ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლის ნაკრებს გააძლიერებენ - ოქტომბერი მოახლოვდა

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზა შემოდგომის სამივე თვეშია. ლეგიონერების გამოძახება შეკრებამდე მინიმუმ, ორი კვირით ადრე ხდება, ასე რომ, მთავარ მწვრთნელებს მატჩიდან მატჩამდე საკმაოდ ცოტა დრო აქვთ.

საქართველოს ნაკრების კონტიგენტი ისეთი ფენომენია, მცირე დროის განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს რომ განიცდის - როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით...

უკანასკნელმა ჩაგდებულმა მატჩებმა გამოაჩინა, რომ ვილი სანიოლს გარკვეულ პოზიციებზე ახალი მოთამაშეების გამოძახება აუცილებლად სჭირდება. უპირველესად, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ შეცდომებზე მაინც უნდა ისწავლოს, თორემ, მხოლოდ კადრების ცვლილება ვერაფრის გარანტიას მოგვცემს...

ყველაფრის მთავარ მწვრთნელზე დაბრალებაც არ გამოვა - მაგალითად, მეტოქის მხრიდან
პრესინგის დაძლევასა და თავად ამის გაკეთების მცედელობას ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება ესაჭიროება, რაც სანაკრებო შეკრებაზე ნაკლებად შესაძლებელია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მატჩისწინა მოტივაციას თავისი დატვირთვა აქვს, მაგრამ ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს განსაკუთრებული გამაღიზიანებელი არ უნდა სჭირდებოდეთ.

წინა მატჩები ყველამ ჩააგდო და ჯგუფიდან გასვლის შანსებიც დაიკარგა, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე ფიქრი არაფერს მოგვცემს - საქართველოს ნაკრებმა გულშემატკივართა სიყვარული უნდა დაიბრუნოს!

მეკარეები

ეს ნამდვილად ის პოზიციაა, სადაც ახალ მოთამაშეს არ ველით და იგივე სამეული უნდა ვნახოთ.

ნაკრების ძირითად მეკარედ მიჩნეული გიორგი ლორია მშვენიერ ფორმაშია - კონფერენს ლიგაზე მისი სეივი საუკეთესოებში დასახელდა.

გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" კარში სტაბილურად დგას და ამით ბევრი რამაა ნათქვამი.

გიორგი მაკარიძეს ისევ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს და მესამე მეკარის პოზიციაზე ლაზარე კუპატაძე უნდა ვიხილოთ.

მცველები

ფრანგ მთავარ მწვრთნელს უკანა ხაზზე ბევრი საფიქრალი ექნება.

ჯიმი ტაბიძე ისევ ტრავმირებულია, საბა კვირკველია კი გუნდის გარეშე. სამაგიეროდ, ლაშა დვალი მომჯობინდა და "ფერენცვაროშის" რიგებში 90 წუთი ითამაშა.

ოთარ კაკაბაძეს, ისევე როგორც გურამ გიორბელიძეს, ბულგარეთთან შეხვედრის შემდეგ, ერთი წუთიც კი არ უთამაშიათ. როგორც გამოჩნდა, სანიოლი დავით ხოჭოლავას კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გარჯით უკმაყოფილო დარჩა.

გადავხედოთ, რა ალტერნატივა არსებობს?

Sportall.Ge

თორნიკე კირკიტაძემ ბათუმის "დინამოს" მშვენიერი გოლი გაუტანა. 25 წლის მარჯვენაფლანგელი "ჯვაროსნების" სამწვრთნელო შტაბს მონიშნულიც უნდა ჰყავდეს.

სასიამოვნოა, რომ ლუკა ლაკვეხელიანი უნგრეთის თასზე ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ - მას აქვს რესურსი, სამომავლოდ ნაკრებში მოსახვედრად იბრძოლოს.

ნახევარმცველები

ნიკა კვეკვესკირი და ვაკო გვილია ახლა უკეთეს ფორმაში არიან, ვიდრე სექტემბრის მატჩებისთვის და სავარაუდოდ, ვილი სანიოლი მათ დაეყრდნობა.

გასულ შეხვედრებში მინდვრის ცენტრში ბევრი პრობლემა იყო, რასაც გიორგი აბურჯანიას ცუდი სათამაშო ფორმაც განსაზღვრავდა. "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველმა ახლა გაიტანა და მატჩის საუკეთესოდაც დასახელდა.

ნახევარდაცვაში ახალი სისხლია საჭირო! ფრანგი სპეციალისტის შტაბმა ეს ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველებით სცადა, თუმცა ამ მცდელობამ შედეგები ნაკლებად მოიტანა...

Sportall.Ge

იქნება თუ არა ნიკა ნინუა? - ფაქტია, თემურ ქეცბაიას ხელში მას მეტი სათამაშო დრო ეძლევა და ფორმაში შესვლაც უნდა შეძლოს. 22 წლის ფეხბურთელს ნახევარდაცვის თამაშში ახალი ელემენტების შეტანის ძალა ნამდვილად შესწევს.

შემტევები

ამ რგოლში გაძლიერების რესურსი ნამდვილად არის - გიორგი ბერიძემ უნგრეთში გოლების გატანა ისევ დაიწყო. სანიოლისთვის მისი შესაძლებლობების შესახებ ისედაც ცნობილია.

მართალია, ლევან შენგელიას კლუბში ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, მაგრამ მოწინააღმდეგეების კარის აღებას მაინც ახერხებს...

"აპოელისა" და მისი ქართველი ლეგიონერების ცუდი თამაშის ფონზე, სანიოლი თორნიკე ოქრიაშვილს რამდენად ენდობა, რთული სათქმელია. ფაქტია, 29 წლის ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე იხარჯება, თუმცა ეს რამდენად საკმარისი იქნება...

Sportall.Ge

ვაკო ყაზაიშვილს სამხრეთ კორეაში ისევ გააქვს, მაგრამ სანაკრებო მატჩების ჩაგდების შემდეგ ფრანგი სპეციალისტის ნდობას ისევ მოიპოვებს თუ არა წინასწარ ვერ ვიტყვით.

რაც მთავარია, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე ახლა ნაკრებთან ერთად უნდა იყვნენ - ეს კი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა! მათთან ერთად გიორგი წიტაიშვილიც ითამაშებს, რომელმაც სადებიუტო შეხვედრებში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და გულშემატკივრებს ბრძოლისუნარიანობით თავი შეაყვარა...

გიორგი მიქაუტაძის გარდა, საქართველოს ნაკრებს ფორვარდის დეფიციტი აქვს, ნიკა კაჭარავა კი, რომელსაც "ჯვაროსნების" რიგებში 3 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 2 უკანასკნელ "ერთა ლიგაზე"), მომჯობინდა და შესაძლოა, თავის გამოჩენის შანსი მასაც მიეცეს...

altსაქართველოს ნაკრები რეიტინგში მნიშვნელოვნად დაქვეითდა

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი

altარასათანადო განწყობა, ექსპერიმენტები, ცუდი შედეგები - სანიოლმა მიზნიდან გადაუხვია



მკითხველის კომენტარები / 33 /
და არაბიძეს რომ მიცა შანსი ვაისმა არ დაუმტკიცა? მაგრამ ისე მოიშორეს ეს ფეხბურთელი ვითომ ბევრი და ასარჩევი შემტევები ყავთ თამ ძაან მაგარ ფორმაშია მაგრამ არა არ უნდათ გაიგონ და დაინახონ გადააკვდენ ამ ბებერ და უხეირო ფეხბურთელებს. ძაან ტეხავს კველა გვერდში უდგახართ ვისაც ტრამვები ქონდა და არაბიძემ რა დააშავა ასეთი? ვიცნობ შორიდან გიოს ძაან მაგარი ადამიანია მაგრამ რა არ მოუგონეს და იცით რატომ??? არაბიძემ ერთერთ ინტერვიუში ახსენა ნაკრებში და ფედერაციაში რაც სიბინძურე ხდებოდა ბოლომდე მაინც არ თქვა რას გულისხმობდა მაგრამ საკმარისი იკო და აი ამისთვის გადაეკიდეს ბიჭს ეხლა ძაან აგინებთ ფედერაციას და იქ რაც ხდება ასეთები ვართ ქართველები სხვის ნათქვამს ვიმეორებთ და ვიმეორებთ არც ვეძებთ ტყვილია თუ მართალი ეხლა კვარას მივადექით ვლანძღავთ იქეთ ჩაკვეს შუშის ფეხბურთელე ვეძახით სირცხვილია ხალხო ტრამვა არ არი დასაცინი და ასე ერთი ხელის მოსმით ვანადგურებთ სირცძვილია ნამდვილად.
kaxa
01:38 24-09-2021
3
აზრს ვერ ვხედავ -რომელ ფეხბურთელებს ენდობა ვილი... ვფიქრობ: ხოჭოლავა, ყაზაიშვილი, კაჭარავა, აბურჯანია და ა.შ ნაკრებს აღარ უნდა გააკარო. დაე ათამაშე ახალგაზრდები როტაციულად, მაინც ვაგებთ, ,,რეალობას "შეიგრძნობენ. დღევანდელი მოცემულობით 3-4 ფეხბურთელი გვყავს საშუალოევროპულ დონესთან მიახლოებული და რა უნდა ველოდოთ?...
გუსანი
11:07 23-09-2021
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული