ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 4 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები "ბათუმი არენაზე" საბერძნეთს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი ჩვენი გუნდი სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია საბერძნეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ეროვნულ
ნაკრებთან ერთად კოსოვოს წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

Sportall.Ge

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

წყარო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 60 /
რა ბედნიერებაა ქართველი გულშემატკივარი ასე რომ ერკვევა ფეხბურთში. სანიოლი ბაიერნის და საფრანგეთის ყოფილი ფეხბურთელია, მწვრთნელი ამდენ ხნიანი გამოცდილებით და ქართველი გულშემატკივარი უკეთ არჩევს ნაკრების შემადგენლობას. გულს უხარია კომენტარებს რომ ვკითხულობ, თქვენ გენაცვალეთ ცრემლი მომადგა ცალ თვალზე.
semi
01 ოქტომბერი 2021 10:40
1
არ ვიჭრები მწვრთნელის კომპეტენციაში ,მაგრამ ერთი კია სანიოლი რომ თამაშობდა და მწვრთნელობდა თურმე სულ ქართველ ფეხბურთელებს აკვირდებოდა და რა გასაკვირია მანვე დააყენოს ოპტიმალური შემადგენლობა )
დავით
03 ოქტომბერი 2021 00:53
0
ჯოყოლა ოგანესიანი გამოიძახე სანიოლ. შენ მარტო ეგ გიშველის. აბა ვინც ცოტა ნორმალური ფეხბურთელია, არავინ ჩამოვა. ევროპიდან უკეთესად ჩანს რაც ხდება ქვეყანაში.
აბო
01 ოქტომბერი 2021 07:03
1
ამოვისუნთქე, ოქრი არის. ახალი სისხლიო და სადაა? ოქრი, კვეკვე და გვილიაა ახალი? ბიჭო, სადაა ნინუა? სადაა ბერიძე? სადაა ებრალიძე, რომელიც ასევე კიპრზე თამაშობს და ძალიან კარგ ფორმაშია? გვილიასაც, დავითაშვილსაც, კვეკვესკირსაც, მამუჩაშვილსაც და ოქრისაც, ერთად აღებულს სჯობს ავთო, რატომ არ მიეცემა ამ ბიჭს არასდროს საშუალება? დანიაში გვყავს კიდეევ კარგი საყრდენი, რომელიც აქ გამოძახებულებს არაფრით არ ჩამოუვარდება. ლაკვეხელიანის დამატება შეიძლებოდა. კაროჩე რაა. ჩაკვე და კიტე არ იქნება, კვარა არ იქნებაა, ალბათ საბაც ტრამვას მიიღებს და მართალიც იქნება, კაცი კაი გუნდში გადადის და ამ ყანაში, უთავმოყვარეო ნაკრებში აიკიდებს ტრამვას? საბოლოოდ შემაზარეს მგონი ნაკრებიც და ფეხბურთიც საერთოდ. ვამბობ და ვიტყვი, ამათ არ უნდატ მოგება არაააა.
ლევან მაღლაკელიძე
01 ოქტომბერი 2021 00:48
7
ებრალიძის გამორჩეულობა სად დაინახე ჯერ მეოთხე ტურია, აი ნინუას იმედი მეც მქონდა და ჯერ კიდე ვფიქრობ, რომ აქვს შანსი დიდი ფეხბურთი ითამაშოს მაგრამ სანამ ნაკრებზე ექნება პრეტენზია იქამდე ანართოსისში დაიმკვიდროს თავი, სადაც ოქრი ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად ითვლება, ზუსტად კვიპროსის პრესაში იწერებოდა, რომ ქვილითაიას დონის ფორვარდი მათ ჩემპიონატში ართამაშობს პლიუს ამას გუნდში რომელიც ჩემპიონი გახდა და პირველ ადგილზეა გადასვლისთანავე ვიცე კაპიტნად დანიშნეს... ასე, რომ თუ ვთვლით რომ კიპრი დონეა და იქიდან ებრალიძის და ნინუას გამოძახებაზე ვფიქრობთ, მაშინ ოქრი და ქვილითაია ბევრად მაღალ დონეზე არიან... ბერიძეს რაც შეეხება სწრაფია, მაგრამ ფიზიკაში ძალიან აქვს მოსამატებელი, ნაკრებში ყველა მხარის ჩადგმაზე წაიქცა (თუმცა, ფიზიკა თუ მოუმატა შეიძლება მისი იმედი გქონდეს)...
Gio
01 ოქტომბერი 2021 10:47
0
ფეხბუღთელებს აფუჭებთ უთამაშლებს რომ იძახით ნაკრებში ზოგი განაცხადშიც ვერ ხვდება იცის რომ ჯამრტელად თუ არის ნაკრებში მოხვდება გადავხედოთ წარსულს რომ არ გამოიძახებ ბევრად ბოლომდე დაიხარჯებიან რომ თამაშები ითამაშონ კლუბში რომ ნაკრების გირსი გახდეს გადახედეთ სხვა ნაკრებების შემადგენლბას რომელია უთამაშებელი ფეხბურთელი მარტო ჩვენთან ხდება ეს მეტი არსად
ემიგრანტი
01 ოქტომბერი 2021 00:26
4
კაით რა გეყოთ ვაისი ადგენს ამ სიას თუ კობი იაშკა!!! კირკიტაძის გამოძახება რა გახდა ასევე ბერიძის კაცი გოლს გოლზე იტანს... ნინუა გადავიდა თემურისთან და სათამაშო პრაქტიკა აქვს ბიჭს მასავით ჯარიმას ვერავინ ურტყავს მიეცით შანსი ამ ბიჭებს ნუ გადააკვდით ამ ერთი და იგივე ხალხს რაღადროს ოქრია სადაც არის იქაც ფაფხურობს
რომა
30 სექტემბერი 2021 22:07
7
კირკიტაძე მართლა გამოსაძახებელია ნაკრებში.
Giorgi
01 ოქტომბერი 2021 00:57
0
ბერიძე ჰო, მარა ნინუას სათამაშო პრაქტიკა სად ნახე?დდდდდდდდდდდდდდ
fff
01 ოქტომბერი 2021 00:43
0
არადა უზბეკეთის ჩემპიონატში ბდღვნიან ჩვენი ბიჭები, აგერ ტაჯიკეთის ჩემპიონატის გამოცდილებით მეკარე დაიმატა სამტრედიამ არ შეიძლება ასეთი იგნორი გვყავს კიდევ ბიჭები აზერბაიჯანის და სომხეთის ჩემპიონატებშიც, ასევე რუსეთის მეორე ლიგაში და ავსტრიის მე 8 ლიგაში მწვრთნელი იმისი ხარ რომ ნახო ყველა თუ მაინც ვღადობთ ბოლომდე ვიღადაოთ მოედანზეც
ეკო ფანგანი
30 სექტემბერი 2021 21:37
7
30 წელია ახალ გუნდს ვქმნით! / ისე მერებაშვილის ადგილზე რო ვიყო , სრულიად სამართლიანად მექნებოდა პრეტენზია ნაკრებში თამაშზე!! / ( მე პირადად არც არასდროს მომწონდა ამ ბიჭის თამაში მაგრამ უსანართლობის განცდა ნამდვილად ჩნდება
Vasili
30 სექტემბერი 2021 21:21
1
ლოჩოშვილი)) ხო არ ღადაობს))
კკ
30 სექტემბერი 2021 21:10
2
აბურჯანია არა?
: )))))))
30 სექტემბერი 2021 23:53
0
ვერ ვხვდები ბათუმში თამაშის აზრს,ხალხის დასწება მაინც არ შეიძლება და სულ მეორედ უნდა ითამაშოს ნაკრებმა! სულ შეიძლება არალოგიკური ნაბიჯების გადადგმა? სპეციალურად კეთდება ?!?!
თეოფა
30 სექტემბერი 2021 20:57
3
24 კაცში ერთი თავდამსხმელი ! თავის კარში თუ გაიტანენ ეგ შანსია რა
თეოფა
30 სექტემბერი 2021 20:52
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული