შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება - ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველო - საბერძნეთის შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ქალაქ ბათუმს და სრულიად საქართველოს.

9 ოქტომბერს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საქართველო - საბერძნეთის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ჩვენი მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილეს.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მატჩი წუთიერი დუმილით
დაიწყება. ფეხბურთელები კი შავი სამკლაურით იასპარეზებენ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის დაშვების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა და მატჩი სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

გულშემატკივრებს, ვინც შეიძინა მატჩზე დასასწრები ბილეთი, სრულად აუნაზღაურდებათ ბილეთის საფასური.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ თითოეული გარდაცვლილის ოჯახსა და მთელ საქართველოს."

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მკითხველის კომენტარები / 41 /
წუთიერი დუმილი არ იცით ან შავი ლენტა არ გაქვთ? გამარჯვება რომ ამ ტრაგედიას მიუძღვნან რა ცუდია ეს? მასე თუა მაშინ უნდა ეთხოვა უეფასთვის , ბერძნებისთვის და გადადებულიყო მატჩი.
დიმო
09 ოქტომბერი 2021 16:34
1
ფედერაციაზე რა უნდა თქვას ეხლა კაცმა, განა შეიძლებოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება? თამაშის დროს ხომ შეიძლებოდა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით წუთიერი დუმილით პატივის მიგება დაღუპულთა ხსოვნისადმი, თანაგრძნობის გამოხატვა ფეხბურთელების თუ მაყურებლების მხრიდან, განა ასეთი მაგალითები ცოტაა ფეხბურთის ისტორიაში!!!
Maximus
09 ოქტომბერი 2021 16:07
1
მაგარი უაზრო გადაწყვეტილებაა პირიქით ორმაგი ჟილკით სისხლით ცრემლით უნდა შეგვეტია ერთობლივი ძალებით ფეხბურთელებს და მაყურებელს რომ გარდაცვლილთა სულის საპატივცემულოთ უნდა მოვიგოთ ეგ თამაში, მაგრამ იცით არაფრის მომგები არ ხართ და რაღაცით ხომ უნდა იმართლოთ თავი იტყვით გუნდი სტრესში იყო და რა გვექნაო.
hhh
09 ოქტომბერი 2021 16:02
0
არ ჩაატაროთ აწი მანდ თამაშები დათარსულია მაქაურობაც !! მაყურებლის არდაშვება დიდი სისულელაა სტადიონებზე წუთიერი დუმილით გამოიხატება პატივის ცემა
beqa
09 ოქტომბერი 2021 16:02
0
დათარსულია თორემ,თბილისში ხო ქვას ქვაზე არ ტოვებთ.
ავთანდილ
09 ოქტომბერი 2021 17:36
0
გზის ფულს ვი აანაზღაურებს საიდან არაა ხალხი ჩასული
Tete1234
09 ოქტომბერი 2021 14:53
15
ვინც გზის ფულს ითხოვს, მაგათ ჩემი აზრით არც ბილეთს ფული უნდა დაუბრუნონ! რა დროს ფეხბურთია, ქვები ხართ? სად გაიზარდეთ!!!!
სიმართლე
09 ოქტომბერი 2021 15:36
7
რა გეფეხბურთება ეგეთი ტრაგედია ტრიალებს ქვეყანაში!!
ლევანი
09 ოქტომბერი 2021 15:44
7
ყველა გამოხმაურება
წარმოუდგენელია როცა რამდენიმე მეტრის მოშორებით ესეთი ტრაგედია ტრიალებს შენ რა უნდა გიხაროდეს?! არ მესმის წარმოუდგენელია ესეთი ერთმანეთის მიმართ არასოლიდარობა. გოლს თუ გაიტანს ნაკრები რა ტაშს არ დაუკრავს ხალხი? იმ მამის ადგილზე წარმოიდგინეთ თავი ოჯახი დაკარგა ადამიანმა, ტაში და ყვირილი რომ ესმის! არ ვიცი სიბნელეა, ესე რა დაგაბრმავათ ხალხო! ამიტომ არის ესეთი გადაწყვეტილება საჭირო, როცა ადამიანი ვერ ხვდება თავისით ვიღაცამ უნდა აიძულოს რომ მიხვდეს!
სიმართლე
09 ოქტომბერი 2021 16:13
13
ანუ დღეს ბათუმის ყველა რესტორანი დაკეტილია? თუ ღიაა და ხალხი არ შედის?
P.s. ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს.
თენგო
09 ოქტომბერი 2021 17:11
3
ბილეთების თანხა რომ ოჯახებისთვის მიგვეცა? შავი ლენტები გაგვეკეთებინა და მხარდაჭერა გამოგვეცხადა ცუდი იქნებოდა? ფეხბურთი კონცერტისგან ბევრად განსხვავდება: ფეხბურთი სპორტია და არა ცეკვა თამაში.
დიმო
09 ოქტომბერი 2021 16:58
2
როდის დამთავრდება უცოდინრების ზეიმი?
dato
09 ოქტომბერი 2021 18:57
0
მართლა რამ დაგაბრმავათ ასე, რადროს ფეხბურთია ბათუმში ასეთი ამბის შემდეგ, მხოლოდ საკუთარ თავებზე რომ ფიქრობთ, აბა თქვენს ოჯახებს შეხებოდა? თან რისი გულისთვის, ამ უსახური ნაკრების? უცებ საფეხბურთო შედევრი არ დაგვიდგან. სანამ ასეთი უგუნურობა და ეგოიზმი იქნება, ამ ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება. არანაირი სპორტი არ დგას სოლიდარობაზე და მწუხარების გაზიარებაზე მაღლა. თუ დავაყენებთ და სულ ასე გაფარჩაკებულები ვიქნებით სპორტშიდაც და ყველაფერში.
dat
09 ოქტომბერი 2021 18:43
10
და რა ვქნათ ეხლა საფლავები გავითხაროთ და თავი დავიმარხოთ ?? კი ბატონო მოხდა ტრაგედია და ქვეყაბაში გლოვა უნდა გამოცხადდეს ! მაგრამ არცერთ ქვეყანაში არ ხდენა ისეთი უაზრობები რაც ჩვენთან ხდება ! არსებობს დაუწერელი კანონები--დროშის დახრა სტადიონზე წუთიერი დუმილი შავი სამკლაურები და სხვა ! ასე აკეთებენ იმ ცივილიზებულ ევროპაში საითაც მივისწრაფით და სხვა ქვეყნებშიც ! მარტო ჩვენ უნდა შომოვიტანოთ სხვადასხვა უაზრობები ? რა შუაშია მაყურებლის არ შეშვება ???? ან თუ არ შეშვებაა ბერძნებს რატომ უშვებენ ?? შეთქმულებას აქვს ადგილი ვიღაცეების მხრიდან და ამ ტრაგედიას იყენებენ და ხალხის ნაწილიც აყევით ამ შეთქმულებას @@
ზურა222
09 ოქტომბერი 2021 19:28
2
აბა რა.ტელევიზიითაც არ უნდა აჩვენინ. უფრო უკეთესი თუ ბერძნებსაც ვაიძულებთ უკან დაბრუნდნენ 3 ქულით.
საერთიდ ვამბობ, ერთსულოვნება რომ იყოს ასე გაყოფილი არ იქნებოდა საზოგადოება. ასე რომ რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკე ნუ გამოხვედით ზოგიერთები.
დავით67
09 ოქტომბერი 2021 19:38
2
Amat awyobt umayureblot nakrebi, ratom aketeben ase ver vxvdebi, amatma makedoniastan ar daushves xalxi istoriul shexvedrashi da awi ragaa gasakviri, nakrebic shemazules ukve
Juve
09 ოქტომბერი 2021 16:02
0
წუთიერი დუმილია საკმარისი როცა ქვეყანაში გლოვის დღეა და თქვენ იმას დარდობთ როგორ არ გიშვებენ გასართობ ღინისძიებაზე? თან იმავე ქალაქში
ნოდო
09 ოქტომბერი 2021 16:16
10

სიახლეები პოპულარული