უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში
ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

მკითხველის კომენტარები / 114 /
:)))))) "ბედნიერია" ის ნაკრები ვისაც მოადანზე გვილია ყავს და სამწვრთნელო შტაბში სკამზე ხიზანა:)))))
პაატა
06 ივნისი 2021 23:17
6
ამ შეხვედრაში გამოჩნდა თუ ვისზე შეიძლება გააკეთოს აქცენტი სანიოლმა გვილია, ზივზივაძე,დავითაშვილი არ არიან ნაკრებში გამოსაძახებლები... და საერთოდ ნაკრებს თუ ყავს მწვრთნელი ფიზ. მომზადებაში? გასაგებია რომ ჰოლანდიას ვეთამაშეთ მაგრამ ეს ხომ კრუიფის ან ვან ბასტენის ჰოლანდია არაა დიდი ხანია.მოკლედ იქ ვართ სადაც ვიყავით და აქედან ამოსვლა არ გამოგვდის თუ გინდა გვარდიოლა მოუყვანე ამათ.ხვიჩას და ჩაკვეტაძეს გვერდით თუ არ ეყოლა ნორმალური პარტნიორები არაფერი არ გამოუვათ ჩვენდა სამწუხაროდ...
Maximus
06 ივნისი 2021 23:06
0
ყველამ ვნახეთ რა დიდი სხვაობა იყო კუნთურ მასაში ჰოლანდიელებსა და ჩვენს შორის. ივარჯიშეთ ტრენაჟორებზე და კუნთური მასა დაიყენეთ ფიზიკურად ძალიან სუსტები ხართ
გია
06 ივნისი 2021 23:02
1
ტაქტიკაც ცუდი იყო ვაღიაროთ მაგრამ ძაან დამძიმებული იყო ჩვენი ნახევარდაცვა და ამასთან ერთად მსოფლიო ფინალი იყო? ასე დაცვაში ჩაჯდომა რა საჭირო იყო? ბუდუ ვითომ მაღალ ბურთების მოსაგებად გამოიყვანა და ერთიც არ მოუგია სიმაღლე აქვს და ახტომა არ იცის.. აღარ ჩამოვთვლი სხვა უაზრო ფეხბურთელებს. ვილიმ უნდა გაცხრილოს ნაკრები თან ძაან. ბუდუ დადის.. აბურჯანია დახოხავს გვილია სულ ცაში იყურება.. დვალს კი კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ჰოლანდიასთან როცა ლობჟანიძის და კიტეს იმედზე ხარ იასნია ვერ შექმნი ბევრ მომენტს ამ ბიჭებს ჭირდებათ მიყოლა და გვერდით დგომა... ამათ უნდა ჩაურთო ჩელსის კონტრ ატაკები და 2 დღე და ღამე უნდა აყურებინო...... ტიპები კონტრზე მთელი გუნდით გარბიან და მეტოქის საჯარიმოში 7-3ზე იჩითებიან ხოლმე მაგრამ ამათ სირბილი ეზარებათ და მე ხოარ ვირბენ?!
რომა
07 ივნისი 2021 12:13
2
არა გვყავს ფეხბურთელები მწვრთნელად სანიოლი კიარა ვინც გინდათ ის ჩამოიყვანეთ შედეგი ამ უსუსტესი ნაკრებით არასოდეს არ გვექნება, სავსია მაღალი დონის ფეხბურთელებით ესპანეთი, არგენტინა, ბრაზილია, რომლებიც თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში ვერ ხვდებიან და ნატურალიზებულ ფეხბურთელებზე დროა ვიფიქროთ, როგორც კალადბურთში გვყავს მაგალითად
ძმა
07 ივნისი 2021 08:17
8
ამხანაგური თამაშები ექსპერიმენტებისთვისაა. აბა სად უნდა გამოსცადოს ახალი ტაქტიკა და მოთამაშეები გენიოსებო?
ჯონდო
07 ივნისი 2021 08:07
2
ლობჟანიძეს რომ გაეტანა დასაწყისში ის ბურთი სხვა შინაარსის თამაში იქნებოდა.მცველები უნდა კითხულობდნენუ კეთესად თამაშს გადაახვიეთ და ნახეთ სად მოისუსტეს.
ილია
07 ივნისი 2021 07:10
0
სად არის ის ხალხი ვაისს რომ აკრიტიკებდნენ და არც ისე ცოტა, ზივზივაძეს რომ არ იძახებდა ნაკრებში. არ აქვს ამ ბიჭს კლასი,წავიდეს იჭრიჭინოს თავისთვის უნგრეთის ჩემპიონატში. გვილია ძალიან სუსტად,მე აღარ გამოვიძახებდი,დავითაშვილი არ არის მზად ნაკრებისთვის ამ ეტაპზე. ხარაიშვილი გამოსაძახებელია აუცილებლად როგორც კი ფორმაში ჩადგება,დარწმუნებული ვარ სწორ ანალიზს გაუკეთებს სანიოლი ამ თამაშებს და ბევრს გვასწავლის ესეთი ცუდად ჩატარებული თამაში. ყველაფერი დალაგდება დარწმუნებული ვარ და შესარჩევს კარგად გავაგრძელებთ.წარმატებები საქართველოს
საქართველო
06 ივნისი 2021 23:17
0
ესენი ჯერ ბრტყელტერფიანობაზე შეამოწმეთ, აბა ფეხბურთელს სირბილი ეგრე უჭირდეს ჯერ არ მინახავს.
დათო
06 ივნისი 2021 22:40
1
საქართველოს ნაკრებს არაფერი ეშველება, ვინც არ უნდა ჩაუდგეს სათავეში, სანამ ტოტალიზატორი იარსებებს!!!
1
06 ივნისი 2021 22:08
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული