უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში
ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

მკითხველის კომენტარები / 114 /
ლობჟანიძეს სანიოლის ხელში არ უთამაშია ფეხბურთი.. დანარჩენებზე არაფერს ვამბობ ისედაც გამოჩნდა.
მ.მ
07 ივნისი 2021 10:16
3
მთავარია გულშემატკივარმა და ჯურნალისტებმა მიაღწიეთ საწადელს და ზიბზიბაძე ნაკრებშია, ვაისი კი გავაგდეთ.
semi
07 ივნისი 2021 10:08
1
ასე მანდრაჟით თამაში რა იყო,თავმოყვარეობაც ხომ უნდა ქონდეთ?! კლასი მარტო კიტეიშვილს, კაშიასა და ლორიას ეტყობოდა. გასაგებია - კვარაცხელია და ჩაკვეტაძე არ თამაშობენ, მაგრამ ელემენტარულ სიტუაციაში ბურთის გატანა სხვებმაც უნდა შეძლონ! საბა ლობჟანიძემ მესის ტრიუკი მოინდომა, თავზე გადაგდება, გვილიამ ცარიელ კარში გამაზა. ზივზივაძე ბუტაფორიაა. მოკლედ გამოჩნდა ვინ არის ნაკრებიდან გასარიცხი!
მერაბი
07 ივნისი 2021 09:44
1
თითქმის დარწმუნებული ვარ სანიოლი ამ გუნდიდან თითქმის ნახევარს აღარ გამოიძახებს. სად იყო ბრძოლა და შემართება? ბიჭები ბოლომდე აღარ იხარჯებიან და ზოგიც მზად არაა სანაკრებო წნეხისთვის.
roma bejanidze
07 ივნისი 2021 09:37
0
და ნახევარს თუ არ გამოძახებს, მაშინ მოედანზე ვის გაიყვანს? აა, მინი ფეხბურთს ითამაშებს?
ხალხო, ნახევარ გუნდს სანიოლი კი არა, ესპანეთის, ბრაზილიის, არგენტინის, გერმანიის ტრენერი ვერ შეცვლის. ეგეთი რამე შრეიძლება მარტო ჩრდილოეთ კორეაში მოხდეს. ვინც გვყავს ყველა მოედანზეა, მორჩა კინო.
ერიჰაა
07 ივნისი 2021 13:57
2
იქ ქოფი-შოფში ხო არ შეიარეს? მარტო ბუდუ და გვილია? ლორიას გარდა ყველანი რას გვანდნენ.
სერგო
07 ივნისი 2021 09:30
0
დადასტურდა საბოლოოდ, რომ დავითაშვილი და ზივზივაძე არ არიან ნაკრების დონე, ასევე გვილიაც ვეღარ ქაჩავს, ადრე კიდევ არაუშავდა მაგრამ ფაქტია რომ ბოლო პერიოდში არ არი სანაკრებო ფეხბურთელი, სხვებიც ვერ წყვეტდნენ გუშინ ვარსკვლავებს, მაგრამ ითამაშებენ ასე თუ ისე. მოკლედ ნიდერლანდებთან წაგება არ არი პრობლემა, ბევრი რამე გამოჩნდა სანიოლისთვის, მხოლოდ ერთი არ მომეწონა მისგან: ნუ ელოდება ვაისივით მე 60 ან 70ე წუთს, შესახვლელი დროულად უნდა შეიცვალოს
Bs
07 ივნისი 2021 09:22
0
არც შემცვლელი გვივარგა არც ძირითადი და იბნევიან მწვრთნელები რა ქნან არ იციან, დიდხანს აკვირდებიან ეგებ გაუგონ რამე ჩვენ ფეხბურთელებს. უცხოელებიდან აქამდე მარტო ბოსხკამპმა გაგვიგო.
ლუკა
07 ივნისი 2021 12:10
0
სამწუხაროდ ჩვენს ნაკრებს არ აქვს რესურსი, რაც გუშინ ვნახე ეს იყო სრული მარაზმი.
აბსოლიტურად სხვა განზომილებაშია ჰოლანდიის შემდგენლობა. არ მესმის, შესაძლოა კლასი არ გქონდეს, მაგრამ ფიზ მომზადება ხომ უნდა გაგაჩნდეს, სადღაც ხო თამასობს ეს ხალხი და ხელფასს ხომ უხდიან, რაში უხდიან, დგომაში?
მოკლეს თუ ჩვენს ნაკრებს აკლია 2-3 ძირითადის მოთამაშე , მათი შემცველი უბრალოდ არ არის გუნდი არის აბსოლიტურად უუნარო.
las
07 ივნისი 2021 09:11
0
გვილია!აწი თუ გამოგიძახეს,უთხარი ცუდად ვარ,ვერ ვითამაშებთქო.ცოტა შენც ისინდისე ძმა.
zura
07 ივნისი 2021 08:51
1
არა გვყავს ფეხბურთელები მწვრთნელად სანიოლი კიარა ვინც გინდათ ის ჩამოიყვანეთ შედეგი ამ უსუსტესი ნაკრებით არასოდეს არ გვექნება, სავსია მაღალი დონის ფეხბურთელებით ესპანეთი, არგენტინა, ბრაზილია, რომლებიც თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში ვერ ხვდებიან და ნატურალიზებულ ფეხბურთელებზე დროა ვიფიქროთ, როგორც კალადბურთში გვყავს მაგალითად
ძმა
07 ივნისი 2021 08:17
8
სამწუხაროდ 33 წლის კაშიას და 35 წლის ჯაბას შემცვლელი არ გვყავს დღეს.
Toma
07 ივნისი 2021 08:13
0
ერთი წლის წინ მთელი ერი ითხოვდა ჯაბას, კაშიას და ლორიას ნაკრებიდან გაშვებას.
რომ არა ეს გამოცდილი ფეხბურთელები მინიმუმ 5:0 წავაგებდით.
სამწუხარო ის არის, რომ მეკარის გარდა, ამ ორი მოთამაშის ღირსეული შემცვლელი ახალგაზრდებში არ ჩანს. დანარჩენ პოზიციებზე მაქვს მომავლის იმედი და ნიდერლანდებს არა მაგრამ საშუალო დონის ნაკრებებს შეიძლება რამე ვაწყენინოთ.
ko74
07 ივნისი 2021 10:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული