არასათანადო განწყობა, ექსპერიმენტები, ცუდი შედეგები - სანიოლმა მიზნიდან გადაუხვია

AutoSharing Option
ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ვილი სანიოლის მიერ დასახელებული შემადგენლობის შემდეგ, სოციალურ ქსელში აღფრთოვანება იყო. წარმატების შემთხვევაში, ფრანგ მთავარ მწვრთნელს ერთგვარად აღიარება მოუწევდა, რომ წინა მატჩებში 11-ეულის შერჩევისას შეცდა. სამწუხაროდ, ამის საჭიროება არ დამდგარა...

სანიოლი გამორჩეული მოთამაშე იყო და გამოცდილებასთან ერთად, იქნებ ასეთივე მთავარი მწვრთნელიც გახდეს, თუმცა დღეს, კარგი დასაწყისის მიუხედავად, ამის თქმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებში ვერც საკმარის განწყობას ვხედავთ, მუდმივ ექსპერიმენტულ რეჟიმში ვართ და საქმე მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის შერჩევაში ხომ არაა - არ იკვეთება გეგმა, სათამაშო სქემა, რომლითაც "ჯვაროსნებმა"
წარმატებას უნდა მიაღწიონ.

რაც საქართველოს ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებ, არასდროს მსურდა მთელი ჯოხი მთავარ მწვრთნელზე გადატეხილიყო და ახლაც ამავე აზრზე ვარ. ზედიზედ სამი კატასტროფული მატჩის შემდეგ ან უნდა ვაღიაროთ, რომ რაც ვნახეთ, მეტი არ შეგვიძლია, ან თითოეულმა მოთამაშემ გამომწვევი მიზეზები საკუთარ თავში ღრმად ეძიოს...

Sportall.Ge

ფრანგმა სპეციალისტმა თაობათა ცვლა ახსენა. ჯერ ერთი, ეს სანაკრებო ტერმინი ნაკლებადაა, ეროვნულ გუნდში მათ იწვევენ, ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია. მეორეც, რომელ გაახალგაზრდავებაზე ვსაუბრობთ, როცა გურამ კაშიას გარეშე (იმის მიუხედავად, რომ ესპანური მატჩი ჩააგდო), ჩვენი ნაკრების დაცვას ორგანიზებულობის არაფერი ეტყობა და ქაოსის ნიშნებია. როცა გიორგი აბურჯანიას ცუდ ფორმას აღვნიშნავთ და ამ დროს, არსებულ კონტიგენტში არ იძებნება სხვა ნახევარმცველი, რომელიც თამაშის დალაგებას, წინ პასსა და შეტევის გამწვავებას ეცდება...

წარსულზე სინანული ადამიანებს დაგვიანებით ჩვევიათ. ამ გადასახედიდან ვლადიმირ ვაისის გარკვეული გადაწყვეტილებები უფრო გასაგები გახდა - ძალიან რთულია, ეროვნული ლიგის ტემპიდან და მოწინააღმდეგის დონიდან ამხელა მასშტაბის მიზნებზე გადახვიდე. ამის აღიარება სასიამოვნო არაა, მაგრამ ასეა. ეროვნული ნაკრებიც ვინმეს კლასის ასამაღლებებელ ადგილადაც ვერ გამოდგება...

Sportall.Ge

სლოვაკმა სპეციალისტმა "ერთა ლიგაში" წარმატებას პირველ რიგში დაცვის სტაბილურობით მიაღწია - კვირკველიასა და კაშიას წყვილი ფაქტობრივად, უშეცდომოდ გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, მაშინაც ერთ ლიდერზე (გიორგი ჩაკვეტაძე) ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მაგრამ ცალკეულ რგოლებში მოთამაშეები უკეთეს სპორტულ ფორმაში გვყავდნენ. მაგალითად, როგორ შეიძლება მაშინდელი და დღევანდელი ჯაბა კანკავას შედარება?! ასაკი მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დღეს დაცვაში, მითუმეტეს იმ ექსპერიმენტის ფონზე, რაც ბულგარეთში ვნახეთ, კატასტროფული ვითარებაა. ლაშა დვალისა და ჯიმი ტაბიძის დაბრუნებას დიდი ინტერესით დაველოდებით...

სექტემბრის მატჩების შემდეგ, პოზიტიური ფიქრი რთულია, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, იმ ხალხის "საქმე გავაკეთოთ", სტადიონების მიმართ სხვა გეგმები რომ აქვთ. ბოლო დღეებში, ევროპულ ფეხბურთს ანგარიშებში დიდი სხვაობები დასჩემდა, რაც წინა პერიოდში ნაკლებად იყო, მაგალითად, თურქეთისა და ისრაელის ეროვნული გუნდების შემთხვევაში. თუმცა, უფსკრული და განსხვავება ამხელა ნამდვილად არაა, ნაკრებები სერიოზულად პროგრესირებენ. ერთხელ ჩვენც უნდა შევძლოთ, ახალ მიზნებზე გავიდეთ!

Sportall.Ge

როცა დადებითს ვახსენებთ, გიორგი წიტაიშვილის თამაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მის შემოქმედებას მარგი ქმედება შესაძლოა, ნაკლებად აქვს, თუმცა ამისთვის სულ ცოტა აკლდება. გიორგის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და მეტოქეებს გაფრთხილებებიც მიაღებინა. შეტევაში მეტი ორგანიზებულობის შემთხვევაში, წიტაიშვილიც უფრო პროდუქტიული გახდება. სასიამოვნოა ზურიკო დავითაშვილის მონდომება. როგორ უნდა დაუკარგო მცდელობები გიორგი ჩაკვეტაძესა და და გიორგი მიქაუტაძეს, მაგრამ ეს ძალიან მცირეა და შორი რაიმე ხელშესახებ შედეგებამდე...

Sportall.Ge

სანიოლმა უკეთესი ოქტომბერი დაგვიანონსა. ჩვენს ნაკრებს შესარჩევის ბოლოს ჩვევია ისეთი გამარჯვებები, მეტოქეს რომ გეგმებს უშლის (შოტლანდიის ნაკრებს განსაკუთრებით ვჯაბნით). იქნებ, ამჟამად ეს ბერძნები იყვნენ. თავს მხოლოდ ასე თუ დავიმშვიდებთ, თორემ მინიმალური გეგმები და მოთხოვნები (ჯგუფში მინიმუმ, მესამე ადგილზე გასვლა), რაც ფრანგი სპეციალისტისა და მისი შტაბის მიმართ იყო, ფაქტია, უკვე არ შესრულდა...

altMarca მამარდაშვილის საშინელ დებიუტს გამოეხმაურა

altსანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

altსაქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 66 /
სპორტული ჯურნალისტები და კომენტატოტებიც ვითომ კრიტიკულები რომ ხართ, ხან მწვრთნელს აბრალებთ ხან ფეხბურთელების უკლასობას, ფედერეციის კრიტიკა, მწვავე კი არა უბრალოდ კრიტიკა რომელიმეს გაგიბედავთ??? რაღაც არ მახსენდება.
უკლასო ფეხბეურთელები რომ გვყავს ნეტა ვისი ბრალია? მე გეტყვით: უსაზიზღრესი ეროვნული ჩემპიონატის და ბავშვთა მწვრთნელების არაპროფესიონალიზმის•
იმდენ მილიონს რომ ფლანგავენ კობიაშვილი და მისი ხისთავიანი ძმაკაცები და აქეთ აგინებენ გულშემატკივარს რომელიმე ჟურნალისტმა ხმა ამოიღეთ????
ბავშვთა ფეღბურთსი ვდებთ ფულსო, მოითხოვეთ ანგარიში კონკრეტულად რას აკეთებენ?
კახა
09 სექტემბერი 2021 14:26
2
არ-მოწონება ვინც დასვა, გაგვაგებინეთ რას არ ეთანხმებით? ფედერაციაში ხისთავიანი ქურდები არ სხედან?
გიორგი
09 სექტემბერი 2021 15:53
2
ეხლაც იმ აზრზე ვარ რომ არ არის საჭირო უცხო მწვრთნელი,საჭიროა პროფესიონალთა 3 კაციანი მწვრთნელთა გუნდი(ანალიტიკოსი,კარგი ფსიქოლოგი,მთავარი მწვრთნელი)მუდმივი კომუნიკაცია პოტენციურ ნაკრების წევრებთან,დამუშავებული კომნინაციები,სისტემა, მონახაზი.ყველა მოთამაშის თამაშების ყურება თავიანთ კლუბებში ,მოკლედ დღე და ღამე არ უნდა ეძინოთ იმდენი საქმეა გასაკეთებელი და არა მარტო ფეხბურთში და ამას არავინ აკეთებს დარწმუნებული ვარ და აქამდეც არ აკეთებდნენ.ალბათ შეიკრიბებიან ნაკრების თამაშებზე და ერთმანეთის მოკითხვაში არიან!!
თეოფა
09 სექტემბერი 2021 14:23
0
ამათ მწვრთნელად სტალინს თუ დაუყენებ, ნაწილს დახვრიტავს და ნაწილს გადაასახლებს, დარჩენილები შიშისგან ითამაშებენ როგორც საჭიროა ისე.
სხვა მეტი არ ვიცი ამათ რამე თუ უშველის.
დათო
09 სექტემბერი 2021 14:07
4
ჯვაროსნებს ნუ ეძახით მაინც. ჰიმნსაც ისე საწყლად მღერიან, ზედ ეტყობათ როგორ მანდრაჟითაც გადიან სათამაშოდ. ჯვაროსნები არა და ქვეშაფსიები ზედ გამოჭრილია მაგათზე. აბა იქნებ არ დაბლოკოთ.
ივან
09 სექტემბერი 2021 13:52
5
კარგი იყო სანაკრებო დონეზე ბევრი ქართველი ფეხბურთელის თამაში რომ ვნახეთ.
ბევრი ვერ ვახერხებთ თვალყური ვადევნოთ მათ თამაშს საკლუბო დონეზე.
ნაკრებში სულ ისეთ სახეებს ვხედავდით, ვისაც ცოტათი მაინც ეხერხება ფეხბურთის თამაში. ამ შეხვედრებმა კი ნათლად აჩვენა რომ საქართველოში ფეხბურთელების ცეხი საერთოდ მკვდარია.
:)
09 სექტემბერი 2021 13:47
0
მართაც რომ საქართველოს ნაკრების გარდა ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში როგორი შედეგები აქვს სომხეთს როგორი შედეგი დადო ფინეთმა ისლანდიამ უნგრეთმა ჩრდილო მაკედონიამ სადაც აკეთებენ საქმეს და ჰყავთ პროფესიონალები ყველგან ხერხდება რაღაც ამას წინათ სოხმეთის ნაკრების შემადგენლობას გადავხედე და 2 ფეხბურთელის გარდა არცერთი არ თამაშობს წესიერ გუნდში და 11 ქულა დაგროვეს და სერიოზული ბრძოლა მე 2 ადგილისთვის.
იგივე ფინეთს ერთი პუკი ჰყავთ მეტ ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი მეტი არავინ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ ყველგან პროგრესი და წინსვლა ფარერები და ლუქსენბურგიც კი პროგრესირებენ ესე აღარავინ აგებს ესე სამარცხვინოთ აღარავინ თამაშობს სან მარინოს და ანდორის გარდა წლები გადის არაფერი არ იცვლება პროგრესის მაგრივრად რეგრესი გვაქვს ნაკრებს ექნება ერთი გამონათება მერე პატარა იმედი გაგვიჩნდება ყველას და შემდეგ ამას მოყვენბა ისეთი კრახი, რომ ყველას ნერვი მოგვეშლება ისევ სანიოლის დაწყება კარგი იყო ყველას რაღაც პატარა იმედი გაგვიჩნდა, მაგრამ ამ ბოლო სამმა თამაშმა ყველას შეგვახსენა ისევ თუ რეალურად რა დონეზე ვართ ისიც დავინახე, რომ ვაისის მუშაობა ის 4-5 წელი იყო წყალში გადაყრილი წლები ყველაფერი რადიკალურად არის შესაცვლელი წლები გადის ხალხი დაბერდა მცირე წარმატების მოლოდინში
ზურა
09 სექტემბერი 2021 13:21
2
ზოგადად სპორტის სახეობიდან ფეხბურთი არის ქვეყნის სახე, რა გასაკვირია მერე, როგორი მაჩანჩალა ქვეყანა ვართ, ისეთი გვაქვს ფეხბურთი
Nukri
09 სექტემბერი 2021 16:07
2
გამოსავალი და ყველა მიზეზი ერთ სტატიაში ვერ ითქმება მაგრამ ყველაფერი ჩვენი ბრალია, რუმინეთში შემთხვევით მოგებაზე რომ ვზეიმობდით და საბერძნეთში კვარაცხელიას ქულას ნაკრებს ვაწერდით
სანიოლი და ლიზარაზუ
09 სექტემბერი 2021 13:15
1
ე-ლიგის დონე დაბალიაო, ზიმბაბვედან და პალესტინიდან მოყავთ ფეხბურთელი, შაყირია ხო? "ცქიფო" უმუშევარია და მწვრთნელებზე ვმსჯელობთ, აი თუნდაც გვარს არ დავასაზელებ,"ჩიხურას"სკამი ხეხა, მერე "შუქურასი", მამიკომ სლოვაკეთში გაუშვა.ველოდებით ეროვნულში,))
ჯაბა
09 სექტემბერი 2021 15:39
1
კი ეგრე იყო ნამდვილად
ივან
09 სექტემბერი 2021 13:48
0
ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თქმა -გაახალგაზრდავება სანაკრებო დონეზე არამართებულია. -უნდა ითამაშოს მან, ვინც უკეთეს ფორმაშია..
-ძირითად შემადგენლობაში არ უნდა იყვეს ის ფეხბურთელი, რომელსაც კლუბში მინიმუმ ერთ ტაიმს არ ათამაშებენ სტაბილურად. აბურჯანია არ იყო ფორმაში და არცერთი თამაში არ უნდა ეთამაშა.
rable
09 სექტემბერი 2021 13:13
2
ეგენი ხო დაგლიჯავენ.
საკლუბო დონეზე არ ეძლევათ თამაშის საშუალება, ნაკრებში მაინც ითამაშონ.
რა აზრი აქვს 1:0-ს წააგებ თუ 7:0-ს. ბურთების სხვაობა გვაქვს არასახარბიელო თორე გავდიოდით ჯგუფიდან :).
:)
09 სექტემბერი 2021 13:28
4
აი ეს კარგი სტატიაა, მაგრამ კიდევ ბევრი აკლია. მთავარი კრიტიკის ობიექტი უნდა იყოს კობიაშვილი. რა გააკეთა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 270 მილიონით შეუძლია ფინანსური ანგარიშგება მოგვცეს?! მთავარი რაც ფედერაციას უნდა გაეკეთებინა არის ის რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე გაზარდოს რაც გულშემატკივარის დაბრუნება მოყვება მოედნებზე. რასაც უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას გამოიწვევს ფეხბურთით და ასარჩევადაც ფარტო კონტიგენტი გვეყოლება. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ნაკრებმა უკეთესი შედეგი აჩვენოს, თუ არადა ისევ თითო ოროლა ტალანტის იმედად და კაშია კანკავას ფორმაში ყოფნას უნდა ვლოცულობდეთ რომ გავიბრძოლოთ.
semi
09 სექტემბერი 2021 12:47
5
2 ნაკრების მცველი არის უკლუბოდ და თავისუფალი აგენტები არიან (კვირკველია და გრიგალავა). იმედია დაფიქრდებიან ქართული კლუბები თუნდაც ნახევარი სეზონით დაიმატონ. ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება და ჩემპიონატსაც წაადგება.
Anti
09 სექტემბერი 2021 12:34
1
ჯერ კვირკველიას და გრიგალავას კითხე დაემატებიან??
aburjga
09 სექტემბერი 2021 12:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული