პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 მარცხდება.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში
ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარაა, სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია, კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი, ქვილითაია

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი, რაშანი, მურიქი, კასტრატი

მკითხველის კომენტარები / 44 /
ახლა ჯერ არაფერს ვამბობ თუმცა კი საგინებლები ხართ, მაგრამ თუ წააგეთ მერე უკვე მოგიკითხავთ უახლოეს ადამიანებს
Giga
02 სექტემბერი 2021 21:09
0
კალაძე, კობიაშვილი, ხიზანიშვილი - უსირცხვილოები ხართ თქვენ
???
02 სექტემბერი 2021 22:09
0
ყაზაიშვილი და ქვილითაია მაგარი ზარალია ,რბილად რომ ვთქვა....
gurulo
02 სექტემბერი 2021 21:05
1
ეს კომენტატორებიც ნერვებს მიშლიან. გული მერევა მათ ლაპარაკზე
roma
02 სექტემბერი 2021 21:04
0
ეს მათხოვრები ძლიერ გუნდებთან უკეთესად იმიტომ თამაშობონ, რომ განა სამშობლო უყვართ, არამედ სარფიანად რომ გაიყიდონ
სსს
02 სექტემბერი 2021 21:00
0
მარტო წიტაიშვილი თამაშობს რა უნამუსო ნაკრებია
ელგუჯა
02 სექტემბერი 2021 20:56
1
ანტიფეხბურთი! სამწუხაროდ,კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის,რომ საქართველოს ნაკრები ერთი კაცის გუნდია!არ არის ხვიჩა?არ არის არც თამაში და მითუმეტეს არც გოლი!
ეს არის
02 სექტემბერი 2021 20:55
1
1 ტაიმი ითამაშა მხოლოდ წიტაიშვილმა და აზაროვმა. ენახათ გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი, ყველაფერში უცნაური ხალხი ვართ.
დათო
02 სექტემბერი 2021 20:54
2
წიტაიშვილზე გეთანხმები ,აზაროვი ,ჩაბრაძე ,ჯიღაური საერთოდ რა უნდა მაგათ ნაკრებში ???
დევკალიონი
02 სექტემბერი 2021 22:02
1
თქვე დალოცვილებო თუ უმაყურებლოთ ატარებდით შეხვედრას თბილისში ჩაგეტარებინათ ბარემ, წვიმის ალბათობა იქნებოდა ნაკლები
ალეკო
02 სექტემბერი 2021 20:53
1
მიწები ხართ
lukino
02 სექტემბერი 2021 20:52
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული