უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში
ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

მკითხველის კომენტარები / 114 /
პირველი ორი გოლი დვალის კისერზეა აუტს რატო აწვდი შვილო გიორბელიძე რას მიკეთებს მიხედე საქმეს რა.. იმედია ტაბიძეს გამოცდის ამის მერე...ბუდუ ალვის ხეები ოქრია კვეკვე დაუშვილი გვილია ნაკრებს აღარასდროს არუნდა გააკარო. დავითაშვილიც სადღაც ძაან გაღმაა.. ბერიძეს რატომ არ მისცა შანსი? ძაან გასაცხრილია ნაკრები და სექტემბერში იმედია იმათ აღარ ვნახავ ვინც ჩამოვთვალე. იმენა მეთოხეები არიან ფეხბურთელები კიარა
რომა
06 ივნისი 2021 22:17
4
უვარგისს გამოცდა რად უნდა, რა გადაგვაყოლეს ამდენი ხლამით. სულ ახალი ხალხია საჭირო ირბენენ მაინც. ბალეტმეისტერი თამაშს ვერასოდეს მოიგებს..........
???????????????
06 ივნისი 2021 22:16
1
ექსპერიმენტებს იმიტომ აკეთებს სანიოლი რომ ძირითადი ბირთვი ნახოს ვინ იქნება, აბა ამხანაგურების იდეა ხხვა რა არის
ზორბეგი
06 ივნისი 2021 22:16
2
მეკარეები: ეგაა რაც გვყავს ამჟამად. ცენტრალური მცველები: სამწუხაროდ ვინც იყო საუკეთესოები არიან, არც ერთმა არ იცის ბურთის ამოტანა და პირველი პასი, თანამედროვე ფეხბურთში რაც აუცილებელია. განაპირა მცველები: თანამედროვე ფეხბურთში უდიდეს სამუშაოს ასრულებენ დაცვაშიც და შეტევაშიც, ჩვენებს არც ერთი გამოსდით და არც მეორე, მით უმეტეს ცოტა თუ ტემპი იმატებს ხომ საერთოდ, არა და სამწუხაროდ დღეს ვინც იდგენ, საუკეთესოები არიან. საყრდენ ზონაში კანკავა შეუცვლელია, არა და უკვე ასაკშია და ხშირად ვეღარ ასწრებს ზონების დაკეტვას. ნხევარდაცვაში კიტეს და აბურჯანიას არაუშავს, ფლანგის შემტევებზე გვიჭირს, კვარა, წიტაიშვილი და ჯანმრთელი ჩაკვე იმედია კრეატივს შეიტანენ. ფორვარდებში გვიჭირს, მაგრამ მიქაუტაძის მეიმედება. ოქრიაშვილი, გვილია, დაუშვილი, ჯიღაური, ზივზივაძე, ქვილითაია, ყაზაიშვილი, კაჭარავა-დროა დავემშვიდობოთ, ამათი განვითარების შანსი და სარგებელი არის 0. საერთოდ ნუ ვაბრალებთ ქვეყნის არაევროკავშირის წევრობას, ობიექტურად ყველა ისეთ კლუბში თამაშობს სადაც იმსახურებენ. სანიოლი ადეკვატური პიროვნება სჩანს და ჩემის აზრით მომავალ შესარჩევშიც უნდა მიეცეს შანსი, არ ჰგავს ვაი-სს, რომელთანაც ერთად 5 წელი დავკარგეთ რასაც ჰქვია. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ 30 წელია არც ერთ ფედერაციის ხელმძღვანელობას არ ჰქონია და არ აქვს ფეხბურთის, განსაკუთრებიტ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გეგმა
llcl
06 ივნისი 2021 22:14
2
რეალურად უნდა შევხედოთ სურათს, საქართველოს ნაკრები კვარას და ჯაბას გარეშე საშუალოზე ძლიერ ნაკრებთან ფეხბურთის თამაში უჭირს. ამათ მომავალში თუ დაემატება ჩაკვე და წიტაიშვილი, მერე შეიძლება რაიმეზე ფიქრი. რამდენიც მოუმატეს ეგრევე მომენტებს ქმნიდნენ ჰოლანდიელები! ვილი იმედია ბევრს გაუშვებს ნაკრებიდან, გამოჩნდა რომ არ აკმაყოფილებენ ნაკრების დონეს. დაცვაში დღეს მალტის და ფარერების დონეზე ვითამაშეთ, წინ პირველ ტაიმში ასე თუ ისე რაღაცაც ვქმნიდით! მთლიანობაში ძალიან დაბალ დონეზე ვითამაშეთ და რომ მოენდომებინა ჰოლანდიას მინიმუმ კიდევ ერთი ამდენ გოლს გაგვიტანდა.
azri
06 ივნისი 2021 22:14
1
ამათ ღირსებას არა აქვთ, თამაში როცა არ შეგიძლია, აღარც უნდა გაეკვეხო რომც გამოგიძახონ. ბალეტში გამოდგებიან , რადგანაც ფიზმომზადება მინუსებში აქვთ
gio
06 ივნისი 2021 22:12
1
ფიზიკა ნული აქვს ყველას. უვარგისების გამოცდა კიდევ ამდენჯერ , არ გამიგია. ფეხბურთელს ვერ პოულობს ნორმალურს ეს კაცი და რა ქნას. საერთოდ ახალი გუნდია ასაწყობი, 90% შესაცვლელია..........
სტალინი
06 ივნისი 2021 22:09
2
საერთო ჯამში, ამხანაგურებიც მაგიტომ არის. ბევრმა კი ისედაც ვიცოდით, მარა ახლა ხომ აშკარაა, რომ მინიმუმ სამმა კაცმა გვარებს (არ დავწერ) ქუდი უნდა დაიხუროს და წავიდეს
domenti
06 ივნისი 2021 22:09
0
საქართველოს ნაკრებს არაფერი ეშველება, ვინც არ უნდა ჩაუდგეს სათავეში, სანამ ტოტალიზატორი იარსებებს!!!
1
06 ივნისი 2021 22:08
31
სამწუხაროდ ამ მომენტისთვის, მინიმუმ გვილია და ბუდუ ნაკრების ფეხბურთელები არ არიან. ვერ ვხვდები მეორე ტაიმი რატომ მიეცათ
მდაა
06 ივნისი 2021 22:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული