"ჩაკვეტაძეს 2 წლამდე გაუცდა, კვარაცხელიას უამრავი სირთულე აქვს..." - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
ოქტომბრის მოახლოებული მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"გასულ მატჩებში ბევრი რამ სხვაგვარად აჯობებდა. ყველას მეტი მომზადება მართებს, რათა უფრო შეკრული გუნდი ვიყოთ. არავის ვადანაშაულებ, მაგრამ როგორც ფეხბურთელებს, ასევე შტაბს, მეტი უნდა გაგვეკეთებინა. უახლოესი მატჩებისთვის ასეც უნდა შევძლოთ.

მოთამაშეები გვიბრუნდებიან - ოქრიაშვილი, გვილია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია. შესაბამისად, უკეთესი შემართების იმედი მაქვს...

სექტემბერში არაერთი მოთამაშე გვაკლდა. ეროვნული ლიგიდან ბევრ ფეხბურთელს დავეყრდენი... რთულია "ლაციოს", "რომასა" და პრემიერლიგის გუნდების წევრების წინააღმდეგ თანაბრად ითამაშო, როგორც ეს კოსოვოს ნაკრებთან დაპირისპირების შემთხვევაში
იყო...

კვარაცხელიას უამრავი სირთულე აქვს. ასეთ დროს, იოლი არაა მენტალურად ძლიერად დარჩე. არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელის ჩამოთვლა შეგვიძლია, რომელთაც თერთმეთმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

მე და ხვიჩას ერთმანეთის საკმაოდ კარგად გვესმის. მას მხარდაჭერა ძალიან სჭირდება და სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები გვერდით ვუდგავართ...

ჩემი საქმე პატრიოტიზმის ამაღლება კი არა, შეხვედრისთვის მომზადებაა. ბიჭებს სამშობლოს სიყვარული არ აკლიათ, თუმცა არის მომენტები, როცა გულს რაღაც ძალიან უნდა, მაგრამ ფეხები არ მოგყვება...

ახალგაზრდა ფეხბურთელებს გვერდით გამოცდილი მოთამაშეები სჭირდებათ. ჩვენ საკმაოდ დიდი როტაცია მოვახდინეთ, რათა ალტენატივების მოძიება მომხდარიყო.

ვინც იმსახურებს, იმას დავეყრდნობი. ჩაკვეტაძეს 2 წლამდე გაუცდა და ამ დროს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად იოლი არაა. მას გასულ მატჩებში ვენდეთ და ამის შემდეგ გუნდშიც უკეთ ათამაშდა...

ყაზაიშვილის არგამოძახებისას მხედველობაში როგორც მისი წინა სანაკრებო მატჩები, ასევე დიდი გზის გამოვლა, ბოლო საკლუბო შეხვედრები მივიღე...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა არაა. სექტემბრის თამაშების შემდეგ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ფეხბურთელებთან საუბარი მქონდა, მაგრამ ეს გუნდში დარჩება."

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის თვეში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩს საბერძნეთისა (9 ოქტომბერი) და კოსოვოს (12 ოქტომბერი) წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელიასთან ერთად, ცვლილებებითა და ტრავმებით - სანიოლის არჩევანი

altვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა




მკითხველის კომენტარები / 26 /
აბა საბერძნეთსაც ვუჯიგროთ და გავატანოთ სამი ქულა და მერე 12 ში კოსოვოსაც ჩავახუტოთ მეორე გამარჯვება.
გელმეზა
03 ოქტომბერი 2021 17:35
19
ავთოს და ბერიძეს რომ მიეცემოდეს შანსი, ისინიც მოუმატებენ გუნდებში თამაშს და წაგვადგება. უსამართლობაა, მათი გამოუძახებლობა, ისეთებს იძახებენ რო, რავიცი. ასე არ შეიძლება.. ავთო შანსს ნამდვილად იმსახურებს, არც ისე ბებერია ჯერ. მაგას რომ ნაკრებში ჰქონოდა ხელისშეწყობა, დღეს გაცილებით მაღალ დონეზე იქნებოდა, ყოველნაირად.
ლევან მაღლაკელიძე
03 ოქტომბერი 2021 17:49
4
დააზუსტე რომელი ავთო, გელა თუ ნუგზარი?!...
დდდდდდდდდ
03 ოქტომბერი 2021 23:49
0
FIFA-ს რეიტინგით 96-ე ადგილზე მყოფი ნაკრების, მოუგებელი ციკლის შემოქმედის, no-name ძალად მწვრთნეის კომენტარი და ანალიზი სხვა არაფერია თუ არა ბლა-ბლა ბლა.
რატი
03 ოქტომბერი 2021 20:29
12
Arada iseti shegzneba maqvs rom rogorc chven gvchvevia ise davasrulebt da shotlandia daemarteba saberznets cota
Chorna
04 ოქტომბერი 2021 00:06
1
ესპანეთს შეადარა, ახალგაზრდებში და ჯგუფებში ყველაფერს იგებდა. ან ფრანგები როდის თამაშობდნენ ესპანელებზე უკეთ?
sddd
03 ოქტომბერი 2021 23:09
2
თქვენ ბატონებო ერთ ჩემს გასაჭირს იქნებ გაცეთ პასუხი, მირჩიეთ რამე-
დაიწყო ჩაკვემ, გამიჩინა იმედები და ტრამვა ორ წლიანი
მერე კვარამ გამაცოცხლა, გაიბრძოლა და ისიც ქვრება მგონია,
კიტე მაგარი იმედი მქონდა აუუ რამსიშორეს წავიდა
ახლა ისევ ჩაკვე აღსდგა, ტელევიზორთან კარგად მოვეწყე, ვიფიქრე: აი მომფხანა გული მეთქი,
რამდენიმე წუთს სიამოვნებას ვიღებდი მისი თამაშით და, დისკვალიფიკაცია!!!
რამდენს გაუძლოს გულმა?
პარალელურად კალათბურთს ვარ ჩაჭიდებული, იქნებ ამათმა?
ყველაზე სტაბილურად შერმადინი და მერე შენგელია მშველოდნენ,
ერთი ტრამვირებულია მეორე ხან თამაშობს ხან? არ გამოდის?
ნბა ზეც აქტიურად ჩავერთე, ვეძებ რაღაცას, უიმედოდ
დილით ველოდი გოგას და მამუკელაშვილს,
პირველმა ისევ ძველებურად, მეორე საერთოდ არ გამოჩნდა ჰორიზონტზე.
დამეხმარეთ მითხარით ვის ვუბალეშიკო.
ახალგაზრდა აღარ ვარ, თორემ კინაღამ დავიწყო ფეხბურთის თამაში.
თენგო
06 ოქტომბერი 2021 11:47
0
ძმაო, ოქრის რომ გამოიძახებ, საყრდენად თუ ათამაშებ, თორე შეტევა მაგას აღარ შეუძლია და, როდის ნახე ერთი მაგის გამწვავებული, ან კაცი რომ მოეტყუებიოს, ან გოლი? ბოლო წლებში, თორე ადრე კი ბატონო. რავა ჯანო არ თამასობდა საყრდენს? ხანდახან ფეხბურთელს ამპლუას რომ უცვლიან არ იცი? საყრდენიც ნახევარმცველია ისე, არის ჩამშლელი, არის შემტევი და ოქრის დღეს ბურთის დაჭერა თუ გამოსდის, თორე, შეტევაზე კი ვთქვი, ამიტომ არაფერი არაა გამორიცხული.
jarjis
04 ოქტომბერი 2021 23:32
1
ლობჟანიძე და ჩაბრაძეც დავუმატოთ
მაგათ, ჩაბრაძე კაი დადგება
თენგო
06 ოქტომბერი 2021 10:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული