საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები
მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“
ბულგარეთი-საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

altმამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 115 /
დროებით შეწყდეს ეროვნული ნაკრების დაფინანსება(დროებით გაუქმდე) და მთელი გამონთავისუფლებული თანხების აკუმლირება მოხდეს ბავშთა ფეხბურთის სრულ განახლებაზე, ფაქტიურად ყველაფრის 0-იდან აწყობაზე.... სირცხვილია... ახალ თაობას არამც თუ აღარ უყვარს-არამედ ეზიზღება და სცხვენია ჩვენი ნაკრების და ფეხბურთელების მაგიერ....
koki
15 სექტემბერი 2021 09:30
0
ჩემი აზრით, სანიოლს უნდა აცალონ, დრო სჭირდება
ბენიამინიძე
11 სექტემბერი 2021 15:41
1
კიდევ კარგი ჩვენთან ფეხბურთის განვითარების პროგრამა მუშაობს წარმატებით, თორემ ალბათ ამაზე ორჯერ დიდი სხვაობით წავაგებდით.
სფფ-ს მადლიერი
09 სექტემბერი 2021 13:29
1
ფეხბურთი რომ ითამაშო ფეხბურთი უნდა იცოდე,გქონდეს სათანადო ტექნიკა,ფიზიკური მომზადება,სამშობლოს სიყვარული,თავდადების უნარი და სურვილი.
სულ ესაა
09 სექტემბერი 2021 12:32
1
ფეხბურთელებზე აპელირებას შეეშვით ნაკრებში მწვრთნელია მთავარი მწვრთნელია ყცელაფერი!!!!!!!! 5 დებიუტანტს რომ შეყრი ეროვნული ლიგიდან + უთამაშებლებს და ოფიციალურ დაუნებს დანარჩენებს მარტო 1 კაცი როა ნაკრების ძირითადი ბირთვის წევრი ეს არის სპეციალურად წაგებული თამაში მწვრთნელზეა პასუხისმგებლობა 100%!!!!!!!!!
Amovida yelshi
09 სექტემბერი 2021 21:34
4
მაგრამ თუ ფეხბურთი არ იცი ყველა სხვა დანაჩენი თვისება აზრს კარგავს. ამაშია საქმე როგორ ვითამაშოთ ფეხბურთი, როცა ეროვნული ჩემპიონატში შეუძლებელია მაღალი დონის ფეხბურთელი გაიზარდოს. თუ გაიზრდება ვთქვათ ერთი, მაგრამ თერთმეტ ღირსეულს ვერ გაზრდი, სხვადასხვა მიზეზის გამო.
გია
09 სექტემბერი 2021 12:52
0
კრიტიკა ბევრი წავიკითხე და მოვისმინე, მაგრამ გამოსავალი არა. კარგი ვთქვათ შევცვალეთ მწვრთნელი და ფედერაციის ხელმძღვანელები. მერე რას ვაკეთებთ ესაა საინტერესო. აი მერე რას ვაკეთებთ ეს არ ვიცით.
გია
09 სექტემბერი 2021 12:11
5
ჩვენ კი არ უნდა გავაკეთოთ ვისითაც ესენი შეიცვლებიან იმათ უნდა გააკეთონ..
გრიშა
09 სექტემბერი 2021 12:56
0
რაც ქვეყანაა, ნაკრებიც ის არის.
555555
09 სექტემბერი 2021 11:30
0
ბოლო თამაშებმა გვაჩვენა რომ გუნდი ვერ შედგა, გუნდი არ გვყავს არ შეიკრა. რაც ვაისმა მოახერხა ეხლა გამქრალია.
იმედია ახალი მწვთნელია და ძიებაშია. იპოვნის ოპტიმალურ შემადგენლობას და გუნდს დააყენებს.
ისე ბევრი ძიებაც არ დაჭირდება სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გვყავს 3-4 ისეთი ფეხბურთელი თუ ოთხივემ ერთად არ თამაშობენ ანდორის და სანმარინოს დონეზე ქვემოთ ეცემა ჩვენი ნაკრები. კონკურენცია არ არის.
ქომაგი
09 სექტემბერი 2021 11:07
0
აქ არი ადგილი სადაც უნდა თქვა. რაო მეკარემ რატო არ დავდივარო?
მე
09 სექტემბერი 2021 10:46
1
2:57 ზე გადაახვიეთ და დაუშვილის პასი ნახეთ. თუნდაც ამ ერთი პასის გამო მე სამუდამოდ მოვკვეთდი ნაკრებიდან. მართლა ძალიან მაინტერესებს ვინ ურჩევს სანიოლის ასეთი ნაფტალინიანი ფეხბურთელების მზის შუქზე გამოყვანას.
უნიჭოა რა და შ...
09 სექტემბერი 2021 10:45
0
კომენტატორმა – კარგია, რომ დავარღვიეთ ეს მშრალი სერიაო :)
:))
09 სექტემბერი 2021 10:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული