"თუ ჩაკვეტაძეა ფორმაში და გლეჯს ყველაფერს იგებს გუნდი, თუა ფორმაში კვარაცხელია ანგრევს და იტანს, თუ არ არის არცერთი..." - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეარხ "სილკ უნივერსალის" ეთერში საქართველოს ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

"მოვა ახალი მწვრთნელი ახალი იდეებით, გავიფაფხურებთ, ღირსეული წაგებები, ღირსეული ფრეები, გაგვიჩნდება იმედები, დავთვლით ქულებს, რომ აუტსაიდერს უნდა მოვუგოთ, მერე წავალთ და იმასთან ვაგებთ. დავარქმევთ "დიდგორობას", ისტორიის, საუკუნის, ღირსების მატჩს, ყველაფერს დავარქმევთ, რაც არის და იმ თამაშს ვერ მოვიგებთ.

ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ სამწუხაროდ გამოჩნდა ისე, რომ არ აქვს მნიშვნელობა მწვრთნელი ვინ არის, ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე სიჯიუტე. აი, იცი რა? ეს
ესე უნდა იყოს, მორჩა და სხვა აზრი არ არსებობს, რაც მთავარია, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება - ვაისი, ქეცბაია, ცხადაძე თუ სანიოლი? თუ ჩაკვეტაძეა ფორმაში და გლეჯს ყველაფერს, იგებს გუნდი, თუა ფორმაში კვარაცხელია, ანგრევს და იტანს, თუ არ არის არც ერთი ფორმაში, გუნდი არ არის მოედანზე... ვერც მცველი თამაშობს, ვერც ნახევარცმცველი და თავდამსხმელი. ამის გამო ცოტა დავითრგუნე, კი ბატონო, საბა ლობჟანიძის ტრავმა ძალიან საწყენი იყო, "კიტე" გავიდა მე-10 წუთზე და დაგვშალა, მაგრამ თუ არ არის ის, ვინც შეგყავს მათ ნაცვლად მზად და ასეთნაირად უნდა ითამაშოს, მაშინ არ უნდა შეიყვანო ეგ ხალხი. ერთადერთი ნათელი წერტილი რაც შთაბეჭდილება დამრჩა, წიტაიშვილი იყო.

კიდევ ვიტყვი - ვინმეს არ ეგონოს, რომ ლორიას წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მაკარიძე არ გამოვიძახეთ გადამწყვეტი მატჩებისთვისო, იმიტომ, რომ "ალმერია" პლეი-ოფს თამაშობს და იქნებ პრიმერაში გადავიდეს და მეკარე გვყავდეს იქო, მერე დავაყენოთო... თურმე, ეს მოლაპარაკება ჩვენს მწვრთნელს უწარმოებია, იმიტომ, რომ დავით მუჯირმა ეს გვითხრა. ეს არ იყო ფედერაციის პოზიცია, ეს მწვრთნელმა გადაწყვიტა, სჯობს ვაცადოთ და იქ გადავიდესო, რა უნდა ექნა რომ გადასულიყო? მერე ძირითადში დამდგარიყო პრიმერაში და მერე გამოვუძახებდით და ვათამაშებდით! ამ კაცმა ყველანაირი "ალმერიას" გარეშე ჯერ ევროთასებზე საოცრად ითამაშა, მერე "ვალენსიაში" წავიდა და საქართველოს ნაკრების კი არა ნიდერლანდების მეკარე სკამზე დასვა, გოლს არ უშვებს, ტურის საუკეთესო მეკარე გახდა. გავიგე, ლორია ძალიან მიყვარს, ჩემს ხელშია მისი კარიერა განვითარებული, როგორ ვიტყვი, რომ ცუდია, მაგრამ სად "ანორთოსისის" მეკარე და იქამდე კიდევ რაღაც გუნდები და სად "ვალენსიასი", პრიმერა დივიზიონში 3 მატჩი ჩაატარა. ახლა ასეთ კითხვას ვსვავ, რა უნდა გააკეთოს ქართველმა მეკარემ (გავანებოთ მამარდაშვილს თავი, ვინმემ), რომ საქართველოს ნაკრების კარში დააყენონ? "რეალში" უნდა ჩადგეს და 34 ტური უნდა ითამაშოს? კი, ლორიამ კარგად ითამაშა, პირისპირ ბურთი აიღო, ამაზე არაა საუბარი, აქ საუბარი იმაზეა, რომ ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელს ძირშივე სტიმული არ უნდა მოუკლა, რომ არ იფიქროს, რაღაცას მივაღწიე და მერე რამოხდა? "ლოკომოტივში" რომ დარჩენილიყო ან სადმე სხვაგან წასულიყო, ნაკრებში 3 კაცში ხომ მაინც გამოიძახებდნენ?

მერე გამოვა ვიღაც და იტყვის, მწვრთნელის ასარჩევიაო? ვიცი, მე ხომ არ მივდივარ და ვურჩევ, ხომ არ გადავუშალე გვარები და სხვები ხომ არ ჩავუწერე? შეფასება ხომ ჩვენი საქმეა? აბა, რა არის ჩვენი საქმე? მარტო ბურთი აქვს კიტეიშვილს, გადააწოდა ლობჟანიძეს, მერე უკან დაუბრუნა კაშიას და ხოჭოლავას? ესაა ჩვენი საქმე? ისევე როგორც გულშემატკივარს აქვს თავისი აზრი, ასევე გვაქვს ჩვენც. ვიღაც იტყვის, შენგელია რატომ არ გამოიძახაო, ვიღაც იტყვის ოქრიაშვილი სად არისო, ზოგი გაიხსენებს ყველას, ვიღაც იტყვის ჩაკვეტაძეს რატომ მისცა 10 წუთიო, მიეცა 30-იო. ვერ მოასწრო იმან, მე მაგალითად, ვერ გავიგე ფორმაში არაა თუ დრო არ ეყო? იმ 10 წუთში შეიძლება ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, რანაირად გინდა მოესწრო ამდენი ხნის უთამაშებელია.

დაცვამ ვერ ითამაშა, 20-მეტრიანი ფორებით ასეთი პირისპირ გასვლები არ ხდება, აიღო იქ ლორიამ, მადლობა, კიდევ ერთხელ ვამბობ ლორიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ მაინტერესებს ვიღაც, რომ გადავიდეს სადმე, პრიმერაში არა, მაგალითად, "იუვენტუსის" კარში დადგა, რა უნდა ვუთხრათ, მერე რა იცი, აქ ლორია არის? ეგრე ყველა ნაკრებში ვიღაც მეკარე დგას, სანამ სხვას არ დააყენებ, ვერ ხვდები რომ უკეთესია. თან ახლა ესპანეთთან გვაქვს თამაში, როგორ გითხრათ, "კოჭი რომ გაუგოროთ", პრიმერაში კიდევ რომ აუწიო ავტორიტეტი, უნდა დააყენო, იქნებ მაგრად ითამაშოს, იტყვიან, რა სილესენი, მოაშორეთ საერთოდ აქედანო.

კვიპროსის ჩემპიონატის ფეხბურთელები ესე იგი უალტერნატივოები არიან? ახლა კანკავა და კაშია ქართული ფეხბურთის ეპოქაა, კანკავას საერთოდ 17 წლიდან ვიცნობ, ჯერ თბილისის "დინამომ" არ იცოდა, მე რომ ვიცოდი. ტრაბახია? რატომ არ უნდა ვიტრაბახო? სხვა არ იტრაბახებდა? მე მივიყვანე "დინამოში", გასინჯეთ კარგი ბიჭია-თქო, ახლანდელმა სპორტული ჟურნალისტიკის პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა მითხრა, რომ ჩემი მეზობელია და არანორმალურად კარგი ბიჭიაო, გეთქმის იქ სიტყვაო? მივიყვანე, თემურ უგრეხელიძეს ვუთხარი, მახსოვს, გასინჯეს და გეგუჩაძე იყო მაშინ მეორე გუნდის მწვრთნელი, მოეწონა და დატოვა. კი არ ვუკარგავ იმ კაცს, მოეწონა და დატოვა, ეგრევე 18 წლის რომ გახდა, ძირითადში ჩასვა და იმ წელს შევედით ჯგუფშიც... მე ვიცი რა იყო მისი პრობლემები, "ალანიაში" წასვლა უნდოდა, ახლობლური ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ ხომ სლოვაკეთის ჩემპიონატში თამაშობენ არა, ხომ არ თამაშობენ სადმე სხვაგან? რადგან თამაშობენ, ესეც ეძახის, ეგრე რამდენი გვყავს, გამოვუძახოთ ვიღაცა სხვებსაც...

ნაკრები არ არის კლუბი, კლუბში შეიძლება იდგეს მეკარე ან მცველი, კარგად თამაშობდეს, სტაბილური იყოს, ვიღაც შეიძლება ვარჯიშზე უკეთესი იყოს, ეგ სხვა მიდგომაა, მაგრამ ნაკრები ისაა, რომ კონკრეტულად იმ დღისთვის ვინაა მზად, იქ არ აქვს მნიშვნელობა 40 წლისაა, 15-ის თუ 100 გოლი აქვს ნაკრებში გატანილი. დღეს ფორმაში არაა კვარაცხელია? მაშინ ლობჟანიძე უნდა დააყენო. ოქრიაშვილს ახლა არ გამოუძახე და გაიხედე და ხვალ მაგარ ფორმაშია? გამოიძახე და დააყენე ძირითადში. იმ მატჩზე, იმ 3 დღისთვის ვინცაა უკეთესი - ეგაა ნაკრების პრინციპი, ჩვენ ასე ვიცით. შემდეგ შეკრებაზე შეიძლება ის არ იყოს ფორმაში და საერთოდ არ გამოუძახო, არც პასპორტი მაინტერესებს და არც 3 დღის ამბავი, შენ არ ყიდულობ ფეხბურთელს, რომ თქვა 40 წლის ფეხბურთელს არ გამოვიძახებო, პირიქით, კაშია უთამაშებელი ჩავიდა "ლოკომოტივში", მაგრამ წინა თამაშები რა კარგი ჰქონდა?! იმიტომ, რომ ითამაშა, შეხედეს, მოეწონათ.

ახლა ჩაბრაძეს და სხვა ახალგაზრდა ბიჭებს, მაგალითად, აზაროვს ვერ მოვთხოვთ, რომ ყველა თამაშში 19 წლის ბიჭმა სასწაული მოახდინოს, არ არის მასე მარტივი, ამიტომ კონკრეტულად ზოგ ფეხბურთელთან პრეტენზიები არ არის, ვისაც მეტი არ შეუძლია. რას ვიზამთ, დანარჩენები როტაციით შეიძლება ვიღაცების შემოყვანა და სხვანაირი თამაშიც. ვერ შევუტიეთ კოსოვოს, ვერა... იმათ ერთი კასტრატი ჰყავდათ, მხოლოდ ერთი... სპორტული თვალსაზრისით ის გვაკლია, რასაც "კასტრაციის" დროს აჭრიან... კუპერიც ამას ამბობდა, რომ რაგბისტებს აქვთო და ჩვენ არაო... სპორტული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სამედიცინო თვალსაზრისით არ ვამბობ.

მოკლედ, გული კიდევ ერთხელ გვეტკინა, ამ წაგებით ყველაფერი წყალში ჩაიყარა, მოგებით კიდევ რაღაცას ვანგარიშობდით, შვედეთს სახლში მოვუგებთ, ბერძნებსაც და გავალთ, ახლა მორჩა... შემდეგი ეტაპისთვის მზადებას დავიწყებთ, ისა, ესა... იმ წრეზე წავედით, რაზედაც მუდამ... ჩემს თავზე ვბრაზდები, რადგან ეს იმედი მაქვს, აბა რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო თუ ამის იმედი არ მექნება... საქმე ვის უნდა გავუფუჭოთ? ყველა დამწყები ქვეყნის სპორტულ ისტორიაში ვართ შესული, ყველა დიდი გამარჯვება, პირველი მოგება, პირველი სტუმრად გამარჯვება და ა.შ. ჩვენი ისტორია ვერ დავწერეთ, თორემ სხვებისას წარამარა ვწერთ...".





მკითხველის კომენტარები / 62 /
რაო, რაო? ასე ვფიქრობდიო? ჯერ ამას მოვუგებთ მერე ბერძნებს და შვედებსო? ახლა უნდა ახლიდან, შემდეგი ციკლისთვის დავიწყოთ მზადებაო? რა კარგად ცოდნია ქართული ფეხბურთი. ამას ოპტიმიზმი არ ქვია, ამას ალბათ ფანატიზმიც არ ქვია. სამი თამაშიდან ერთი ქულა გაქვს და ყატარზე ფიქრობდა. შენ ძმაო უბედნიერესი კაცი ყოფილხარ. მშურს შენი. მე საცოდავი მეოთხე ადგილზე ვოცნებობდი. ისე მეწყინა ორი დღეა სიტყვა არ დამიწერია, ხმა არ ამომიღია. და ყატარზე რომ მეფიქრა უეჭველი ინფარქტი გამაგორებდა. კიდე კარგი გადარჩი, ჩემი თხოვნა იქნება ჯანმრთელობას და ოჯახს მიხედო, ამ ნაკრებისგან "სალამურიც" არ გამოვა.
ჰაჰა
04 სექტემბერი 2021 16:05
1
კარგი რა. თამაშის ყურების გამო გავიხუმრე და გაცრუებული მოლოდინების გამო?
ჰაჰა
04 სექტემბერი 2021 20:26
0
კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო, ყურადღებით წაიკითხე რასაც კითხულობ და ასე აღარ გააქილიკებდი. შენც ხომ უყურე თამაშს, იმედი გქონდა და უყურე, მერე გამოდიხარ და იგივეზე სხვას დასცინი.....
გელა67
04 სექტემბერი 2021 17:41
4
ჩვენი იმედები რამ გააჩინა ხალხო დაგავიწყდათ? აქეთ კვარა, იქით ჩაკვე, წინ მიქაუტაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ამათ უნდა მოიგონ თამაში, რომელი იყო აქედან მოედანზე? არცერთი! ვინ უნდა მოიგოს თამაში? თუ ესენი მოედანზე ერთად არ იქნებიან, არაფერი არ იქნება. მამარდაშვილი დამავიწყდა, რაღაც მგონია, რომ იმ ბურთს აიღებდა, იმ მხარეს ეგ პრაქტიკულად გოლს არ უშვებს.
04 სექტემბერი 2021 23:14
1
მერედა ვერ ხვდები რომ მაგათი კუნთ ძვლოვანი სისტემა არაა აწყობილი დიდი ფეხბურთის სათამაშოდ და ძალაა.
hhh
05 სექტემბერი 2021 20:36
0
ბატონო ლევან, ალილულიასავით ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი და ალბათ არასწორი იქნება ჩემგან , რომ არ დაგეთანხმოთ.

მახსოვს თემურ ქეცბაიას რას უშვრებოდით სტუდიაში ჟურნალისტები, როცა ის ნაკრების მწვრთნელი იყო.
ადამიანს ლამის თვალებს სთხრიდით და მინდა გითხრათ აფსოლიტურად სწორად იქცეოდით , მაგრამ ერთი რამ დაგავიწყდათ, ასეთი მიდგომა ყველა მწვრთნელთან უნდა გქონოდათ და არა მხოლოდ ქეცბაიასთან მიმართებაში.

იქნებ ასეთ დამოკიდებულებას , დღეს უკეთესი შედეგი გამოეღო ჩვენი ნაკრებისთვის და როცა მწვრთნელს და ფეხბურთელს ეცოდინებოდა რომ მათ გამადიდებლით აკვირდებიან, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ეროვნული ნაკრების თითოეულ მატჩს.
ფეხბურთი
04 სექტემბერი 2021 15:18
2
ფეხბურთელებზე ან კარგი უნდა ვთქვათ ან არაფერი თუ რა პრინციპით ვმოქმედებთ? ქეცბას დროს ქეცბას რომ ასხამდით, ისეთ დახმებს ვერ ვხედავ რაღაც, გარდა ამისა, უნდა გადავაბიჯოთ იმ საკითხს, რომ ჟურნალისტებისგან არ ისმის ფეხბურთელების კრიტიკა. ზუსტად ფეხბურთელია გასაკრიტიკებელი, შედეგი მათ უნდა დადონ. რას ქვია მეტი არ შეუძლიათო, მაშინ ქეცბას დროსაც არ შეეძლოთ მეტი, რატომღა ცდილობდით მის შევიწროვებას და შედეგების მოთხოვნას?
ესაისა
04 სექტემბერი 2021 14:19
4
მოდით სალუქვაძეზედ ვთქვათ,ჯერ ქეცბაიას კრიტიკას მიუძღვნა თავი და მერე გამოჩნდა რო ქეცბაია არაფერ შუაში იყო. იყო დრო როცა კობიაშვილს პირდაპირ ეთერში კინაღამ კასტრაციას რო უტარებენ ხოლმე იმ ადგილას დაუწყო კოცვნა. სამედიცინო ენაზე არ ვამბობ,მლიქვნელობის აღნიშვნა მინდოდა. ამ კაცმა ჟურნალისტობაც არ იცის,თორე ფეხბურთი რო არ იცოდეს არცაა გასაკვირი. მიყავს რეპორტაჟი და მემამტიანე ქართლისა არის ჩვეულებრივი.1/8 ფინალი მიყავდა ლიგის და 81 წლის დინამოზე საუბრობდა.

ეხლა ჟურნალისტები სანიოლის და ფეხბურთელების კრიტიკას რო მიჰყვეს ხელი,თავის ჯამში ჩავარდნილ დიდ თმას ვერ ამჩნევენ. წაყვანილი რეპორტაჟი პირველ არხზე.ჯერ ჰიმნი გაუშვეს პირდაპირ ეთერში და მერე კოსოვოდ მოიხსენებდნენ. ჩვენ,ქართველები კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ და ის არის სერბეთის ნაწილი,მათი დიდი ასოთი ჩაწერე(ინგლისურში ქვეყნები ასე აღინიშნება) არ შეიძლება და არც მათი ჰიმნის ქვეყნის მაშტაბით გაჟღერება. ადგება და სერბეთიც ითამაშებს აფხაზეთთან,ჰიმნსაც მოუსმენს და მერე მიხვდებით რას ვაშავებთ. უთავმოყვარეობა არის და ქვეყნის ინტერესის დაკიდება.

კონკრეტულად თამაშზე,ფეხბურთი არის გუნდური სპორტი და იქ შეტევაც გუნდური უნდა იყო,დაცვაც და გამარჯვებისკენ სწრაფვა. გუნდში მოვიწვიეთ სანიოლი და ფულს ვუხდით,ხოლო შემადგენლობას სალუქვაძე აყენებს. მწვრთნელს მიაჩნია რო პირველი მეკარე არის ლორია და მორჩა. არ მოგწონთ მისი მიდგომა,მაშინ გაუწყვიტეთ კონტრაქტი და გაუშვით. წავაგეთ და მერე რა მოხდა მაგით,ვინც უკეთესად იყო მომზადებული იმან მოიგო,შეიძლება იმათმა მწვრთნელმაც აჯობა სანიოლის. არიქა ახალ სტადიონზე ვითამაშებთო და რო გაუშვით ბათუმში,რა ეს ფაქტორი არ გგონიათ? პირველად ითამაშეს იმ სტადიონზე ბიჭების უმეტესობამ,როგორც სერბეთის გუბერნიამ. რაში გამოიხატება მასპინძლის უპირატესობა,ნაცნობი სტადიონი,გულშემატკივარი და რომელი ქონდა ჩვენს ნაკრებს? ფაქტიურად გასვლაზე ვათამაშეთ ნაკრები და ისევ სხვა რამეზე აპელირებთ. გულშემატკივარი არ დავუშვით და ფეხბურთელს კითხეთ რამე? მაკედონიასთან სტუმრად ვათამაშეთ გუნდი. ორი აცრა მოვასწარი სექტემბრამდე და მინდოდა წასვლა თამაშზე,ჯერ ბათუმში გადაიტანეს და მერე იქაც არ დაგვიშვეს.

მე ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით,მთლიანი გუნდით და სანიოლისაც მხარდაჭერას ვუცხადებ როგორც რიგითი გულშემატკივარი.
ცოტა ფეხბურთის არსსაც ჩავწვდეთ
04 სექტემბერი 2021 19:10
9
მეც ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით, განსაკუთრებით, ქვილითაია-აბურჯანია-ყაზაიშვილით.... ჩვენი მწვრთნელითაც ვამაყობ და განსაკუთრებით კი ფედერაციით... ვერ ვამაყობ მხოლოდ საკუთარი თავით და დანარჩენი რიგითი გულშემატკივრით - რა უჯიგრო და უნიათო ხალხი ვართ, რატომ არ მივედით სტადიონზე საქომაგოდ?!....
ვოოტ
04 სექტემბერი 2021 20:29
6
რა არაფერ შუაში იყო ქეცბაია? ყველას და ყველაფერს რომ აკრიტიკებდა და ქართული ფეხბურთის წარუმატებლობას ჟურნალისტებში რომ ხედავდა, ამაში იყო მართალი? ფეხბურთის ფედერაციას დომენტის თავკაცობით რომ საყვედურსაც არ კადრებდა, ამაში? კარგი რა, მართლა...
!!!
04 სექტემბერი 2021 20:32
11
ყველა გამოხმაურება
ეს უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტიც და ნაკრების მწვრთნელიც. კაცი იფიქრებს, ამის მეტი არავის ესმის ფეხბურთი. დალოცვილო, ფეხბურთში ჩახედული ხარ ამდენი ხანია და რა მოლოდინი უნდა გქონდეს, როცა ფეხბურთის თამაში არ ვიცით? ჩაბრაძეს მუქირი რომ აჯობებდა, მაგას რად უნდა დიდი მსჯელობა? გუნდი ფიზიკურად უსუსტესია და 1 კაცზეა დამოკიდებული, როგორ შეიძლება ენა მოგიბრუნდეს, როცა ალალად გვაჯობეს ყველაფერში? მამარდაშვილიო, რომ იძახი, 2 თამაში იდგა და გგონია იმ ბურთებს აიღებდა, რაც ლორიამ აიღო??? ზედმეტი მოლოდინია ზუსტად გულს რომ უკლავს ყველას. ჯობია სიტუაციას რეალურად შევხედოთ და ფუჭი მოლოდინებისგან შორს ვიყოთ. რა დონეზეც ვართ, ის შედეგი გვაქვს ზუსტად
????
04 სექტემბერი 2021 15:16
6
საბოლოოდ დაერხა ქართულ ფეხბურთს. ფედერაცია ნული, ფეხბურთელები ნული, ღირსება მინუს უსასრულობა. მთავარია ყველა ფულს აკეთებს ხალხი კი გადაირია ნერვიულობით. მალე გაიქცევა სანიოლიც................
სტალინი
04 სექტემბერი 2021 16:35
2
ქართულ ფეხბურთს დიდი ხანია დარხეული აქვს
giorgi 3
04 სექტემბერი 2021 17:14
2
ლევან მეგობარო ორჯერ წამოხვედი დინამოდან.რატომ? იქნებ რაც იქ ხდებოდა არ მოგწონდა? მუდმივად ექსპერტივით საუბრობ და ის რაც დინამოში არ მოგწონდა იქნებ ერთერთი მთავარი მიზეზია დღევანდელი წარუმატებლობის?
დათო
04 სექტემბერი 2021 22:33
1
მონების ქვეყანა ყოველთვის წააგებს თავისუფლების მოყვარული ხალხის ნაკრებთან..........გაუმარჯოს კოსოვოს და თავისუფლებას
ტრეი
05 სექტემბერი 2021 10:28
12
კარგი გავიგეთ რომ პროვოკატორობ, მაგრამ მთლად გაუნათლებელიც ნუ გამოჩნდები შენი კომენტარების მომწონებლებიანად, 1000 ერთი განათლებული კოსოვოელი ალბანელი ან გოიმ ენვერ ხოჯას დაშინებული თვით ალბანეთი თავისუფლების სიმბოლოდ არ გამოდგება, ასეა ასე შენც მაგ დონის წიგნიერი ხარ :)
ნიკო
05 სექტემბერი 2021 18:32
0
ეს არ იყო საფრანგეთში რომ წავაგეთ იმ საფრანგეთთან ქეცბაიას რო ლანძღავდა?
Გიო
05 სექტემბერი 2021 02:55
10
კი ეგ იყო ძმა .არც მოიბოდიშა ქეცბას გული რო ატკინა და არც სვინდისი აწუხებს.ისე ამან დოღის გარდა არაფერი არ იცის
თემო
06 სექტემბერი 2021 01:42
0

სიახლეები პოპულარული