არასათანადო განწყობა, ექსპერიმენტები, ცუდი შედეგები - სანიოლმა მიზნიდან გადაუხვია

AutoSharing Option
ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ვილი სანიოლის მიერ დასახელებული შემადგენლობის შემდეგ, სოციალურ ქსელში აღფრთოვანება იყო. წარმატების შემთხვევაში, ფრანგ მთავარ მწვრთნელს ერთგვარად აღიარება მოუწევდა, რომ წინა მატჩებში 11-ეულის შერჩევისას შეცდა. სამწუხაროდ, ამის საჭიროება არ დამდგარა...

სანიოლი გამორჩეული მოთამაშე იყო და გამოცდილებასთან ერთად, იქნებ ასეთივე მთავარი მწვრთნელიც გახდეს, თუმცა დღეს, კარგი დასაწყისის მიუხედავად, ამის თქმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებში ვერც საკმარის განწყობას ვხედავთ, მუდმივ ექსპერიმენტულ რეჟიმში ვართ და საქმე მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის შერჩევაში ხომ არაა - არ იკვეთება გეგმა, სათამაშო სქემა, რომლითაც "ჯვაროსნებმა"
წარმატებას უნდა მიაღწიონ.

რაც საქართველოს ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებ, არასდროს მსურდა მთელი ჯოხი მთავარ მწვრთნელზე გადატეხილიყო და ახლაც ამავე აზრზე ვარ. ზედიზედ სამი კატასტროფული მატჩის შემდეგ ან უნდა ვაღიაროთ, რომ რაც ვნახეთ, მეტი არ შეგვიძლია, ან თითოეულმა მოთამაშემ გამომწვევი მიზეზები საკუთარ თავში ღრმად ეძიოს...

Sportall.Ge

ფრანგმა სპეციალისტმა თაობათა ცვლა ახსენა. ჯერ ერთი, ეს სანაკრებო ტერმინი ნაკლებადაა, ეროვნულ გუნდში მათ იწვევენ, ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია. მეორეც, რომელ გაახალგაზრდავებაზე ვსაუბრობთ, როცა გურამ კაშიას გარეშე (იმის მიუხედავად, რომ ესპანური მატჩი ჩააგდო), ჩვენი ნაკრების დაცვას ორგანიზებულობის არაფერი ეტყობა და ქაოსის ნიშნებია. როცა გიორგი აბურჯანიას ცუდ ფორმას აღვნიშნავთ და ამ დროს, არსებულ კონტიგენტში არ იძებნება სხვა ნახევარმცველი, რომელიც თამაშის დალაგებას, წინ პასსა და შეტევის გამწვავებას ეცდება...

წარსულზე სინანული ადამიანებს დაგვიანებით ჩვევიათ. ამ გადასახედიდან ვლადიმირ ვაისის გარკვეული გადაწყვეტილებები უფრო გასაგები გახდა - ძალიან რთულია, ეროვნული ლიგის ტემპიდან და მოწინააღმდეგის დონიდან ამხელა მასშტაბის მიზნებზე გადახვიდე. ამის აღიარება სასიამოვნო არაა, მაგრამ ასეა. ეროვნული ნაკრებიც ვინმეს კლასის ასამაღლებებელ ადგილადაც ვერ გამოდგება...

Sportall.Ge

სლოვაკმა სპეციალისტმა "ერთა ლიგაში" წარმატებას პირველ რიგში დაცვის სტაბილურობით მიაღწია - კვირკველიასა და კაშიას წყვილი ფაქტობრივად, უშეცდომოდ გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, მაშინაც ერთ ლიდერზე (გიორგი ჩაკვეტაძე) ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მაგრამ ცალკეულ რგოლებში მოთამაშეები უკეთეს სპორტულ ფორმაში გვყავდნენ. მაგალითად, როგორ შეიძლება მაშინდელი და დღევანდელი ჯაბა კანკავას შედარება?! ასაკი მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დღეს დაცვაში, მითუმეტეს იმ ექსპერიმენტის ფონზე, რაც ბულგარეთში ვნახეთ, კატასტროფული ვითარებაა. ლაშა დვალისა და ჯიმი ტაბიძის დაბრუნებას დიდი ინტერესით დაველოდებით...

სექტემბრის მატჩების შემდეგ, პოზიტიური ფიქრი რთულია, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, იმ ხალხის "საქმე გავაკეთოთ", სტადიონების მიმართ სხვა გეგმები რომ აქვთ. ბოლო დღეებში, ევროპულ ფეხბურთს ანგარიშებში დიდი სხვაობები დასჩემდა, რაც წინა პერიოდში ნაკლებად იყო, მაგალითად, თურქეთისა და ისრაელის ეროვნული გუნდების შემთხვევაში. თუმცა, უფსკრული და განსხვავება ამხელა ნამდვილად არაა, ნაკრებები სერიოზულად პროგრესირებენ. ერთხელ ჩვენც უნდა შევძლოთ, ახალ მიზნებზე გავიდეთ!

Sportall.Ge

როცა დადებითს ვახსენებთ, გიორგი წიტაიშვილის თამაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მის შემოქმედებას მარგი ქმედება შესაძლოა, ნაკლებად აქვს, თუმცა ამისთვის სულ ცოტა აკლდება. გიორგის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და მეტოქეებს გაფრთხილებებიც მიაღებინა. შეტევაში მეტი ორგანიზებულობის შემთხვევაში, წიტაიშვილიც უფრო პროდუქტიული გახდება. სასიამოვნოა ზურიკო დავითაშვილის მონდომება. როგორ უნდა დაუკარგო მცდელობები გიორგი ჩაკვეტაძესა და და გიორგი მიქაუტაძეს, მაგრამ ეს ძალიან მცირეა და შორი რაიმე ხელშესახებ შედეგებამდე...

Sportall.Ge

სანიოლმა უკეთესი ოქტომბერი დაგვიანონსა. ჩვენს ნაკრებს შესარჩევის ბოლოს ჩვევია ისეთი გამარჯვებები, მეტოქეს რომ გეგმებს უშლის (შოტლანდიის ნაკრებს განსაკუთრებით ვჯაბნით). იქნებ, ამჟამად ეს ბერძნები იყვნენ. თავს მხოლოდ ასე თუ დავიმშვიდებთ, თორემ მინიმალური გეგმები და მოთხოვნები (ჯგუფში მინიმუმ, მესამე ადგილზე გასვლა), რაც ფრანგი სპეციალისტისა და მისი შტაბის მიმართ იყო, ფაქტია, უკვე არ შესრულდა...

altMarca მამარდაშვილის საშინელ დებიუტს გამოეხმაურა

altსანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

altსაქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 66 /
გამოსავალი და ყველა მიზეზი ერთ სტატიაში ვერ ითქმება მაგრამ ყველაფერი ჩვენი ბრალია, რუმინეთში შემთხვევით მოგებაზე რომ ვზეიმობდით და საბერძნეთში კვარაცხელიას ქულას ნაკრებს ვაწერდით
სანიოლი და ლიზარაზუ
09 სექტემბერი 2021 13:15
1
კი ეგრე იყო ნამდვილად
ივან
09 სექტემბერი 2021 13:48
0
ე-ლიგის დონე დაბალიაო, ზიმბაბვედან და პალესტინიდან მოყავთ ფეხბურთელი, შაყირია ხო? "ცქიფო" უმუშევარია და მწვრთნელებზე ვმსჯელობთ, აი თუნდაც გვარს არ დავასაზელებ,"ჩიხურას"სკამი ხეხა, მერე "შუქურასი", მამიკომ სლოვაკეთში გაუშვა.ველოდებით ეროვნულში,))
ჯაბა
09 სექტემბერი 2021 15:39
1
კარგი იყო სანაკრებო დონეზე ბევრი ქართველი ფეხბურთელის თამაში რომ ვნახეთ.
ბევრი ვერ ვახერხებთ თვალყური ვადევნოთ მათ თამაშს საკლუბო დონეზე.
ნაკრებში სულ ისეთ სახეებს ვხედავდით, ვისაც ცოტათი მაინც ეხერხება ფეხბურთის თამაში. ამ შეხვედრებმა კი ნათლად აჩვენა რომ საქართველოში ფეხბურთელების ცეხი საერთოდ მკვდარია.
:)
09 სექტემბერი 2021 13:47
0
ეს უტიფარი ხიზანიშვილი რაღას მიუსვით სანიოლს, უწიგნურმა სამსახური ვერ იშოვა და დაასაქმეთ. სად მიდის ამხელა ფული იცის ვინმემ შიგა ხროვის გარდა?
gia
09 სექტემბერი 2021 16:37
2
პარლამენრში შეტენეს კობიაშვილი როცა წერა-კითხვა არ იცის, მაგან ფეხბურთს როგორ უნდა მიხედოს, უსაქმურების ბირჟა რომ გააკეთა ფედერაციაში???????
??????
09 სექტემბერი 2021 16:35
5
სპორტული ჯურნალისტები და კომენტატოტებიც ვითომ კრიტიკულები რომ ხართ, ხან მწვრთნელს აბრალებთ ხან ფეხბურთელების უკლასობას, ფედერეციის კრიტიკა, მწვავე კი არა უბრალოდ კრიტიკა რომელიმეს გაგიბედავთ??? რაღაც არ მახსენდება.
უკლასო ფეხბეურთელები რომ გვყავს ნეტა ვისი ბრალია? მე გეტყვით: უსაზიზღრესი ეროვნული ჩემპიონატის და ბავშვთა მწვრთნელების არაპროფესიონალიზმის•
იმდენ მილიონს რომ ფლანგავენ კობიაშვილი და მისი ხისთავიანი ძმაკაცები და აქეთ აგინებენ გულშემატკივარს რომელიმე ჟურნალისტმა ხმა ამოიღეთ????
ბავშვთა ფეღბურთსი ვდებთ ფულსო, მოითხოვეთ ანგარიში კონკრეტულად რას აკეთებენ?
კახა
09 სექტემბერი 2021 14:26
2
არ-მოწონება ვინც დასვა, გაგვაგებინეთ რას არ ეთანხმებით? ფედერაციაში ხისთავიანი ქურდები არ სხედან?
გიორგი
09 სექტემბერი 2021 15:53
2
ამათ მწვრთნელად სტალინს თუ დაუყენებ, ნაწილს დახვრიტავს და ნაწილს გადაასახლებს, დარჩენილები შიშისგან ითამაშებენ როგორც საჭიროა ისე.
სხვა მეტი არ ვიცი ამათ რამე თუ უშველის.
დათო
09 სექტემბერი 2021 14:07
4
ეს რა წესი შემოვიდა, გამოუცდელი ფეხბურთელების პირდაპირ ეროვნულ ნაკრებში დაყენება??? ფეხბურთელი ასაკობრივ ნაკრებში უნდა გასინჯონ... თუ დაიმსახურებს, შემდეგ ეროვნულ ნაკრებში...
tngh
09 სექტემბერი 2021 14:56
1
ბულგარეთთან ერთი უცნაურობა დავინახე. ორივე მეკარის მიერ შორს ჩაწოდებულ ყველა ბურთს ბულგარელი იღებდა. დაუჯერებელია, რომ ყოველთვის ბულგარელებს უმართლებდა. იქნებ ისინი მოძრაობდნენ და ჩვენები კი იდგნენ? ბუზიყლაპიების ნაკრებია.
გიორგი
09 სექტემბერი 2021 14:47
0
შეიცვალოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.
guga
09 სექტემბერი 2021 15:51
2
ფედერაცია ისე იქცევა ვითომ მათ არაფერი ეხებათ. ვის უნდა მიმართო კაცმა ესეთ სიტუაციაში, როცა ქვეყანას ოდნავ მაინც პატრონი როცა არა ჰყავს. თავად კი გრიალებენ ფეხბურთზე გამოყოფილი ფულით და რაში ენაღვლებათ, შენ წერე და იკითხე გაიხეთქე გული
gori
09 სექტემბერი 2021 16:33
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული