არასათანადო განწყობა, ექსპერიმენტები, ცუდი შედეგები - სანიოლმა მიზნიდან გადაუხვია

AutoSharing Option
ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ვილი სანიოლის მიერ დასახელებული შემადგენლობის შემდეგ, სოციალურ ქსელში აღფრთოვანება იყო. წარმატების შემთხვევაში, ფრანგ მთავარ მწვრთნელს ერთგვარად აღიარება მოუწევდა, რომ წინა მატჩებში 11-ეულის შერჩევისას შეცდა. სამწუხაროდ, ამის საჭიროება არ დამდგარა...

სანიოლი გამორჩეული მოთამაშე იყო და გამოცდილებასთან ერთად, იქნებ ასეთივე მთავარი მწვრთნელიც გახდეს, თუმცა დღეს, კარგი დასაწყისის მიუხედავად, ამის თქმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებში ვერც საკმარის განწყობას ვხედავთ, მუდმივ ექსპერიმენტულ რეჟიმში ვართ და საქმე მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის შერჩევაში ხომ არაა - არ იკვეთება გეგმა, სათამაშო სქემა, რომლითაც "ჯვაროსნებმა"
წარმატებას უნდა მიაღწიონ.

რაც საქართველოს ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებ, არასდროს მსურდა მთელი ჯოხი მთავარ მწვრთნელზე გადატეხილიყო და ახლაც ამავე აზრზე ვარ. ზედიზედ სამი კატასტროფული მატჩის შემდეგ ან უნდა ვაღიაროთ, რომ რაც ვნახეთ, მეტი არ შეგვიძლია, ან თითოეულმა მოთამაშემ გამომწვევი მიზეზები საკუთარ თავში ღრმად ეძიოს...

Sportall.Ge

ფრანგმა სპეციალისტმა თაობათა ცვლა ახსენა. ჯერ ერთი, ეს სანაკრებო ტერმინი ნაკლებადაა, ეროვნულ გუნდში მათ იწვევენ, ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია. მეორეც, რომელ გაახალგაზრდავებაზე ვსაუბრობთ, როცა გურამ კაშიას გარეშე (იმის მიუხედავად, რომ ესპანური მატჩი ჩააგდო), ჩვენი ნაკრების დაცვას ორგანიზებულობის არაფერი ეტყობა და ქაოსის ნიშნებია. როცა გიორგი აბურჯანიას ცუდ ფორმას აღვნიშნავთ და ამ დროს, არსებულ კონტიგენტში არ იძებნება სხვა ნახევარმცველი, რომელიც თამაშის დალაგებას, წინ პასსა და შეტევის გამწვავებას ეცდება...

წარსულზე სინანული ადამიანებს დაგვიანებით ჩვევიათ. ამ გადასახედიდან ვლადიმირ ვაისის გარკვეული გადაწყვეტილებები უფრო გასაგები გახდა - ძალიან რთულია, ეროვნული ლიგის ტემპიდან და მოწინააღმდეგის დონიდან ამხელა მასშტაბის მიზნებზე გადახვიდე. ამის აღიარება სასიამოვნო არაა, მაგრამ ასეა. ეროვნული ნაკრებიც ვინმეს კლასის ასამაღლებებელ ადგილადაც ვერ გამოდგება...

Sportall.Ge

სლოვაკმა სპეციალისტმა "ერთა ლიგაში" წარმატებას პირველ რიგში დაცვის სტაბილურობით მიაღწია - კვირკველიასა და კაშიას წყვილი ფაქტობრივად, უშეცდომოდ გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, მაშინაც ერთ ლიდერზე (გიორგი ჩაკვეტაძე) ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მაგრამ ცალკეულ რგოლებში მოთამაშეები უკეთეს სპორტულ ფორმაში გვყავდნენ. მაგალითად, როგორ შეიძლება მაშინდელი და დღევანდელი ჯაბა კანკავას შედარება?! ასაკი მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დღეს დაცვაში, მითუმეტეს იმ ექსპერიმენტის ფონზე, რაც ბულგარეთში ვნახეთ, კატასტროფული ვითარებაა. ლაშა დვალისა და ჯიმი ტაბიძის დაბრუნებას დიდი ინტერესით დაველოდებით...

სექტემბრის მატჩების შემდეგ, პოზიტიური ფიქრი რთულია, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, იმ ხალხის "საქმე გავაკეთოთ", სტადიონების მიმართ სხვა გეგმები რომ აქვთ. ბოლო დღეებში, ევროპულ ფეხბურთს ანგარიშებში დიდი სხვაობები დასჩემდა, რაც წინა პერიოდში ნაკლებად იყო, მაგალითად, თურქეთისა და ისრაელის ეროვნული გუნდების შემთხვევაში. თუმცა, უფსკრული და განსხვავება ამხელა ნამდვილად არაა, ნაკრებები სერიოზულად პროგრესირებენ. ერთხელ ჩვენც უნდა შევძლოთ, ახალ მიზნებზე გავიდეთ!

Sportall.Ge

როცა დადებითს ვახსენებთ, გიორგი წიტაიშვილის თამაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მის შემოქმედებას მარგი ქმედება შესაძლოა, ნაკლებად აქვს, თუმცა ამისთვის სულ ცოტა აკლდება. გიორგის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და მეტოქეებს გაფრთხილებებიც მიაღებინა. შეტევაში მეტი ორგანიზებულობის შემთხვევაში, წიტაიშვილიც უფრო პროდუქტიული გახდება. სასიამოვნოა ზურიკო დავითაშვილის მონდომება. როგორ უნდა დაუკარგო მცდელობები გიორგი ჩაკვეტაძესა და და გიორგი მიქაუტაძეს, მაგრამ ეს ძალიან მცირეა და შორი რაიმე ხელშესახებ შედეგებამდე...

Sportall.Ge

სანიოლმა უკეთესი ოქტომბერი დაგვიანონსა. ჩვენს ნაკრებს შესარჩევის ბოლოს ჩვევია ისეთი გამარჯვებები, მეტოქეს რომ გეგმებს უშლის (შოტლანდიის ნაკრებს განსაკუთრებით ვჯაბნით). იქნებ, ამჟამად ეს ბერძნები იყვნენ. თავს მხოლოდ ასე თუ დავიმშვიდებთ, თორემ მინიმალური გეგმები და მოთხოვნები (ჯგუფში მინიმუმ, მესამე ადგილზე გასვლა), რაც ფრანგი სპეციალისტისა და მისი შტაბის მიმართ იყო, ფაქტია, უკვე არ შესრულდა...

altMarca მამარდაშვილის საშინელ დებიუტს გამოეხმაურა

altსანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

altსაქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 66 /
და კიდევ მთავარი,შიდა ჩემპიონატს თუ არ ეშველა ძალიან ძნელი იქნება წარმატებაზე ფიქრი. მოკლედ იმდენი პრობლემაა საიდან დაიწყო აღარ ვიცი. 300 მილიონი კი ჩავდეთ ისე ფეხბურთში!!!
თეოფა
09 სექტემბერი 2021 14:27
0
ქართველი გულშემატკივარი კიდევ ზედმეტად ერთგულია ამდენი წლების შემდეგ მიუხედავად ათასი ზღაპრისა და ტყუილისა. კიდევ მიმჯდარია ტელევიზორთან და სტადიონს საკმარი რაოდენობა ავსებს იმ ხალხის მხარდასაჭერად, ვინც ფეხბურთის თამაში არ იცის. წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის კიდევ ისეთი გამოუსწორებელი ოპტიმისტი, რომელსაც უკვე მერამდენე აშკარად არაკვალიფიციური მწვრთნელის და ფეხბურთელების სიტყვების სჯერა, რომ ოქტომბერ- ნოემბერში ჯადოსნური ცვლილებები მოხდება.რაც არ უნდა ანალიზი გავაკეთოთ და დასკვნები გამოვიტანოთ, ვიმსჯელოთ მწვრთნელის სავარაუდო მოქმედებებზე, ფაქტია, რომ ფეხბურთის თამაში ჩვენ არ ვიცით და რეალურად არც უკეთესობისკენ იდგმება რაიმე ნაბიჯი აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია. როდესაც ფეხბურთელმა კარში დარტყმა (ფეხით თუ თავით), სირბილი და პრესინგი არ იცის, აბსოლუტურად ყველა თამაშზე ვიღაცა გვიშავდება, ანუ ფიზიკური მომზადება კატასტროფული გვაქვს და ეს ძალიან კარგად მოეხსენება მწვრთნელსაც და სხვებსაც, მიუხედავად ამისა, მაინც ერთ წრეზე ვტრიალებთ - გვჯერა და გვეიმედება, გამოდის , რომ საკუთარ თავს ვიტყუებთ. ჩემი აზრით, სჯობს რეალობას თვალი გავუსწოროთ, ფუჭი იმედი ტყუილად ნუ გვექნება და ნერვებს გავუფრთხილდეთ.ისედაც ამდენ იმედგაცრუებას ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფაქტი სახეზეა - ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი არ არსებობს
????
09 სექტემბერი 2021 12:22
1
მიუხედავად იმისა , რომ ძალიან კარგად ვაანალიზებ , საქართველოში ფეხბურთის დონეს და ნაკრების წევრების შესაძლებლობებსაც , მე ჩემი შეხედულება ჩამომიყალიბდა , იმ სიტუაციაზე რაც ნაკრებში ხდება მაკედონიასთან მარცხის მერე . ის რომ ვიღაც-ვიღაცეებს , არ აწყობდათ საქართველოს ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატზე , და ისე დაემთხვა , რომ მაინცადამაინც შემტევი ფეხბურთელები გამოაკლდა ნაკრებს (აშკარად დამთხვევაა) , ცარიელი მოედანი , როცა უეფა 30% დასწრების უფლებას გაძლევს , ახალი მწვრთნელი , რომელმაც თითქოს ენთუზიაზმი და რწმენა დაუბრუნა ნაკრებს , თუმცა როგორც ჩანს სერიოზული ზეწოლა მოხდა მასზე , მაკრების სტაფს ეტყობა ეგ და იმ ფეხბურთელების რაოდენობას , ვინც გასაყიდია ! ის რასაც ჩვენ მოედანზე ვუყურებთ , პირდაპირი ანარეკლია იმის , რაც ნაკრების კულუარებში ხდება . აბსოლიტურად იგივე ხდება კალათბურთშიც . და ყველაზე მეტად , ამ ყველაფერში , ვითომ ჟურნალისტების ბრალეულობაცაა , რომელთაც ხმა ვერ ამოუღიათ იმ სიბინძურის წინააღმდეგ , რასაც ხედავენ . ჩვეულებრივი გოთემია ეს ქვეყანა , ოღონდ მარველისგან განსხვავებით , ბეტმენი არა ყავს . არც გორდონი სამწუხაროდ . არაფერი ამას არასოდეს არ ეშველება .
ATP 16
09 სექტემბერი 2021 12:19
6
მარველ-ბეტმენზე რომ გამოეკიდე სხვა ვერაფერი დაინახე მის კომენტარში? ფეხბურთზე სწორად წერს ადამიანი და ეგ შენი ქაჯური გამოხტომა არავის სჭირდება. სხვათაშორის მშვენიერი ალეგორია მოიყვანა მაგით, დევი და ხუთკუნჭულა კი შენ მოიფიქრე როგორ "შეტენო" თუ ძალიან განაღვლებს ხალხური ზღაპრები.
ირაკლი
09 სექტემბერი 2021 14:37
2
ამირანი და ხუთკუნჭულა არ გაგიგონია, არც ნაცარქექი და დევი?! მარველ-ბეტმენი დაგეცა შენ!
ჩეკისტი
09 სექტემბერი 2021 13:50
11
დავითაშვილი თამამად შევაქოთ ხოლმე, რა დაგვიშავა, მართლა არავიზე ნაკლები ბიჭი არაა და პრესა აქვს საშინელი.
sul2
09 სექტემბერი 2021 12:08
7
დავითაშვილმა თავი ბოლოსღა გამოიჩინა, თორემ მანამდე ნამდვილად არ ბრწყინავდა. მისი საკლუბო კარიერაც რუბინის შემდეგ წინ არ წასულა და მესმის, რატომაც ჰქონდა ცუდი პრესა. მომავალი წინა აქვს და იმედია, მოუმატებს
: )))))))
09 სექტემბერი 2021 12:26
1
ნამდვილად!ზურიკელამ კარგად იტამაშა ესპანეთად და ბულგარეთან! ჩვენებიდან მგონი ყველაზე უკეთესი იყო! ვუსურვოთ მას წარმატებები!
დუტუ მეგრელი
09 სექტემბერი 2021 12:23
4
მეტ-ნაკლებად კარგი სტატიაა, კარგია რომ პრობლემებზე ვიწყებთ საუბარს. ისიც სწორი მოსაზრებაა რომ მხოლოდ მწვრთნელის ბრალეულობაზე საუბარი არ შეიძლება. სანიოლი კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა სამწვრთნელო კარიერა დიდი ვერაფრით გამოირჩევა. მთავარი პრობლემა არის დღვანდელი ქართული ფეხბურთის მესვეურებში, ფედერაციაში, პრეზიდენტში და ვინც მათ მხარში თუ წილში უდგას. ხალხნო, როდესაც ამხელა თანხა 264 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი 5 წლიანი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა (ანუ ბიუჯეტიდან, ჩვენი (მოქალაქეების) თანხები) მიხაროდა, აშენდება ქართული ფეხბურთი ვფიქრობდი. ამის ნაცვლად მუდმივი რეგრესი არის ყველა მიმართულებით: საკლუბო, სანაკრებო, საბავშო.... სად წავიდა ეს თანხები? რაში დაიხარჯა? რატომ არ არის ფედერაცია ანგარიშვალდებული ბიუჯეტიდან გახარჯულ თანხებზე? ამ საკითხს ერთ-ერთი გულშემატკივარი შეეხო და გავიმეორებ, გამოვიდეს კობიაშვილი და წარადგინოს ანგარიში თანხების გახარჯვის შესახებ? ჩვენი ჩემპიონატის დონე კარგად გამოჩნდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, რეიტინგს ვინღა უყურებს ევროპაში, ისეთ გუნდებთან ვაგებთ და ისე რომ ნამდვილად სტადიონზე მისვლა კი არადა ტელევიზორშიც აღარ გინდა ყურება კაცს. გარდა ამისა მავნებლური გადაწყვეტილებებიც იქნა მიღბული: როდესაც უეფამ ნაკრებებს დართო ნება 30% იანი დასწრების, ჩვენებმა გადაწვიტეს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინათ (მაკედონიასთან ვგულისხმობ), არ ვიცი რა იქნებოდა დინამოზე რომ 18-2ო ათასი კაცი ყოფილიყო, მაგრამ შანსი ნამდვილად მეტი გვექნებოდა. იგივე გაკეთდა ბათუმში, კოსოვოსთან თამაშზე. მე რასაც ვვხედავ, იმას ვამბობო, შეიძლება ვინმემ იცის რაიმე სწორი, კარგი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამჟამინდელმა ფედერაციამ გააკეთა, მაშინ გამოვიდნენ და თქვან რა გაკეთდა, თორემ საჩხერეში ერთი ხელოვნურ საფარიანი სტადიონის გაკეთება (რომელიც ჯამში 480,000 ლარი დაჯდა) ქართულ ფეხბურთს ვერ უშველის. უბრალოდ მრცხვენია იმ მდგომარეობის, რაშიც დღეს მესხის, პაიჭაძის, დათუნაშვილის და ყიფიანის ტალანტების ისტორიის მქონე ქვეყანაა. დროა პასუხი აგონ თავიანთ ქმედებაზე.
fani
09 სექტემბერი 2021 16:33
1
მთავარი პრობლმა არის ის, რომ ჩვენი შიდა ჩემპიონატის დონის ამაღლება შეუძლებელია!
aburjga
09 სექტემბერი 2021 18:22
4
ეხლაც იმ აზრზე ვარ რომ არ არის საჭირო უცხო მწვრთნელი,საჭიროა პროფესიონალთა 3 კაციანი მწვრთნელთა გუნდი(ანალიტიკოსი,კარგი ფსიქოლოგი,მთავარი მწვრთნელი)მუდმივი კომუნიკაცია პოტენციურ ნაკრების წევრებთან,დამუშავებული კომნინაციები,სისტემა, მონახაზი.ყველა მოთამაშის თამაშების ყურება თავიანთ კლუბებში ,მოკლედ დღე და ღამე არ უნდა ეძინოთ იმდენი საქმეა გასაკეთებელი და არა მარტო ფეხბურთში და ამას არავინ აკეთებს დარწმუნებული ვარ და აქამდეც არ აკეთებდნენ.ალბათ შეიკრიბებიან ნაკრების თამაშებზე და ერთმანეთის მოკითხვაში არიან!!
თეოფა
09 სექტემბერი 2021 14:23
0
სასწრაფოდ!!! აღიგავოს პირისაგან მიწისა ფეხბურთის ფედერაცია, ოღონდ მას შემდეგ რაც პასუხს აგებენ ბიუჯეტიდან, არაფერში (სად არის შედეგი) არაფერში გადაყრილ ხალხის ათეულობით მილიონებზე!!!
!!!
09 სექტემბერი 2021 16:31
3
გაუქმდეს საქართველოს ფეღბურთის ფედერაცია!
ლუკა
09 სექტემბერი 2021 15:14
4
ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თქმა -გაახალგაზრდავება სანაკრებო დონეზე არამართებულია. -უნდა ითამაშოს მან, ვინც უკეთეს ფორმაშია..
-ძირითად შემადგენლობაში არ უნდა იყვეს ის ფეხბურთელი, რომელსაც კლუბში მინიმუმ ერთ ტაიმს არ ათამაშებენ სტაბილურად. აბურჯანია არ იყო ფორმაში და არცერთი თამაში არ უნდა ეთამაშა.
rable
09 სექტემბერი 2021 13:13
2
ეგენი ხო დაგლიჯავენ.
საკლუბო დონეზე არ ეძლევათ თამაშის საშუალება, ნაკრებში მაინც ითამაშონ.
რა აზრი აქვს 1:0-ს წააგებ თუ 7:0-ს. ბურთების სხვაობა გვაქვს არასახარბიელო თორე გავდიოდით ჯგუფიდან :).
:)
09 სექტემბერი 2021 13:28
4
ბოლო დღეებში დიდი ანგარიშები იმიტომ მომრავლდა,რომ მაყურებელი დაუშვეს სტადიონებზე.ისინი აიძულებენ ფეხბურთელებს,კიდევუფრო მეტად შეუტიონ.ჩვენც ეს გვაკლდა, კოსოვოსთან.
სოსო
09 სექტემბერი 2021 12:13
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული