საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ახალი ფოტოპოსტი გამოაქვეყნა, რომლის კომენტარებშიც სახალისო დიალოგი შედგა...
თორნიკემ ხვიჩას ინგლისურად ჰკითხა: "ინგლისურ ენაზე საუბრობ?!".
სანამ კვარაცხელია უპასუხებდა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა "ოქრის" დაუწერა: "შენზე უკეთ"...
თორნიკეს რაღა ექნა? მწვრთნელი მწვრთნელია...
შეიძლება განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ძალიან კარგია, როცა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელებთან დადებითი და მხიარული ურთიერთობა აქვს...