სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

AutoSharing Option
საბერძნეთთან ბათუმში (0:2) დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საწყისი 25 წუთით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვიყავი - აგრესია, მონდომება და თავდადება გვაკლდა. ფეხბურთში ნიჭი და ტექნიკა საკმარისი არ არის, თუკი 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე არ დაიხარჯები. ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა უნდა ისწავლონ, რომ მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში გააქტიურება არ ეყოფათ. პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისით კმაყოფილი ვარ.

თორნიკე ოქრიაშვილი შემოვიდა და თავდადების მაგალითი გვაჩვენა. რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ.

თუ დავაკვირდებით მარტისა და
ივნისის მატჩებს, უკანასკნელი შეხვედრები განსხვავებული იყო. რადგან მაშინ უკეთესად გამოსვლა შევძელით, ეს ნიშნავს, რომ თამაში შეგვიძლია. სექტემბრსა და ოქტომბრში კი მონდომება გვაკლდა.

დღეს დადებითი ასპექტებიც დავინახე და დასანანად, უკანასკნელ წუთებზე დავმარცხდით.

კოსოვოში თავმოყვარეობის დასაცავად ვითამაშებთ და ვეცდებით, რათა დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგი გვქონდეს.

მესის კლასის ფეხბურთელს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ნაკლებად ირბინოს და შემდეგ მისი კომპენსირება მოახდინოს. ამ დონის შემსრულებლები არ გვყავს და ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში თავდადება უნდა გამოავლინონ.

დადებით ასპექტებში თორნიკე ოქრიაშვილის თამაშში ჩართვასა და საბა ლობჟანიძის მონდომებას დავასახელებდი. დაცვის ხაზში ახლა გაცილებით ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე კოსოვოსა და ესპანეთთან.

შემადგენლობას ვარჯიშებზე დაკვირვებისა და მოთამაშეების საკლუბო კარიერიდან გამომდინარე ვარჩევ.

რა თქმა უნდა, გუნდში პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს. მარტის თამაშის შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვეძლო. ახლა მონდომება დაგვაკლდა და იმედია, კოსოვოში ასე არ მოხდება.

გიორგი აბურჯანია ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა და ნდობის ღირსი იყო. თუმცა, თუკი კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, მას, ისევე როგორც გურამ გიორბელიძეს, ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში გაუჭირდებათ, მე კი - მათი გამოძახება".

მკითხველის კომენტარები / 69 /
კანკავაზე რატო არავინ არაფერს წერთ, ხომ, კარგია ბრძოლაში მარა სხვა რამეც მოეთხოვება წინ ვაფშე ვერ აკეთებს პასს, სულ უკან , იქნება სხვა ვცადოთ მაგ პოზიციაზე დავიჯერო ისეთი არავინ გვყავს რომ ერთი თამშში გამოვცადოთ, თითქოს კანკავა ხელ შეუხებელიაო
giga
10 ოქტომბერი 2021 00:25
3
მერე შე დალოცვილო გაუშვიი გუნდიდანნნ!
დდდხ
09 ოქტომბერი 2021 23:06
0
სასწაული ხალხი ვართ ქართველები.თუ გუნდი მოიგებს,მღავარი მწვრთნელი ცაში აგვყავს და ეროვნულ გმირად მიგვაჩნია.წააგებს გუნდი და მწვრთნელს ვაბრალებთ ყველაფერს.არა და გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ,რომ საფეხბურთო ნაკრები არ გვყავს.უფრო სწორად:ჩვენი საფეხბურთო ნაკრები საშუალოზე დაბალი დონის ნაკრებია და ერთი-ორი ნიჭიერი ფეხბურთელი გუნდს ვერ უშველის.ჩემი ხედვა ასეთია:უნდა ჩამოვიყვანკთ აუცილებლათ უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელები და პატარა ბავშვები უნდა გამოგვიზარდონ დიდ ფეხბურთელებათ.მავანი შემედავება,რომ ქართველებსაც გვყავს კვალიფიციური მწვრთნელებიო,მაგრამ სამწუხაროთ ქართველებს სისხლში გვაქვს ბიძაშვილობა,მამიდაშვილობა, ძმაკაცის შვილობა,საყვარლის შვილობა და ასეთი მახინჯი შეხედულებები.ანუ,გვირჩევნია საკუთარი უნიჭო ბავშვი ვათამაშოთ,ვიდრე უცხო და ნიჭიერი.სანამ ეს არ მოისპობა,ჯობია სხვა სპორტს მივაქციოთ ყურადღება.ჭიდაობას,ძალოსნობას და ასე შემდეგ.ფაქტია,რომ ქართველებს გუნდური თამაში არ გამოგვდის და თუ ადრე გამოგვდიოდა,ესაც სწორი მიდგომით,წახალისებით და ყურადღების მიქცევით.არავის ბაღჩაში არ ვისვრი ქვებს,ვისაც ეწყინება,ცივი წყალი დალიოს,ჯერ კიდევ არ მოსულა ზამთარი.
დავით ქართველი
10 ოქტომბერი 2021 08:29
0
მწვრთნელი ვილი შეიძლება არ ვარგა , მაგრამ მოთამაშე ძალიან ჟილკიანი იყო, ეგ ჟილკაც ვერ ასწავლა ამ ფუნებს. ღირსება აქვთ დაკარგული თავ კინაღამ გალახეს ეს უვარგისები მოედანზე, ყველანაირად სუნი აუშვეს..........
esea
10 ოქტომბერი 2021 06:09
0
გაუმართლა ქართული რომ არ იცის:))) ცოტა იუმორი თორე გასკდა გული
Kartveli
09 ოქტომბერი 2021 23:53
0
სამწუხაროდ ძალიან დაბალი დონის სპეციალისტია, ჯერ ეხლა სწავლობს და პრაქტიკას გადის ჩვენს ნაკრებზე. გულშემატკივარი არ ვარგივართ, პატივს არ გვცემს ფედერაცია გვიყურებს ისე როგორც ბრბოს, რომელსაც პროტესტის გრძნობაც არ გააჩნია (პროტესტში აღშფოთებულ კომენტარებს არ ვგულისხმობ). ჩემი აზრით ასეთი დილეტანტი მწვრთნელი სპეციალურად მოიყვანეს, ნიადაგს უმზადებენ ხიზანას...!
Emigranti
10 ოქტომბერი 2021 13:10
2
დააყენეთ ჩივაძე ან ძოძუაშვილი და ხელფასის სხვაობა კი სტადიონების აშენებაში და ქუჩაში მოთამაშე ტალანტების მოახმარეთ.
ვალერი
10 ოქტომბერი 2021 13:31
0
თქვენი არვიცი და მე ვერ ვიტან, თამაშამდე ცაში აყვანას და წაგების მერე ამ არანორმალურ ლანძღვა-გინებას რაც ახლა ხდება. თამაშამდე რატომღაც ყველას ჯეროდა (არვიცი რატომ) მოგების. წაგების დაშვებას არ ვაკეთებთ არასდროს და მერე ვილანძღებით.
კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ფეხბურთელების ლანძღვა-გინება არის სრული სისულელე და მიუღებელი.
რასაც გავცემთ, იმას დავიბრუნებთ უკან, ლანძღვა-გინებით არასოდეს არაფერი მოგვარებულა.
2008 წელს ესპანეთი ევროპის ჩემპიონი რომ გახდა, მანამდე 44 წელი საერთოდ არაფერი ჰქონდათ მოგებული, მიდიოდნენ თაობები და ვერაფერს იგებდნენ, ამ ხალხმა ლანძღვა-გინება და წყევლა კი არ დაიწყო ფეხბურთელების, რეალურ პრობლემებს შეხედა და გამოასწორა რაც გამოსასწორებელი იყო, მერე კი იცით როგორ გადააბეს და ევროპა მერე მსოფლიოც მოგიეს, მერე ისევ ევროპა...
იმის თქმა მინდა, რომ გულშემატკივარზეც ბევრია დამოკიდებული, იქაც არიან ადამიანები, ვინც იგინებიან და არიან უკულტუროები, მაგას ვერავის დაუშლი, შეგნების საკითხია, წელს მსოფლიოზე მორატას საერთოდ შვილების დახოცვით ემუქრებოდნენ, ცუდი თამაშის გამო... მაგრამ ეს მცირე ნაწილი უნდა იყოს და არა უმრავლესობა. გულშემატკივრის უმრავლესობამ უნდა გააცნობიეროს, რომ გინებით და ფურთხებით უარესს უკეთებს თავის ნაკრებს, ჩვენი მენტალიტეტის ადამიანს რაც უფრო აგინებ მით უფრო არ მოინდომებს თამაშს. აბა ყველამ თავი წარმოიდგინოს ამ ბიჭების ადგილას.
ჩემი სურვილია, რეალურად შევხედოთ ყოველთვის პრობლემებს, ვინც ნიჭიერია დავაფასოთ, არ ვაგინოთ, ცრუ მოლოდინები არ შევიქმნათ მოვთხოვოთ ფეხბურთელებს კარგი თამაში, ლანძღვა-გინების გარეშე.
Sommer
10 ოქტომბერი 2021 10:10
8
სადაც თამაშობენ ეს უვარგისები, იქაც ჰა და ჰა ათამაშებენ ანუ წკიპზე არიან ხოდა ფიქრობენ თუ ტრამვას მივიღებთ მერე საერთოდ ან სულ გამოგვყრიან ან სამუდამოდ სკამზე დაგვსვავენო, ამიტომ თავს არ იკლავენ და არ დარბიან, ამათ ნაკრებში თამაში ბარში სიარული ჰგონიათ ან დისკოთეკაზე. ვინც ისედაც მაგარია ის ყველგან თამაშობს რასაც ამ საქონლებზე ვერ იტყვი
გიო
10 ოქტომბერი 2021 05:51
0
სუ ალტერნატიულ ნაკრებზე ლაპარაკობდენ ადრე და ახლა ხო გამოჩდებოდა ძირითადს რო მოუგებდა ვინ იმსახურებდა ქვეყნის სახელის დაცვას მარა არავის შედეგი არ უნდა და მარტო თავისიანის თამაში აინტერესებს კარგად რო გაყიდოს მერე
შოკირებული გულშემატკივარი
10 ოქტომბერი 2021 01:57
0
Samwuxarod tamashs ver vuyure..
Jaba magari iqneba kankava tavs ro cevdes magla amito chkviani kvevkve da abus nacvlad hiperaqtiuri gvilia jobda tan sistematiurad uberaven, mere saadaa chveni varsklavebio? e.i. Sul mudam nalanzgi oqriashvili shemovoda romelic cali fexi ro ar qondes mainc micems nakrebshi xeebs magalits es faqtiaa, da xasiatshi gadasuli depresiuli kvaracxelias nacvlad chakve iyo flangze sachiro ai miqautazis ukan oqrika es iyo yvelaze realuri. Jaba ar gecyinos zmao kargad shromob mebzoli xar tavdadebuli magram asaki da kidev kapitnoba cota ar iyos daqoqili kacia sachiro kapitnad..
Chorna
10 ოქტომბერი 2021 09:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული