საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
გინესის რეკორდების წიგნში არის შესაყვანი საქართველოს ნაკრები, მთელი მსოფლიო ჩვენთან ცოცხლდება. პირველი მოგება, პირველი გოლი და ა.შ.
100%
02 სექტემბერი 2021 22:08
0
მახსოვს, ყაზახეთის ნაკრებმა ჩვენთან მოიპოვა პირველი ქულა
Z.LO
02 სექტემბერი 2021 22:18
3
კოსოვო:საქართველო ფეხბურთში კი არა ეს უკვე პოლიტიკა იყო კვარაცხელია არ ჩამოვიდა ვიცი რომ ტრავმა არ აქვს წინა დღეს ლობჟანიძემ ტრავმა მიიღო ათ წუთში კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო მაყურებელი არ დაუშვეს ხო შეიხლებოდა აცრილები მაინც მისულიყვნენ შემთხვევით ხო არ გახსენდებათ მაკედონიასთან თამაში
Lova
02 სექტემბერი 2021 22:28
4
ისე წერთ კვარაცხელიას გარეშეო, ვითომ კვარაცხელიასთან ერთად გადავხანით ყველაფერი:D
sul2
02 სექტემბერი 2021 22:05
24
აი ზუსტად შენნაირად რო ფიქრობს ბევრი მიტო ვართ ასე. გადახვნაზე უარესი იყო მაკედონიასთან შეცვლაზე გოლი და საბერძნეთთან სრული ფრუსტრაციის შემდეგ ისსევ კვარაცხელიას გოლი, მაშნ როცა არავინ ამას არ წარმოიდგენდა. ყველაზე მეტად ასეთი დაუფიქრებელი და უაზრო სრულიად უადგილო კომენტარები და აზრები მშლის ნერვებზე რაააა!!!!!
jigari
02 სექტემბერი 2021 22:20
16
როცა დინამო ფარერებთან შერცხვა ბევრი ჩისკოს აბრალებდა.ამ უკანასკნელმა დაგვარწმუნა რომ კარგი მწვრთნელია. ასე რომ პრობლემა ჩვენშია.
დიმა
02 სექტემბერი 2021 23:08
2
ზუსტად!!!!!ზუსტად!!!! ნეტა შენნაირად ბევრმა დავიწყოთ ფიქრი დიმა, ჯიგარ!
jigari
02 სექტემბერი 2021 23:17
1
მე მგონი ჩვენ კიდევ ერთ მწვრთნელს დაუსრულებთ კარიერას
jordan beli
02 სექტემბერი 2021 22:29
2
ნუ წაირეთ ბოლოს და ბოლოს ტვინი ამ კვარათი, იქნებ შემახსენოთ რომელი თამაში მოიგო ნაკრებმა მისი საარაკო თამაშით? შვედებთან, ესპანეთთან თუ ბერძნებთან? კვარას ტრამვა კი არა ფეხბურთი რომ სულ გააფარჩაკა დღემანდელი ფედერაციის საძმომ იმაზე რატომ არაფერს ამბობთ.
me
02 სექტემბერი 2021 22:20
20
ჯუღელი გამოდი, გიცანით.
jigari
02 სექტემბერი 2021 22:25
16
ნუ უშლით ძმებო ნერვებს,შევეგუოთ რო ჩვენ მარტო ბაქიბუქი ვიცით და ფეხბურთის გაგებაში არ ვართ,აგერ შეხედეთ გიბრალტარის გუნდი ჯგუფში შევიდა და ამ დროს რამდენი ქართული გუნდი წვალობს რამდენი ხანია.
ჯიჯი
02 სექტემბერი 2021 22:50
2
ჩაბრაძე რატოა ნაკრებში რატოოოოოოო !!!!????
მე
02 სექტემბერი 2021 22:05
1
იმიტომ,რომ სხვა უკეთესი არა გვყავს
სოსო
03 სექტემბერი 2021 11:37
0
წიტაიშვილი როგორ მოხვდა ჯერ ნაკრებში და შემდეგ შემადგენლობაში შეგახსენოთ? გამოძახებული არ იყო საერთოდ და შემდეგ დაამატეს შემადგენლობას ფანცულაიას ნაცვლად რომელმაც შეკრებაზე ტრამვა მიიღო. შემდეგ კი ლობჟანიძემ მიიღო ტრამვა ბოლო ვარჯიშზე და რადგან მარჯვენა შემტევი მხოლოდ წიტაიშვილი დარჩა დააყენეს ძირითად შემადგენლობაში! წარმოგიდგენიათ? გამოძახებულიც კი არ ყავდათ საერთოდ! და თავიდან მხოლოდ ერთი მარჯვენა შემტევი ლობჟანიძე ყავდათ ნაკრებში გამოძახებული! კვეკვესკირი რატომ არ გამოიძახეს ამოხსნის ვინმე? ქვილითაიამ სპორტის რა სახეობას თამაშობს თვითონ თუ იცის ნეტავი! კაი დავუშვათ და სანიოლი ვერ ხვდება ამეებს და ეშლება მაგრამ არ შეიძლება რომ დამხმარედ უთხრას? ან ვინმემ დალოცვილმა? გუნდის ექიმმა...მასაჟისტმა...ბოლო ბოლო ყარაულმა მაინც?
ქუთაისი
02 სექტემბერი 2021 23:04
1
ტრავმა ჰქვია მაგ სიტყვას,ტ რ ა ვ მ ა.ბოდიში
უკაცრავად
02 სექტემბერი 2021 23:24
3
რანაირად უნდა მოიგოს გუნდმა, რომლის შემ-ში 3 კაცი თამაშობს კლუბიდან, რომელიც კონფერენს ლიგაზე ვერ მოხვდა?! დაცვის ფლანგები სრული კატასტროფა იყო, წინ ვერაფერს აკეთებდნენ და უკან სულ მოშიშვლებული იყო ფლანგები, ეს რა ფეხბურთია ხალხო? ან ქვილითაია რით ვერ მოიშორა ტიპმა, აბურჯანია და ყაზაიშვილი უსუსტესი იყვნენ.
?
02 სექტემბერი 2021 23:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული