სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
კაკაბაძეს ტყუილად არ ათამაშებენ
შეტევაში ყველაზე კარგად ეგ ერთვება
:)
03 სექტემბერი 2021 12:24
1
ვინმე ტვინიანი ადამიანი არ ყავთ გუნდში
ესე სწორხაზოვნად უბანში ბავშვები აღარ თამაშობენ
სათამაშო ინტელექტი 0
გულით თამაში 0
გადაცემები 0
ფიზიკურ მომზადებას არაუშავს
დაცვაშიც ასე თუ ისე ვთამაშობთ.
მაგრამ თამაში თუ არ გინდა ნუ თამაშობ
ეგებ სხვა საქმე უკეთესად გამოგივიდეს
:)
03 სექტემბერი 2021 12:18
0
ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება ! ბიზნესია, ბიზნესი !
რატომ ბლოკავთ, ვინმე გავლანძღე ?!
მანჩო
03 სექტემბერი 2021 12:09
1
რატომ მოვიგეთ? - თუ მოვიგებთ როდესმე, ეს უნდა ვიკითხოთ, თორემ რატომ წავაგეთ არ გვიკვირს.
ლუკა
03 სექტემბერი 2021 11:35
0
რაც ფეხბრთის ყურება დავიწყე ყოველთვის ვფიქრობდიბ რატო არ დგანან ისეთ ადგილას რო გადმოგდებული ბურთი ავიღოთ ამას ვერ ისწავლი თუ მოედნის ხედვა არ გაქ, თითქმი 90% მეტოქისაა გადმოგდებული ბურთი, არასდროს არ ყოფილა თამაშის სქემა შეგვეცვალოს სულ ერთ ტემპში ვთამაშობთ, შეცვლები ხო სულ პრობლემაა ბოლო 15 წუთი თმაშს ვერ გაჩვენებს ფეხბურთელი რიტმში ვერ ჩაჯდება ესე უცბათ, და ის მაგარი ვიცით კარგად ვითამაშეთ და არ გაგვიმართლა ღმერთს არ უნდოდა მოგვეგოო, არ უმართლებს სუსტ გუნდს და გაჩუმდითბმაინც არ გამართლებაზე რო ლაპარაკობთ. თქვით როეს არის ჩვენი მაქსიმუმუ და მეტის ძალა აღარ შეგვწევს. შესარჩევი რო იწყება პირველი თამაშიდან უკვე მომავალ შესარჩევზე ვფიქრობთ, ეს ვითომ მოსამზადებელია, რა ვერ მოემზადეთ ზოგმა ფეხბურთელმა 4 და 5 შესარჩევი ითამაშა უკვე. საშველი არ არის ჩვენი ესაა სიმართლეეე
გიორგი
03 სექტემბერი 2021 11:19
0
ეს თამაში მწვრთნელმა წააგო და მწვრთნელმა მოიგო, ჩემდა უაღრესად სამწუხაროდ. ტაქტიკურად თუ ასე აშკარად აჯობებდა ვილის კოსოვოს მწვრთნელი, ამას ნაღდად არ ველოდი.
03 სექტემბერი 2021 11:05
0
რატომ წავაგეთ? იმიტომ რომ კოსოვო ფეხბურთს თამაშობდა!!!
ავთანდილ
03 სექტემბერი 2021 11:02
1
ძალიან გთხოვთ, გულშემატკივრების სახელით კითხეთ სანიოლს, მართლა ის არის მთავარი მწვრტთნელი თუ ხიზანიშვილი?
11
03 სექტემბერი 2021 10:59
0
იმათი ნებისმიერი მოგერიებული
ბურთი იყო თუ ჩაწოდებული ბურთი
თავისიანთან მიდიოდა თითქმის ასი
პროცენტით
ყველა იმათ ჩაწოდებულზე თავით
იმათმა თავდამსხმელმა ითმაშა
ჩვენს ვერც ერთ ჩაწოდებულზე ვერ
ითამაშა ჩვენიანმა
საერთოდ გადაღლილები ჩანდნენ
ან არ უნდოდათ თითქოს თამაში
მარტო წიტაიშვილმა იფაფხურა
აბსოლუტური მკვდარი იყო გუნდი
საგოლე დარტყმულს მამარდაშვილი
აუცილებლად მოიგერიებდა,
მაგრამ პირისპირ გასულებს რომ აუღო
ლორიამ მაგაზე ვერაფერს ვიტყვი.?
გუნდს სულის ჩადგმა ჭირდება
ამას მხოლოდ ქართველი თანაშემწე
მწვრთნელი უნდა აკეთებდეს.
გაშვებული გოლის მერე ასე ჩასვრა ,
მერამდენედ?
თენგო
03 სექტემბერი 2021 10:43
0
სამწუხაროდ მე მოედანზე გუნდი ვერ ვიხილე.
ჟორა გაბრიჭიძე
03 სექტემბერი 2021 10:24
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული