით, სავიოლა ამართლებს, ჰოლანდია ტრადიციულად ძლიერია ამ ეტაპზე ფრეც არ იქნება ცუდი/
გია
04 ივნისი 2021 16:31
9
ადებაიორი და ხიზანიშვილი ასისტენტებია,მთავარი მწვრთნელი ჯერემი ნჯიტაპია
Levani
04 ივნისი 2021 18:36
1
სავიოლ არა ადებაიორია ჩვენი მწვრთნელი
ლშა
04 ივნისი 2021 17:17
1
ჯერ ერთი მსოფლიოზე მოხვედრის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს, მერე მეორე ჰოლანდიის ბოლო სამ თამაშში რა აქ სატრაბახო მოუგო გირალტარს და ლატვიას და გაჭირვებული ფრე შოტლანდიასთან ესაა სულ. რამე, რომ არ დამწამოთ ჰოლანდიის გულშემატკივარი ვარ 1988 წლიდან.
jjj
04 ივნისი 2021 15:18
1
ერთი თქვენ რა, თან საწყენია ესეთ დღეში რომ არის ნიდერლანდების ფეხბურთი, არა და რაც თავი მხსოვს სულ ვარსკვლავები, მართლაც მფრინავი ჰოლანდიელები ჰყავდათ, ეხლა დეპაი ჰყავთ ლიდერი, რომელსაც იმ გუნდებში მოხვედრის მიზერული შანსიც არ ექნებოდა. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
llcl
04 ივნისი 2021 14:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული