მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
Chemi domenti momenatra. Davit taragamadze amatze kargad itamashebda.
Giorgi kakaladze
06 სექტემბერი 2021 01:57
2
ქართული ფეხბურთი სამწუხაროდ დიდი ხანია გარდაიცვალა. მიცვალებულის რეამინაცია გამორიცხულია. ახლიდან უნდა დაიბადოს გაიზარდოს განვითარდეს და შედეგებიც მოვა. საქართველოში ფეხბურთის განვითარების პროგრამა ვერ მუშაობს ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული ხმარდება (ეგ/წ ) კლუბების შესანახად სადაც შედეგები არის ნული. ფული უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში მწვრთნელთა მომზადებაში და მასობრიობაში სადაც ყველა ბავშს ექნება შესაძლებლობა რომ ფეხბურთის თამაში ისწავლოს და ითამაშოს. ისლანდიის მაგალითს გადახედეთ როგორ შეძლეს მათ.
jorj
06 სექტემბერი 2021 09:01
0
სანიოლი უნდა დარჩეს.ამათმა დანიასთან 2 წლის წინ, ვაისის დროს წააგეს 5-1 „ოპტიმალური შემადგენლობით“ :) ასე რომ მწვრთნელში პრობლემა არ არის, უნდა ვაცადოთ ვილის, დასაკარგი არაფერი აღარ გვაქვს.
პროფესორ
06 სექტემბერი 2021 08:52
8
იმედია კარგ დასკვნებს გამოიტანს მწვრთნელი და ბულგარეთთან უკეთ ვითამაშებთ. ისე ამდენი ლიდერის დანაკლისიც რა უბედურებაა. ფაქტიურად მეორე შემადგენლიბით ვეთამაშეთ ესპანეთს. წიტაიშვილზე რა განცხადებას გააკეთებს სანიოლი საინტერესოა
შოთა
06 სექტემბერი 2021 01:46
7
უკვე ჩამოყალიბებული დაცვის ხაზის დაშლა იყო ძალიან დიდი შეცდომა! კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, კვირკველია (ვიცი ახლა რომ არ შეუძლია), ტაბიძე, ნავალოვსკი (ახლაც ჯობს გიორბელიძეს).
aburjga
06 სექტემბერი 2021 10:29
6
ეს ლოჩოშვილი თუ რაღაც რაშუაში იყო? ვისი ვინაა?
რატი
06 სექტემბერი 2021 11:45
5
კოსოვო რუკაზეა ჯუჯა. მაგრამ ამათმა მოედანზე გამოუყვანეს ნამდვილი ჯუჯები 15 წლამდელების გუნდი. და მოიგეს კიდევაც "გამარჯვებულმა ერმა" მექსიკელების დონეზე რო ჩამოიყვანეთ ქართული ფეხბურთი
Viva la Mexico pappi
06 სექტემბერი 2021 10:21
3
ბიჯო,მექსიკის დონეზე გვათამაშა და ვინ ოხერი ამოიღებს ხმას?!
სოსო
06 სექტემბერი 2021 15:35
0
ებიჯო და კიდე ვერ გაიგეთ რაშია საქმე. ვერაფრით ვერ გიშველის ეგ მექსიკელების დონე (იმის მიუხედავად რომ ნაკაჩავები და სხარტები არიან) როცა მეტოქე ტანით 2ჯერ დიდია შენზე, საწვალებელია ყველა ვარიანტში გინდა არ გინდა იჩაგრები. არ შეიძლება ერთდროულად ამდენი 15 წლის ბავშვი, და ზუსტად ეგ გააკეთეს კოსოვოსთან საჩუქრად მიართვეს მექსიკური ტორტი
Mexico
06 სექტემბერი 2021 17:29
2
მე ესე ვიტყვი მაგარი უცნაური ხალხი მოდის მწვრთნელად.ესეც აზრზე არ არის და რაღაც ბანდა გამოყავს ყველას მოედანზე რომლებსაც ფეხბურთელებს ნაკლებათ თუ ვინმე დავარქმევთ.ყველა ერთად არ უნდა მოვხარშოთ რათქმაუნდა.საწყალ ლორიას კანკავას და კიდევ ერთეულებს რას ვერჩით.დანარჩენია კატასტროფა თუა.სხვისი არ ვიცი მარა მე უთამაშებელი ჩაკვე მირჩევნია კვეკვესკირი აბურჯანიას ზარიას და ბევრს.ოაკაბაძე უკლუბოდ რომ იყოს მირჩევნია ჩაბრაძეს რომელიც ვერც ართმევს ვერც უტევს ვერც აწვდის ვერც სისწრაფეში კანონის საერთოდ დადებითი რა აქვს ვერ მივხვდი.ასე ვერ ვხვდებოდი გვილია საერთოდ რატომ იყო ნაკრებში.სადაა ლობჟანიძე დაცვაში საბა შეტევაში.რა ხდება ვინ არჩევს ამ ხალხს და რა ლოგიკით.დადებითი არის ხოჭოლავა პოზიციას იშვიათად კარგავს ჯაბა მეომარია და ეგეთი გულიანი რომ იყოს ყველა რაღა გვიჭირს ჯაბამ სულ რომ ყველაფერი ჩააგდოს მაინც ცუდს ვერ ვიტყვი სულს დებს ყველა თამაშში დავითაშვილი მომეწონა მცველზე მიდის თამამად და ეს გამბედაობა უნდა დაუფასოთ უკან არ ტრიალდება საშინლად და არაფრის მომცემად.კარგია მიქაუტაძე მეტი დრო მივცეთ სულ ძირითადში უნდა გვყავდეს ეგეთი ფორვარდი სხვა უბრალოდ არ გვყავს.კაცს ატყუებს არტყავს პოზიციას არჩევს ტანს იგებს.უბრალოდ ალტერნატივა არ ყავს კარგი ბიჭია და მოიმატებს დარწმუნებული ვარ.კლუბი შეიცვალოს გერმანია ბელგია ჰოლანდია ზედგამოჭრილია ბევრს გაიტანს და მოუხდება ამ ჩემპიონატებს
ირაკლი
07 სექტემბერი 2021 13:33
0
Kavkasiahi kvelaze banzi nakrebi da championship gvakvs. Amden fuls vtenit Amat da samarcxvinoze meti samarcxvinoebi arian. Kvaracxeliaze erti ambavi ate es titles itacebda kvelaze magari klubebi da saertod aravin Ikeda. Araferi magatgan sabolood ar gamodis. Marto fulis keyboard tkveni sakme? Ujigroebi xart. Kvelas gkidiat tkveni kvekana. Es fexburtis federacia vegar gazga. Feris gore's xart
Zaza
09 სექტემბერი 2021 14:09
1
ვაკომ რაც გააკეთა ცარიელ კარში უნდა გაიტანო
Me
06 სექტემბერი 2021 22:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული