სანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 58 /
ერთი კაცის გუნდი, მხოლოდ ერთი კაცის ,კვარა ვთამაშობთ,არ არის ვერ ვთამაშობთბ,სამწუხაროდ ეგრეა. ჩაკვე აჩრდილია ჩაკვესი რაც გცახსოვს და გვიუვაფა. კვარას გარეშე ნული არის ეს ნაკრები. ოქტომბერში კვარა იქნება და მაგიტომაც არის იმედიანად ვილი
Joko
09 სექტემბერი 2021 02:18
3
გახსოვთ ქეცბამ რა უთხრა ხიზანიშვილს ...გაიხსენეთ..ხიზანიშვილი და მისი ტოტალიზატორშიკ ნარკამანი სასტავი მოსაცილებელია
Გიო
09 სექტემბერი 2021 02:17
3
რა უთხრა, მართლა არ მახსოვს. გარემოცვა რომ ნულის ტოლფასია, აგერ გამოჩნდა.
09 სექტემბერი 2021 10:56
0
თუ გინდა რომ რამე გამოვიდეს, მოსთხოვე ფედერაციას რომ მოგაშორონ ხიზანიშვილი და გიორგი დევდარიანი დაგინიშნონ.
1.
09 სექტემბერი 2021 02:11
0
სანიოლი უნდა წავიფეს ყველა ვარიანტში,ჩვენ ფეხბურთელებს კი რა შეიძლება ვუთხრა?დიდი პატივია საქართველოს ნაკრების ფორმა რომ გაცვიათ და ღირსეულად უნდა მოეპყრათ....
ურააა
09 სექტემბერი 2021 02:04
17
რა მზე ხაააარ ბიჯოოოო
ვაი შენს პატრონს
09 სექტემბერი 2021 05:14
2
ჩემი აზრით ქართველი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს ნაკრებს ბევრი მიზეზი არსებობს ვფიქრობ ამისთვის მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ ბოლო 3 თამაში იყო კატასტროფა მე ამ მაცხებში თავიდან ბოლომდე მწვრთნელს ვერ დავადანაშაულებ მოდით ელემტარულად შევაფასოთ დაგვაკლდა ნახევარი გუნდი კიტეიშვილი რომელიც კარგ ფორმაშია და ძალიან კარგად გამოიყურება გუნდში ლობჟანიძე რომელიც ასევე კარგ ფორმაშია შენგელია რომელიც გამოჩნდა რომ კარგ ფორმაშია და რაც მთავარია კვარაცხელია რომელიც უდავო ლიდერია ამ ნაკრების მის გარეშე ფაქტია გუნდი ვერ უტევს და შევხედოთ ვინ გყავდა შეტევაში ფორმისგან ძალიან შორს მყოფი ჩაკვეტაძე უთამაშებელი მიქაუტაძე უთამაშებელი წიტეიშვილი უთამაშებელი გიორბელიძე აბურჯანია ქვილითაია კაკაბაძე ერთი სიტყვით ვინც იყო გამოძახებული იმათ უმეტესობას კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ქონდა ვინც საუკეთესო ფორმაში იყო და ამინდს ქმნიდა ნაკრებში ისინი დაგვაკლდნენ ფორმაშ არ მყოფი უთამაშებელი ფეხბურთელებით და ექსპერიმენტული დაცვის ხაზით შეუძლებელია ნორმალურად თამაში მწვთნელმა რაქნას თუ ფეხბურთელი ვერ დარბის ბურთს ვერ აჩერებს პასს ვერ აკეთებს არ იხსნება შეცვალოს კიბატონო მაგრამ უკეთესიც რომ არ ჰყავს სკამზე არავინ?? მოდით მთელ პასუხისმგებლოსაც მწვრთნელს ნუ ავკიდებთ ეს თამაშები სრულიად ნაკრებმა ჩააგდო.
ზაზა
09 სექტემბერი 2021 01:51
2
მოთამაშეები არა გვყავს სამწუხაროდ,მოთამაშეები.აი ძირითადად ვინც არის,ამ სამ თამაშში გამოჩნდა.თამაშის ხარისხი კი თქვენ თვითონ ნახეთ ამათი.ასე რომ,რისი იმ ედი აქვს ამ კაცს არ ვიცი.ღმერთმა ხელი მოუმართოს.
კახა ქ.
09 სექტემბერი 2021 01:47
3
ეხ ვილიუს, შენ იმასაც გვპირდებოდი, რომ დღეს სულ სხვანაირად, სხვა შემართებით გამოვიდოდა გუნდი სათამაშოდ. რას გვპირდები… კვარა თუ იქნება - ოდნავ უკეთესი გუნდი გვეყოლება . ეგაა და ეგ . მეტი გასაქანი არ არის… ამის ადგილზე - თავმოყვარე კაცი წავიდოდა …
8 თამაში
1 მოგება
1 ფრე
6 წაგება
4 გატანილი ბურთი , 17 გაშვებული… სან მარინო თუ მოახერხებდა ალბათ მსგავსი ან უარესი შედეგის დაფიქსირებას. გიბრალტარსა და ანდორას ვერ ვაკადრებ. ფარერებზე ზედმეტია საუბარი
ხომ ერა
09 სექტემბერი 2021 01:47
4
მერამდენედ უნდა შეგვპირდე შე საცოდავო გეყოს კაცობა ადექი და წადი გადადექი
Xalxi.
09 სექტემბერი 2021 01:41
19
სამწუხაროდ როგორც ჩანს კუპერის გზას დადგა ეს კაცი
გელა
09 სექტემბერი 2021 01:28
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული