"საქართველომ ორი უდიდესი ტალანტის გარეშე ითამაშა..." - ნიდერლანდური პრესა სამწუხარო მარცხს გვახსენებს

AutoSharing Option
ნიდერლანდური გვერდი fcupdate ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ მონაკვეთს, სადაც ჩვენს ქვეყანაზე საუბრობენ:

"2020 წლის 12 ნოემბერი, დღე, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა. სკოპიეს ქუჩებში ხალხი წარმოუდგენლად დიდ დღესასწაულს ქმნიდა. ყველაფერი დაუჯერებელი იყო, ხალხი ერთმანეთს ეხუტებოდა და ბედნიერების ცრემლებს ყრიდა. ეს გამარჯვების სიხარული გახლდათ. მაკედონიიდან შორს, 2000 კილომეტრის დაშორებით, თბილისში, "წითელმა ლომებმა" ერთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებაში ადგილობრივი ნაკრები 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ძირითად ბადეში გავიდა. მეტიც, 13 ივნისს ავსტრიასთან პირველი შეხვედრაც გამართეს, თუმცა 1:3
დამარცხდნენ.

ჩრდილოეთ მაკედონიას ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ილუზიაც არ ჰქონია, თუმცა ახალმა ერთა ლიგამ ეს შანსი გააჩინა, პატარა საფეხბურთო ქვეყნებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. ფინალში ერთადერთი გოლი კაპიტანმა და "წითელი ლომების" ლეგენდამ, გორან პანდევმა გაიტანა:

"დაფიქსირებული ფრის გამო გადაწყდა, რომ შეხვედრა საქართველოში გაიმართებოდა, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, კოვიდსიტუაციის გამო ცარიელ მოედანზე ვითამაშეთ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასიხარულო იყო. გაიხედეთ უკან, პლეი-ოფის ეტაპი ბევრად წარმატებული იყო, გვაკლდნენ ფეხბურთელები, თუმცა, უნდა ითქვას, საქართველომ ორი უდიდესი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე ითამაშა. საქართველოსთან თამაშამდე და უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობისას, რა თქმა უნდა, დიდი დაძაბულობა იგრძნობოდა. არავის სურდა, რომ შეცდომა დაეშვა. თითქოს ზღაპარი იყო, პანდევმა 1 გოლი გაიტანა და ევროპის ჩემპიონატზეც გაგვიყვანა." - წერს ალექსანდრ ზლატესკი.







მკითხველის კომენტარები / 12 /
სავაეაუდოდ ეგ თამაში გაყიდული იყო
beqa
14 ივნისი 2021 20:50
25
ამ თამაშს რომ გაყიდი რა უნდა იყიდო?ეგეც გეცოდინება ბექა...
valderrama
15 ივნისი 2021 14:00
0
ბექა შენ ფასიც გეცოდინება და გვითხარი. ნუ დაგვიმალავ!
დავით 67
15 ივნისი 2021 12:48
0
ეგ იყო თამაში რომელიც ვერასდროს გასცემს კითხვებს პასუხს
ლაშა
14 ივნისი 2021 18:17
3
გული მტკივდება ამ თამაშის გახსენებისა
გიორგი
14 ივნისი 2021 17:39
1
იმ წაგებას კიდევ გაგახსენებთ. შურის ძიება მწარე იქნება თქვენთვის. ჩვენი დოოც მოვა, თან მალე
ემიგრანტი
14 ივნისი 2021 17:28
6
ის თამაში ნუდამ ბურუსით მოცუკი იქნება :( კვარაცხელიას ყველა ტესტმა რუსეთშიც და აეროპორტშიც უარყოფითი ანახა და თამაშის წინა დღეს დადებითი :( პლიუს კარგ ფორმაში მყოფი მეორე ფლანგიც შენგელია. მერე ვაისმა საოცრებები ატარა 92 წუთზე წაგებული გინდის მწვრთნელს დრო გაყავს ცვლილებებით საოცარი იყო პირდაპირ :(
ბოკინიო
14 ივნისი 2021 17:12
3
ის თამაში წააგო ვაისმა.აღარ ჩამოვთვლი რატომ
jordan beli
14 ივნისი 2021 16:18
6
არამარტო ვაისმა, კიდევ ბევრ კითხვებზეა პასუხი გასაცემი.
გაიოზი
15 ივნისი 2021 14:56
0
100%მართალი ხარ! მწვრთნელზეა დამოკიდებული ვინ ითამაშებს და ვაისის მოსამზადებელი იყო ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად.ბიჭები ფსიქოლოგიურად გადაიწვნენ. ვინც ფეხბურთელი იყო ის გაიგებს
ემიგრანტი
14 ივნისი 2021 19:03
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული