სანიოლი გამორჩეული მოთამაშე იყო და გამოცდილებასთან ერთად, იქნებ ასეთივე მთავარი მწვრთნელიც გახდეს, თუმცა დღეს, კარგი დასაწყისის მიუხედავად, ამის თქმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს...
საქართველოს ნაკრებში ვერც საკმარის განწყობას ვხედავთ, მუდმივ ექსპერიმენტულ რეჟიმში ვართ და საქმე მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის შერჩევაში ხომ არაა - არ იკვეთება გეგმა, სათამაშო სქემა, რომლითაც "ჯვაროსნებმა"
რაც საქართველოს ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებ, არასდროს მსურდა მთელი ჯოხი მთავარ მწვრთნელზე გადატეხილიყო და ახლაც ამავე აზრზე ვარ. ზედიზედ სამი კატასტროფული მატჩის შემდეგ ან უნდა ვაღიაროთ, რომ რაც ვნახეთ, მეტი არ შეგვიძლია, ან თითოეულმა მოთამაშემ გამომწვევი მიზეზები საკუთარ თავში ღრმად ეძიოს...
ფრანგმა სპეციალისტმა თაობათა ცვლა ახსენა. ჯერ ერთი, ეს სანაკრებო ტერმინი ნაკლებადაა, ეროვნულ გუნდში მათ იწვევენ, ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია. მეორეც, რომელ გაახალგაზრდავებაზე ვსაუბრობთ, როცა გურამ კაშიას გარეშე (იმის მიუხედავად, რომ ესპანური მატჩი ჩააგდო), ჩვენი ნაკრების დაცვას ორგანიზებულობის არაფერი ეტყობა და ქაოსის ნიშნებია. როცა გიორგი აბურჯანიას ცუდ ფორმას აღვნიშნავთ და ამ დროს, არსებულ კონტიგენტში არ იძებნება სხვა ნახევარმცველი, რომელიც თამაშის დალაგებას, წინ პასსა და შეტევის გამწვავებას ეცდება...
წარსულზე სინანული ადამიანებს დაგვიანებით ჩვევიათ. ამ გადასახედიდან ვლადიმირ ვაისის გარკვეული გადაწყვეტილებები უფრო გასაგები გახდა - ძალიან რთულია, ეროვნული ლიგის ტემპიდან და მოწინააღმდეგის დონიდან ამხელა მასშტაბის მიზნებზე გადახვიდე. ამის აღიარება სასიამოვნო არაა, მაგრამ ასეა. ეროვნული ნაკრებიც ვინმეს კლასის ასამაღლებებელ ადგილადაც ვერ გამოდგება...
სლოვაკმა სპეციალისტმა "ერთა ლიგაში" წარმატებას პირველ რიგში დაცვის სტაბილურობით მიაღწია - კვირკველიასა და კაშიას წყვილი ფაქტობრივად, უშეცდომოდ გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, მაშინაც ერთ ლიდერზე (გიორგი ჩაკვეტაძე) ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მაგრამ ცალკეულ რგოლებში მოთამაშეები უკეთეს სპორტულ ფორმაში გვყავდნენ. მაგალითად, როგორ შეიძლება მაშინდელი და დღევანდელი ჯაბა კანკავას შედარება?! ასაკი მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
დღეს დაცვაში, მითუმეტეს იმ ექსპერიმენტის ფონზე, რაც ბულგარეთში ვნახეთ, კატასტროფული ვითარებაა. ლაშა დვალისა და ჯიმი ტაბიძის დაბრუნებას დიდი ინტერესით დაველოდებით...
სექტემბრის მატჩების შემდეგ, პოზიტიური ფიქრი რთულია, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, იმ ხალხის "საქმე გავაკეთოთ", სტადიონების მიმართ სხვა გეგმები რომ აქვთ. ბოლო დღეებში, ევროპულ ფეხბურთს ანგარიშებში დიდი სხვაობები დასჩემდა, რაც წინა პერიოდში ნაკლებად იყო, მაგალითად, თურქეთისა და ისრაელის ეროვნული გუნდების შემთხვევაში. თუმცა, უფსკრული და განსხვავება ამხელა ნამდვილად არაა, ნაკრებები სერიოზულად პროგრესირებენ. ერთხელ ჩვენც უნდა შევძლოთ, ახალ მიზნებზე გავიდეთ!
როცა დადებითს ვახსენებთ, გიორგი წიტაიშვილის თამაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მის შემოქმედებას მარგი ქმედება შესაძლოა, ნაკლებად აქვს, თუმცა ამისთვის სულ ცოტა აკლდება. გიორგის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და მეტოქეებს გაფრთხილებებიც მიაღებინა. შეტევაში მეტი ორგანიზებულობის შემთხვევაში, წიტაიშვილიც უფრო პროდუქტიული გახდება. სასიამოვნოა ზურიკო დავითაშვილის მონდომება. როგორ უნდა დაუკარგო მცდელობები გიორგი ჩაკვეტაძესა და და გიორგი მიქაუტაძეს, მაგრამ ეს ძალიან მცირეა და შორი რაიმე ხელშესახებ შედეგებამდე...
სანიოლმა უკეთესი ოქტომბერი დაგვიანონსა. ჩვენს ნაკრებს შესარჩევის ბოლოს ჩვევია ისეთი გამარჯვებები, მეტოქეს რომ გეგმებს უშლის (შოტლანდიის ნაკრებს განსაკუთრებით ვჯაბნით). იქნებ, ამჟამად ეს ბერძნები იყვნენ. თავს მხოლოდ ასე თუ დავიმშვიდებთ, თორემ მინიმალური გეგმები და მოთხოვნები (ჯგუფში მინიმუმ, მესამე ადგილზე გასვლა), რაც ფრანგი სპეციალისტისა და მისი შტაბის მიმართ იყო, ფაქტია, უკვე არ შესრულდა...
Marca მამარდაშვილის საშინელ დებიუტს გამოეხმაურა
სანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]
2. ბევრ გულშემატკივარს იმაშიც ვეთანხმები, რომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ჩვენი სამოყვარულო ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ ფედერაციას, რომ ადგილობრივი მწვრთნელი დაენიშნა რა ამბავი ატყდებოდა: "მწვრთნელი ვერ ჩამეიყვანენ" :))) "უნიათოები არიან" " ფული შეჭამეს" და ა.შ.
პ.ს. ძალიან გთხოვთ ცხადაძის ფანები ნუ დამესევით. ერთი მაგ კაცის მიღწეული წარმატება მანახეთ და მერე ვილაპარაკოთ. თუ გერმანიასთან ღირსეულ წაგებას შემახსენებთ მანდვე ესტონეთთან და პოლონეთთან განადგურებებიც გაახსენეთ საკუთარ თავს.
დღევანდელ თამაშში მარჯვენა მცველად ითამაშა კაკაბაძემ, რომელიც კრაკოვიას ძირითადში ვერ ხვდება. კაკაბაძემ კრაკოვიას ბოლო 5 ტურში ითამაშა მხოლოდ ერთხელ, შემოვიდა 83-ე წუთზე. მართალია ჩაბრაძეზე ცუდი მაინც არ ყოფილა, მაგრამ ამდენი ხნის უთამაშებელი ფეხბურთელი რომ ვერაფერს იზამდა ეს გასაგებია. და მასზე უკეთესიც რომ არავინ ჩანს პერიმეტრზე, არც ესაა სანიოლის ბრალი.
მარცხენა ფლანგზე ითამაშა გიორბელიძემ, რომელმაც ბოლოს ოფიცილური თამაში ითამაშა ვოლფსბერგერში 16 ივლისს, თასზე, შეცვლაზე. შემდეგ გადავიდა დრეზდენში და იქ ჯერ 1 წუთიც არ უთამაშია. ანუ, ამ თამაშამდე 2 თვე იყო უთამაშებელი.
დაუშვილმა ანორთოსიში ითამაშა ბოლოს 15 მაისს, მის ახალ კლუბში კი ერთადერთხელ 21 აგვისტოს. ანუ, კლუბში მაისიდან სექტემბრამდე, ანუ 4 თვეში ჩაატარა მხოლოდ 1(!!!) მატჩი.
აბურჯანიამ კარტახენაში ბოლოს ითამაშა 18 მაისს! ამის შემდეგ გადავიდა ჟილ ვისენტეში, სადაც ითამაშა 2-ჯერ, ერთხელ შევიდა 87-ე წუთზე, მეორედ 90-ე წუთზე. 18 მაისის შემდეგ, ანუ ბოლო 4 თვეში ითამაშა დაახლოებით 5 წუთი(!!!)
ჩაკვეტაძეს რომ ცოტა დრო აქვს, ეს იცის ყველამ და მისი ფორმაში არყოფნაც გასაგებია.
წიტაიშვილმა (ცუდი მაინც არ იყო) ვორსკლაში ბოლოს ითამაშა 6 მარტს. შემდეგ გაუცდა 5 თვე (ტრავმის გამო) და ამ სანაკრებო მატჩამდე ითამაშა მხოლოდ 2 მატჩი. მოკლედ, ბოლო 6 თვეში ითამაშა 2 მატჩი (!)...
მიქაუტაძემ 2 ივნისს გაუტანა რუმინეთს, შემდეგ 6 ივნისს ითამაშა ჰოლანდიასთან. ამ თამაშიდან დღემდე, ანუ უკანასკნელ 3 თვეში ითამაშა მხოლოდ 2 წუთი!!! მეცში. 2 წუთი 3 თვეში.
გადადგეს საქართგადადგეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია!ველოს ფეხბურთის ფედერაცია!გადადგეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია! ფიფიაც თან გაიყოლეთ თქვე მაფიოზებო!