დე ძერბი: იმედი მაქვს, პრემიერლიგაში დავბრუნდები

AutoSharing Option
"ბრაიტონის" აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მუშაობის გაგრძელება კვლავ პრემიერლიგაში სურს, თუმცა ამ დროისთვის არანაირი შეთავაზება არ აქვს.

"ჯერჯერობით მოლაპარაკებებს არცერთ კლუბთან არ ვაწარმოებ. იმედი მაქვს, რომ პრემიერლიგაში მუშაობის შესაძლებლობა კვლავ მომეცემა. არ ვიცი, სად და როდის, მაგრამ პრემიერლიგაში მუშაობა დიდი პატივია", - განაცხადა დე ძერბიმ.

შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი "ბრაიტონს" 2022 წლიდან წვრთნიდა.

altდარჩა მხოლოდ ერთი კანდიდატი - "ბაიერნი" დე ძერბის ვარიანტზე გადაერთო

alt"ბარსელონას" ახალი მწვრთნელი, სავარაუდოდ, რობერტო დე ძერბი გახდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული