"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემას - "სპორტი იმედზე" სტუმრობდა და სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულად ისაუბრა:

"წარმოუდგენელია, რაც მოხდა. დღეები გადის და ამ კატასტროფას ვერ ვხსნი. სამარცხვინოა, გამართლებას ვერ ვპოულობ...

უამრავი კრიტიკოსი საუბრობს და მიზეზად მაგალითად, შემადგენლობის არასწორად შერჩევას ასახელებს. თუმცა, გუნდმა ასე არ უნდა ითამაშოს!

როცა მოთამაშეებმა იციან რომ ამდენი წელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ გაგვიმარჯვია, ხომ გინდა რაღაც შეცვალო? თანაც, შენ მიერ არაღიარებულ ქვეყანას ეთამაშები.

ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ! არ შეიძლება, ყველაფერი
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას დაბრალდეს. კოსოვოს ფორვარდსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს არსად დაეტყო.

დედას ვფიცავარ, ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით...

ხომ ნახეს, ტრავმირებულმა ბექაურმა ოლიმპიადაზე როგორ გაიმარჯვა. ხომ უნდათ, აეროპორტში ტაშით ფეხბურთელებსაც დახვდნენ?! სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!

გერმანიაში ლეროი ზანეს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ, უსტვენდნენ და ამან მასზე დადებითად იმოქმედა...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა მარტში არ ყოფილა, როცა სანიოლს მოთამაშეების უმრავლესობა სახეზე არ იცნობდა და ახლა რატომ უნდა დამდგარიყო?!

ესპანეთის წინააღმდეგ დასახელებული შემადგენლობა რომ გავიგე, კარგი განწყობა არც მე მქონდა, მაგრამ რატომ უნდა შეცვალო შემადგენლობა, თუკი ამის საბაბი არ გაქვს? ფეხბურთელებმა კოსოვოსთან თამაში ჩააგდეს - მეტოქეს ჩვენზე ბევრად მეტი არ უნდა ერბინა და მეტ ორთაბრძოლაში არ გაემარჯვა.

როცა ზოგიერთი ექსპერტობს და წაგების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ამ ადგილას იყვნენ და ერთი მოედანი არ გაუკეთებიათ...

კვეკვესკირი ძალიან მიყვარს, მაგრამ სანიოლი მისი წინა სანაკრებო მატჩებით უკმაყოფილო დარჩა და ამის შესახებ ნიკამაც იცის.

ქვილითაიამ როცა მატჩები ჩააგდო, ივნისის შეკრებაზე არ გამოიძახეს, ახლა მწვრთნელმა მას შანსი ისევ მისცა, მაგრამ რამე შეიცვალა?

ჩვენ ვცდილობთ, მოთამაშეებს კომფორტული გარემო შევუქმნათ.

ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს.

წიტაიშვილს ეტყობოდა რომ მონდომებული იყო, მეტოქის მოტყუებასა და თამაშის გამწვავებას ცდილობდა, თავის გამოჩენა ჯარიმიდანაც სცადა.

ზოგიერთი მოთამაშე, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი, მომხდარს განიცდიდა, ბევრს კი პასუხისმგებლობის გრძნობაც არ აქვს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მის უკან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ისინი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების თამაშს აკვირდებიან. თითოეული წარმატება ხვალინდელ დღეზე გადის."

altალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ



მკითხველის კომენტარები / 94 /
ახლა მაინც მიხვდით რამეს? მეტი არაა ჩემი მტერი. მაგას რომ თავმოყვარეობა ჰქონოდა, მაკედონიასთან მატჩის შემდეგ უნდა გადამდგარიყო. რაც მაგათ იკადრეს, სტადიონზე ნაცნობობით და პარტიულობით რომ დაუშვეს დამსწრეები და გულშემატკივრისთვის ჩაკეტეს და რაც იმ ორუჯრედიანმა ცქიტიშვილმა იკადრა მეორე დღეს, ფედერაციის შენობასთან. მაგრამ არა, მაშინ გამპრავებელი ბევრი გამოუჩნდა და იმ ბიჭებს ნაცები და პროვოკატორები ეძახეს. აგერ შედეგი-მორიგი უტიფრობა!
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
13 სექტემბერი 2021 09:22
6
ევროპა იცი საერთოდ საითაა
სერგო
13 სექტემბერი 2021 11:34
5
ისე ბაზრობ შენ პუტიოვი უნდა ჩანდე ქართული მერკებით ხომ არ შევხვდეთ და ფეხბურთზე და სხვა ბევრ რამეზე ხომ არ ვისაუბროთ , ერთ ბოთლ ტვიშზე დაგპატიჟებდი დასაწყისისთვის მერე კაკ კარტი ლიაჟუტ
sergo
13 სექტემბერი 2021 11:28
6
ყველა გამოხმაურება
სახელმწიფო მოხელე (ეს იქნება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი თუ ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე თანამდებობის პირი), რომელიც დაკისრებულ საქმეს ვერ უძღვება უნდა გადადგეს (თუ სინდისი აქვს) ან უნდა გადავაყენოთ (გავიწვიოთ) , სხვანაირად სახელმწიფო არ შენდება. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს სპეციალური საკანონმდებლო ბაზა და მის შესრულებაზე უმკაცრესი კონტროლი საზოგადოებამ უნდა განახორციელოს.
როკო
13 სექტემბერი 2021 09:08
0
საბურთალომ არ წააგო ბათუმთან იქნებ შემდეგ თამაშზე შვედეთთან დავაყენოთ 6 საბურთალოელი. რა სერიოზული გადაწყვეტილებებიც იყო სამწვრთნელო შტაბისგან ის მიდგომა იყო ფეხბურთელებისაგანაც.საქართველოს ჩემპიონატის დონეზეც რო არ გამოირჩევიან არაფრით პირდაპირ ესპანეთზე რო მიუშვით საღად მოაზროვნე არავინ იყო ?
გიჩა
13 სექტემბერი 2021 07:49
0
ეს ისეთი გულიანი კაცი ყოფილა მესამე თანამდებობაც უნდა გამოვუძებნოთ.
Giga
13 სექტემბერი 2021 02:36
4
მოვითხოვ ფეხბურთის ფედერაციას ჩაუტარდესდამოუკიდებელი ფინანსური აუდიტი აუცილებლად საერთაშორისო კომპანიის მიერ!!!
Lasha
13 სექტემბერი 2021 02:04
2
ვკითხულობ კომენტარებს და რამდენი ცდილობს შავის გათეთრებას.წესიერება უწესობა ყოფილა და უწესობა თურმე წესიერებაა.რამდენი შეძლებია ბატონ ფულს და კარგ ცხოვრებას.
Giusha3232
13 სექტემბერი 2021 02:03
2
კობიაშვილო გეყოს კაციბა და გადადექი და წაიყვანე შენი სადმაკაცო რაც გააკეთეთ იმაზე ნუ იმასლებით მაგიტომაც იყავით მაქ რო რაღაც გაგეკეთებიათ ამათ უნამუსობას საზღვარი არააქო იმადლებიან სტადიონები გავაკეთეთო აბა ხელფასის გულისთვის მოდით მარტო??? უნდა გაგეკეთებიათ იმასე მეტი ვიდრე გააკეთეთ და თქვენი მაქსიმუმი ამოწურეთ უკვე და გეყოთ წადით,,,, ერთი მაინტრრსებს კიდე სანიოლის თვითონ მოიყხოვა ხიზანიშვილი ასისტენტად მინდაო??? თუ თქვენ შეტენეთ??? უმუშავარი გჩებოდათ ხოო??? სად წაგეყვანათ არ იცოდით და შეტენეთ ნაკრებში როგორც უკვე გამოჩნდა ნათლულებს იძახებთ იმის გამო რო კარგათ გაიყიდონ და მოიწყონ ცხოვრება და მერე ნაკრებში ჩამოსვლაზე მიზეზები არ დაელევათ,,,,, წადი წადი წადი და სხვა მოვა შენ ადგილას მაგალითად მე მაგრათ მინდა ქეცბა მოვიდეს ჯერ საკითხავია თუ დდათანხდება მარა ქეცბა იმნაირი ჯიგარია ისეთი პატრიოტია ჩამოვა და სულს და გულს ჩადებს ფაქტი არა რო გამოუვა მარა ერთი ვიცი დანამდვილებით სიმართლეს გვეტყვის და გულს ჩადებს თავის საქმეში ასე რო მოსვით მაგედან თუ კაცები ხართ და აიღეთ თქვენი პასუხისგებლობა თორე ფეხბურთელები რო “ჭ” კლასის გვყავს და მოვალეობის მოხდის მიზნით რო ჩამოდიან ეგ ჩვენი ვიცით რათქმაუნდა ჯაბა კანკავას არ ეხება ერთადერთი კაცი ვინ ჟირკიანათ და გულით თამაშობს მართლა რო 100% იხარჯება,,,,,,თქვენ კი დავააი მოსვით მაქედან
ქუთაისელი
13 სექტემბერი 2021 00:05
5
აჰა ამასაც მოვესწარით ადრე მწვრთნელის ბრალი იყო ხოლმე ეხლა ფეხბურთელების!!! მოკლედ მხოლოდ ფედერაციაა უმწიკვლო და მართალი!!!
ასეა ეს ....
12 სექტემბერი 2021 23:31
4
ინფრასტრუქტურა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა გააკეთოს და არა ფედერაციამ თქვენ სპორტულ შედეგებს მიხედეთ მილიონები რომ დახარჯეთ და 1-2 გუნდიღა დარჩა ჩვენთვის რომ არ მოუგია სან მარინო და გიბრალტარი ალბათ !!! და ამ ყველაფერზე პასუხი ვინ უნდა აგოს ფეხბურთელებმა ?! მაგარი ლოგიკა გაქვთ ვერაფერს იტყვის კაცი, ყოჩაღ!!! ფედერაციის ხელმძღვანელობას ყველას ერთად რამდენი წიგნი გაქვთ წაკითხული საინტერესოა?!
S.O.S.
12 სექტემბერი 2021 23:29
2
ფეხფურთელს თუ გული არ უძგერს თავისი დროშის ქვეშ რომ თამშობს, ეგეც ფედერაციას დავაბრალოთ? 3-4 მოთამაშე გვყავს მხოლოდ ვინც თავს დებს ბოლომდე და მადლობა მათ ამისთვის!
???
12 სექტემბერი 2021 23:20
13

სიახლეები პოპულარული