სანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 58 /
ჩვენი ნერვებისა და ჯანმრთელობის ფასად ამ საფეხბურთო სექტემბერმაც ჩაიარა. გვათრია ყველამ, ვისაც არ შეეზარა. მოდი ვთქვათ: ჩვენ ფეხბურთი არ გვითამაშია... ქაოტური გადაწყვეტილებების კასკადი. ყველაზე ცუდად გამოჩნდა ის, რომ დიდი რეგრესი განიცადეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც წინა თამაშებში იმედს იძლეოდნენ: ჩაბრაძე, აზაროვი, გიორბელიძე, მიქაუტაძე. სამწვრთნელო შტაბზე კომენტარი საერთოდ არ ღირს. რის იმედი შეიძლება გვქონდეს? ამ სიტუაციაში პერსპექტივის ნასახი არ სჩანს, თავს ნუ მოვიტყუებთ. ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყანაში ჩასვრილ საქმეზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს! ამას თუ ვერ ვაღწევთ, დროდადრო გამოგვკვებავენ ბუტაფორიული ვითომ წარმატებებით ეს ნამუსგარეცხილი ვაი მენეჯერები ნაპატიები სიფათებით!
ამატაკი
21:58 09-09-2021
0
არჩევნებზე ხო არ გადის? რა დაპირებებს იძლევა..
გენა
18:54 09-09-2021
0

სიახლეები პოპულარული