გრიგოლ ვაშაძე: 250 მილიონი დაგვიჯდა 91-ე ადგილი FIFA-ს რეიტინგში

AutoSharing Option
საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა,  პარტია "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა,  გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ბიუჯეტის თანხების პოპულისტური მიზნებისთვის ხარჯვაზე ისაუბრა და საფეხბურთო თემასაც შეეხო:

"არ შეიძლება პოპულისტური მიზნებისთვის ბიუჯეტის თანხების არჩევნებისთვის მოსროლა. მტკივნეულ თემაზე არ ვლაპარაკობ, ეგერ 0:3-ს რომ აგებენ, 250 მილიონი რომ დაგვიჯდა 91-ე ადგილი FIFA-ს რეიტინგში და ისევ ბოლო ადგილზე ვართ ჯგუფში".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ოთხი მარცხი განიცადა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფის აუტსაიდერია.

მკითხველის კომენტარები / 19 /
შენღა აკლდი ქართულ ფეხბურთს, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებმა თქვენ ქვეყნებს რომ მიხედოთ არა, გამომივიდა ეხლა ესეც დიდი მცოდნე ფეხბურთის
მამუკა
09 სექტემბერი 2021 22:13
64
მწამებელ, მოძალადე, გამაუპატიურებელ, მანიაკ, კორუფციაში ჩაძირულ და მიწების დამკარგავ ნაცების ქვეყანაში ცხოვრებას კიდე ეს გვირჩევნია.
simartle-ს მწარე სიმართლე
10 სექტემბერი 2021 00:55
38
ყველაფერზე ნაცები რო გელანდება ეგ უფრო ტეხავს ვიდრე გრიგოლის ექსპერტობა ცოტა ობიექტურობა არ გაწყენს ფაქტია მილიონები იხარჯება ტყუულა საქმე არ კეთდება პასუხსაც არავინ აგგებ
ნოდო
09 სექტემბერი 2021 23:55
28
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული