"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემას - "სპორტი იმედზე" სტუმრობდა და სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულად ისაუბრა:

"წარმოუდგენელია, რაც მოხდა. დღეები გადის და ამ კატასტროფას ვერ ვხსნი. სამარცხვინოა, გამართლებას ვერ ვპოულობ...

უამრავი კრიტიკოსი საუბრობს და მიზეზად მაგალითად, შემადგენლობის არასწორად შერჩევას ასახელებს. თუმცა, გუნდმა ასე არ უნდა ითამაშოს!

როცა მოთამაშეებმა იციან რომ ამდენი წელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ გაგვიმარჯვია, ხომ გინდა რაღაც შეცვალო? თანაც, შენ მიერ არაღიარებულ ქვეყანას ეთამაშები.

ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ! არ შეიძლება, ყველაფერი
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას დაბრალდეს. კოსოვოს ფორვარდსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს არსად დაეტყო.

დედას ვფიცავარ, ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით...

ხომ ნახეს, ტრავმირებულმა ბექაურმა ოლიმპიადაზე როგორ გაიმარჯვა. ხომ უნდათ, აეროპორტში ტაშით ფეხბურთელებსაც დახვდნენ?! სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!

გერმანიაში ლეროი ზანეს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ, უსტვენდნენ და ამან მასზე დადებითად იმოქმედა...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა მარტში არ ყოფილა, როცა სანიოლს მოთამაშეების უმრავლესობა სახეზე არ იცნობდა და ახლა რატომ უნდა დამდგარიყო?!

ესპანეთის წინააღმდეგ დასახელებული შემადგენლობა რომ გავიგე, კარგი განწყობა არც მე მქონდა, მაგრამ რატომ უნდა შეცვალო შემადგენლობა, თუკი ამის საბაბი არ გაქვს? ფეხბურთელებმა კოსოვოსთან თამაში ჩააგდეს - მეტოქეს ჩვენზე ბევრად მეტი არ უნდა ერბინა და მეტ ორთაბრძოლაში არ გაემარჯვა.

როცა ზოგიერთი ექსპერტობს და წაგების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ამ ადგილას იყვნენ და ერთი მოედანი არ გაუკეთებიათ...

კვეკვესკირი ძალიან მიყვარს, მაგრამ სანიოლი მისი წინა სანაკრებო მატჩებით უკმაყოფილო დარჩა და ამის შესახებ ნიკამაც იცის.

ქვილითაიამ როცა მატჩები ჩააგდო, ივნისის შეკრებაზე არ გამოიძახეს, ახლა მწვრთნელმა მას შანსი ისევ მისცა, მაგრამ რამე შეიცვალა?

ჩვენ ვცდილობთ, მოთამაშეებს კომფორტული გარემო შევუქმნათ.

ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს.

წიტაიშვილს ეტყობოდა რომ მონდომებული იყო, მეტოქის მოტყუებასა და თამაშის გამწვავებას ცდილობდა, თავის გამოჩენა ჯარიმიდანაც სცადა.

ზოგიერთი მოთამაშე, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი, მომხდარს განიცდიდა, ბევრს კი პასუხისმგებლობის გრძნობაც არ აქვს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მის უკან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ისინი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების თამაშს აკვირდებიან. თითოეული წარმატება ხვალინდელ დღეზე გადის."

altალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ



მკითხველის კომენტარები / 94 /
Gidastureb mteli werilis shinaarss.zusti aslia chemi nafiqris.
Diax batono!!!
17 სექტემბერი 2021 07:37
1
თავ ზემოთ საშველი არ არის არ არიან დასაძახებელი ეროვნული ჩემპიონატიდან ფეხბურთელები ნაკრებში
sos
13 სექტემბერი 2021 16:57
0
თავდახრილები აბა რაა, კვდებიან სირცხვილით. მოაჯდებიან ბოლო მოდელის მანქანებს და დაქრიან გიჟებივით, ვითომც ისეთი არაფერი მომხდარიყოს და იმ წაგებულ მატჩში მათ კიარა, ბაბუაჩემ კუკურას მიუძღვოდეს ბრალი. აქ ჩვენ კიდე ვაწყდებით ნერვებს...
თომა
13 სექტემბერი 2021 13:27
0
ისე კარგად მსჯელობს და ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, რომ არა მარტო ფეხბურთის ფედერაციის, არამედ ქვეყნის პრეზიდენტიც ეგ უნდა იყოს, უბრალოდ ამ ეტაპზე დაკავებულია ის პოზიცია მზე ქალბატონით
მერე?
13 სექტემბერი 2021 12:32
4
ეგ პიროვნება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია,თუ რიგითი გულშემატკივარი?ამის შემდეგ ჩემთვის არანაირი კითხვები და იმედიც არ არის...
ოლეგი
13 სექტემბერი 2021 12:23
0
ყველანაირ პატივისცემას კარგავ უკვე კობიაშვილო და ან აიღე პასუხისმგებლობა შენს ჩასვრილ საქმეზე, ეროვნული ლიგა იქნება, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებები თუ ბავშვთა ფეხბურთი ყველაფერი, რომ აგიქოთდა წადი ბიძიკო თანამდებობიდან ან ნამუსი გეყოს და ფეხბურთელებს მაინც ნუ აწმენდ ხელს
სოსო
13 სექტემბერი 2021 12:15
0
ან სპორტს მიხედე ან პოლიტიკას , ორივე არ გამოდის, კომ პარტია ხო არ არი შე კაი კაცო
lm
13 სექტემბერი 2021 11:47
2
ეროვნული ლიგა კატასტროფა, ყველა ასაკობრივი ნაკრებები ნული, ეროვნული ნაკრები ნულს ქვემოთ, გამოდიხარ და იმის ნაცვლად, რო დაგვაიმედო რებს ლაპარაკობ? ფეხბურთელობისას ყველას გვიყვარდი და ჯობია კაცურად გაეცალო აქაურობას, სანამ ხალხს თავს არ შეაზიზღებ
გოგა
13 სექტემბერი 2021 11:23
1
გადადექი რა
gia
13 სექტემბერი 2021 11:18
2
ეს ისეთი წარმატებულია ფედერაციაშიც და პარლამენტშიც რომ ერთი-ორი სფერო უნდა ჩავაბაროთ კიდევ!!! ინფრასტრუქტურის მინისტრია თუ ფედერაციის პრეზიდენტი?! ნაკრები ხომ გლიჯავს ყველაფერს და პარლამენტში კიდევ ტრიბუნიდან ვერ ჩსმოყავთ კანონპროექტების განხილვის დროს თურმე!!!
!!!!!!!
13 სექტემბერი 2021 09:49
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული