"საქართველოს ნაკრებისგან გოლების გატანა იშვიათია" - ნიდერლანდური პრესის პრევიუ

AutoSharing Option
ნიდერლანდები-საქართველოს ამხანაგური შეხვედრის (6 ივნისს გაიმართება) მოახლოებასთან ერთად, მატჩზე საკმაოდ ბევრი იწერება. ნიდერლანდური sports-prediction-ი წერს:

"გამოცდილება ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს უხვად აქვს. ბოლო 3 მატჩში ისინი ძალიან კარგ ფორმაშიც არიან - 2 მოგება, 1 ფრე და არცერთი მარცხი. გუნდის შეტევა შთამბეჭდავია - სამ მატჩში 11 გოლი (შოტლანდიასთან 2:2, ბიბრალტართან 7:0, ლატვიასთან 2:0)!

საქართველოში ფეხბურთი საკამოდ განვითარებულია. ბევრი მოთამაშე ევროპაში სათამაშოდ მიდის. მათ არც ისე გამორჩეული ფიზიკური მონაცემები აქვთ, მაგრამ სისწრაფე და ტექნიკა არის ის, რაც საქართველოს ნაკრებს ნამდვილად მოეპოვება.

უკანასკნელ რამდენიმე
შეხვედრაში ქართველებმა გარკვეულწილად თანასწორი მეტოქეების წინააღმდეგ ვერ გაიმარჯვეს. მათგან გოლების გატანა იშვიათია.

სტუმრებს 2022 წლის მსოფლიო თასზე გასვლის შანსი დაკარგული აქვთ. ასე რომ, საქართველო შეეცდება შეიძინოს გამოცდილება, გააუმჯობესოს ფეხბურთელთა შეთამაშება და მოემზადოს შემდეგი მატჩებისთვის.

მასპინძელი გუნდი ბოლო პერიოდში საკმაოდ დამაჯერებლად იმარჯვებს. ვან დე ბეეკისა და დე იონგის წყვილი გუნდს ძალიან საშიშს ქმნის. კონკურენციის კუთხით, სტუმრები ნიდერლანდელებს ბევრად ჩამორჩებიან.

შეხვედრის ამხანაგური სტატუსიდან გამომდინარე, არაერთ გოლს ველით."


altმიქაუტაძის გარეშე და კომფორტული სხვაობით - უცხოური პრესის სავარაუდო შედეგი და შემადგენლობა

alt"საქართველოსთან წარუმატებლობის შემდეგ რუმინელთა მთავარი მწვრთნელის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა დაიწყეს" - რუმინული მედიის გამოხმაურება







მკითხველის კომენტარები / 10 /
ჰო თურმე ესენი საქართველოს საბერძნეთს და რუმინეთს მეტნაკლებად თანასწორ მეტოქეებად თვლიან მაგრამ ბერძნები და რუმინელები რა იმდღეში არიან აბა მაგათ კითხე. ძალიან პრიმატული და კომიკური სიტუაციაა, როცა ჰოლანდიელს ეგენი სულ ფეხებზე კიდია თითქმის ჩვენ გვითანაბრებს მარა ამ წუნკალ ვირთხებს წარმოუდგენელი პრეტენზიები რო აქვთ ... დაიმხეს ქვეყანა თავზე როგორ თუ გრუზინებმა მოგვიგეს
2
ვინმე ფლოობთ ინფოს ხარაიშვილს რატო არიძახიან ნაკრებში? დვალი თუ აკმაყოფილებს და კუხიანიძე ხარაიშვილმა რადააშავა ამხანაგურ თამაშებში მაინც რომიიღოს მონაწილეობა?!
beqa
17:36 04-06-2021
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული