მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ცუდი გამოსვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ფეხბურთელები ოქტომბრამდე კლუბებს დაუბრუნდებიან.

ბულგარეთში სტუმრობა ჩვენთვის წარმატებული ნაკლებად ყოფილა (ამ ქვეყნის ნაკრებთან ორჯერ 2:6 დავმარცხდით), თუმცა "ჯვაროსნებმა" და ვილი სანიოლმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა რეაბილიტაცია შეძლონ და შესარჩევი ეტაპის დარჩენილ მატჩებს უკეთესი განწყობით შეხვდნენ.

ესპანეთთან დაპირისპირებაში ფრანგი მთავარი მწვრთნელი ისეთ შემადგენლობას დაეყრდნო, რომ დღევანდელი სასტარტო 11-ეულის პროგნოზირება ურთულესი იქნება. თუმცა უკანასკნელი მატჩების, სანიოლის განცხადებებისა და გარკვეული დაკვირვებით შემადგენლობაზე მსჯელობა მაინც შესაძლებელია.

Sportall.Ge

გიორგი მამარდაშვილი - გიორგი
ლორიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების დროს სანიოლმა ისიც მიანიშნა, რომ წინ სამი მატჩია და შანსი სხვა მეკარესაც მიეცემაო.

ლაზარე კუპატაძემ რუმინეთთან მოგებულ (2:1) ამხანაგურ მატჩში იასპარეზა, ბულგარელთა წინააღმდეგ კი "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილის დებიუტს ველით.

ოთარ კაკაბაძე - უკანასკნელ ოფიციალურ შეხვედრებში ოთარმა ძალიან ცოტა ითამაშა, თუმცა ესპანეთთან ენერგიულად ჩაერთო. სავარაუდოდ, მას დღეს სასტარტოში დაწყების შესაძლებლობა მიეცემა.

დავით ხოჭოლავა - "კოპენჰაგენის" მცველმა წინა მატჩში დაისვენა და ბულგარეთთან ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ.

საბა ხვადაგიანი - ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, რომ თამაშის საშუალება ყველას მიეცემა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდია შანსი, გურამ კაშიამ მატჩი გამოტოვოს და სასტარტოში თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა მცველის დებიუტი ვნახოთ.

Sportall.Ge

გურამ გიორბელიძე - დრეზდენის "დინამოს" მცველს ახლა სათამაშო პრაქტიკა და ფორმაში შესვლა ძალიან სჭირდება. გურამმა ამხანაგური შეხვედრა ამისთვის ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს.

გიორგი აბურჯანია - "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ყოფნა გვაფიქრებინებს, რომ ის დღესაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

სანიოლმა აღნიშნა, რომ გიორგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

მურთაზ დაუშვილი - გასულ 2 მატჩში მურთაზ დაუშვილს მოედანზე 1 წამიც არ გაუტარებია და თუკი მთავარი მწვრთნელის ნათქვამით ვიმსჯელებთ, თავის გამოჩენის საშუალება ამხანაგურ შეხვედრაში უნდა მიეცეს. ჯაბა კანკავა, დიდი ალბათობით, დაისვენებს.

უნდა აღინიშნოს, რომ სანდრო ალთუნაშვილი ესპანურ დაპირისპირებაში აქტიურად ჩაერთო და მისთვის მეტი შანსის მიცემა ლოგიკური და სამართლიანიც იქნება.

Sportall.Ge

გიორგი წიტაიშვილი - კოსოვოსთან მშვენიერი დებიუტის შემდეგ გიორგი ესპანელთა წინააღმდეგ, მოულოდნელად, მოედანზე საერთოდ ვერ ვიხილეთ.

წიტაიშვილს თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენით, ჩვენს თამაშში სიახლისა და ენერგიის შემოტანა შეუძლია.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე - ფრანგი სპეციალისტი ჩაკვეტაძის ფიზიკურ შესაძლებლობებსა და სათამაშო დროს ხშირად ახსენებს, თუმცა ამხანაგურ მატჩში გიორგიმ ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს! ვინ იცის, იქნებ ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგეს.

გიორგი ესპანელთა წინააღმდეგ საკმაოდ დამაჯერებლად ჩაერთო და თამაშის გამწვავებასაც არ ერიდებოდა.

ზურიკო დავითაშვილი - ზურიკო ბადახოსში კარგი იყო - დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევისთვისაც ყველაფერი გააკეთა. იმ მატჩის შემდეგ კი, ამხელა საკადრო დეფიციტის პირობებში, შანსს იმსახურებს.

დავითაშვილი "ფურია როხასთან" მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა, ბულგარელებთან კი მისი მარცხნიდან თამაში უფრო რეალურია, მით უმეტეს, თუკი სანიოლი ირაკლი აზაროვს ზედიზედ მესამე შეხვედრაში პირველივე წუთიდან არ დაეყრდნობა.

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე - მიქაუტაძის გასულ შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაში არყოფნა მოულოდნელობა და ამავდროულად, შეცდომაც გამოდგა. ესპანეთის წინააღმდეგ მატჩშიც გამოჩნდა, რომ "ჟორჟი" ყოველთვის მოწადინებულია, რომ მეტოქის კარს შეუტიოს.

20 წლის ფორვარდი სამომავლოდ, ალბათ, სასტარტო 11-ეულის სტაბილურ წევრად ჩამოყალიბდება.

altსანიოლი: ოქტომბერ-ნოემბერში მოედანზე განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ, რომლითაც მთელი ქვეყანა იამაყებს

altაბურჯანია: საუკეთესო განწყობა ნამდვილად არ გვაქვს

 

მკითხველის კომენტარები / 15 /
გახსოვთ ალბათ ორჯერ 6-2 და 6-2 ბულგარეთისაგან განამწარები ვართ.
დევკალიონი
20:18 08-09-2021
0
ჩაკვეტაძემ ნახევარი საათიც რომ შეძლოს ძრითადში უნდა დაიწყოს,
თამაში რომ დააყენოს, მოაწესრიგოს
იქნებ გოლიც გავიტანოთ ამ
პერიოდში.
გაკეთებული თამაშის გაფუჭება
უფრო ძნელია, ვიდრე მიწასთან
გასწორებულის გამოსწორება
თენგო
20:04 08-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული