საქართველოს ნაკრები რეიტინგში მნიშვნელოვნად დაქვეითდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა კატასტროფული სექტემბრის შემდეგ, ფიფას რეიტინგში მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა. ვილი სანიოლის გუნდი 5 საფეხურით დაქვეითდა და 96-ე პოზიციას იკავებს. ჩვენზე წინ ვიეტნამისა (95) და ლუქსემბურგის (94) ნაკრებები არიან.

შეგახსენებთ, "ჯვაროსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორივე შეხვედრასა (კოსოვოსთან 0:1; ესპანეთთან 0:4) და ამხანაგურ მატჩში (ბულგარეთთან 1:4) დამარცხდნენ.

რეიტინგის მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:

1. ბელგია;

2. ბრაზილია;

3.ინგლისი;

4. საფრანგეთი;

5. იტალია ;

6.არგენტინა;

7. პორტუგალია;

8. ესპანეთი;

9.მექსიკა;

10. დანია

საქართველოს ნაკრები 9 ოტტომბერს საბერძნეთს ისევ ბათუმში
უმასპინძლებს, 12 ოქტომბერს კი კოსოვოს ნაკრებს ესტუმრება.

altარასათანადო განწყობა, ექსპერიმენტები, ცუდი შედეგები - სანიოლმა მიზნიდან გადაუხვია

altსად გაქრა სანიოლის მცდელობები?! - არ გვინდა დავიჯეროთ, რომ შევცდით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ქართულ საფეხბურთო სამყაროში 99% ხალხის ძალიან გაუნათლებელი, მხოლოდ ფულის და ძალაუფლების მოყვარული ხალხია. მალე ასეულს მიღმაც აღმოვჩნდებით და ეს სრულიად ლოგიკური იქნება. აქეთ მხარეს კი არავინ არ იცის როგორ უნდა შევცვალოთ ეს მანკიერი მმართველობა.
ირაკლი
18 სექტემბერი 2021 01:15
0
სადამდე დავიდა ქართული ფეხბურთი, სადამდე. უკვე არაფრის იმედი არ მაქვს. ფეხბურთს ფეხბურთელები თამაშობენ და არა მწვრთნელები. დამისახელეთ გუნდი მსოფლიოში რომელსაც მაღალი კლასის ფეხბურთელები არ ჰყავდეს და შედეგები ჰქონდეს.ვერ დაასახელებთ. გული მიკვდება რაც საკლუბო ფეხბურთში ხდება.ისეთმა ქვყნების კლუბები მოხვდნენ ევროპის ჯგუფებში, რომ გული გეტკინება.მე 1976 წლიდან, ვუყურებ ფეხბურთს. ნანახი მაქვს დინამოს ოქროს თაობის თამაშები. იმათი შთამომავლები თუ ესა ვართ, გადაგვარების გზაზე ვართ და ეს არი.ყოფილ სსსრკ-ში თბილისის დინამო (ანუ საქართველოს ნაკრები) მესამე გუნდი იყო რუსეთისა და ურაინის შემდეგ. ეხლა კი ამ ორი ქვეყნის გარდა გაგვასწრეს სომხეთმა, აზერბაიჯანმა, მოლდოვამ, ყაზახეთმა, ბელარუსმა, ესტონეთმა და ლატვიამ.ჩამოთვლილი ქვეყნების კლუბების უმრავლესობას უმაღლესი კი არა პირველი ლიგაც არ ქონდათ ნანახი. ამიხსენით ასე როგორ დავჩაჩანაკდით. ეს დაახლოებით იგივეა , რომ ბრაზილია დაქვეითდეს ისე როგორც მაჩანჩალა გუნდი. იმას ვერავინ დამაჯერებს რომ საქართველოში ტალანტები არ იბადებიან, როგორ შეიძლება ამხელა წარსულის და ფეხბურთის ჯადოქრების ქვეყანაში ნიჭიერები არ იბადებოდნენ. ყველაფერს თავი რომ დაანებო 1981 წელს უეფამ საუკეთესო 20 ფეხბურთელში 4 თბილისის დინამოელი შეიყვანა : ყიფიანი, შენგელია, ჩივაძე და გუცაევი.
ესიგი რა გამოდის ჩვენ არასწორად ვზრდით თაობებს თორემ ნიჭიერება ღმერთისგან ბოძებული სიმდიდრეა.ამაზე არის დასაფიქრებელი და სამუშაო ჩასატარებელი, ფედერაცია ამიტომ გვჭირდება რომ საფეხბურთო ფილოსოფია და პოლიტიკა შეცვალოს. ჩვენ კი თითქმის ბოლო ოცი წელიწადია ერთ ადგილს ვტკეპნით.სიმართლე თუ გინდათ მე ქართული ფეხბურთი ბოლო 40 წელიწადია არ მინახავს. 1982 წლიდან დაიწყო კრიზისი, რომელიც გაღრმავდა და დღეს სადაც ვართ კი ხედავთ, ეს უკვე კატასტროფაა.
გია
17 სექტემბერი 2021 10:46
0
და საერთოდ რეიტინგში რატომ არის ნაკრები? ეს ხალხი ფეხბურთს არ თამაშობს. ეს რაღაც სხვაა - პასი, ჯარიმა, ფინტი, კუთხური და ბევრი სხვა რამ არ იციან და ამას ფეხბურთის თამაშს ვეძახით ? ეს არის მეთევზეების, პოლიციელების, კურიერების, დალაქების ნაკრები. ითამაშონ თავისთვის, ერთმანეთში: არც რეიტინგი მოაკლდებათ და ხანდახან ერთმანეთს მაინც მოუგებენ. სირცხვილია ამათი მოედანზე გასვლა, სირცხვილი !!!
ზაზა
16 სექტემბერი 2021 21:41
1
ლუქსემბურგი ჩვენზე წინ, საკლუბო ფეხბურთით და სანქკრებოთიც, ამით ყველაფერია ნათქვამი, ყოჩაღ ფედერაცია
გოგა
16 სექტემბერი 2021 19:15
1
გაგვატერეთ ვისაც სჯერა
გოგი
16 სექტემბერი 2021 18:53
2
არ მჯერა! შეცდომა იქნება!!!
ნკ
16 სექტემბერი 2021 16:46
0
ა, ძმაო, მუშაობს ფედერაცია და რას ერჩი.
ფირუზა
16 სექტემბერი 2021 15:59
1
დაიკიდეთ
gogia
16 სექტემბერი 2021 15:38
1
ჟურნალისტებო არმოთხოვოოთ პასუხი არავიის კარგადაა ყველაფერი ვუსმინოოთ გუჩაევის ქება დიდება საკუთარ თავზე როგორი გლადიატორი იყო 40 წლის უკაან!! ნუ დაანგრევთ ამ აშენებულს, ხალხი ბრმაა ვერ ხედავს რამდენი რამე, გააკეთეს კობიმ და გუნდმა :)) მადაგასკარზე წინ ხოვართ ამასაც დანახვა უნდა
beqa
16 სექტემბერი 2021 15:36
3
კობიაშვილს მესამე სამსახური მოუძებნეთ, შეთავსებით.
11
16 სექტემბერი 2021 15:19
0

სიახლეები პოპულარული