სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

AutoSharing Option
საბერძნეთთან ბათუმში (0:2) დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საწყისი 25 წუთით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვიყავი - აგრესია, მონდომება და თავდადება გვაკლდა. ფეხბურთში ნიჭი და ტექნიკა საკმარისი არ არის, თუკი 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე არ დაიხარჯები. ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა უნდა ისწავლონ, რომ მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში გააქტიურება არ ეყოფათ. პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისით კმაყოფილი ვარ.

თორნიკე ოქრიაშვილი შემოვიდა და თავდადების მაგალითი გვაჩვენა. რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ.

თუ დავაკვირდებით მარტისა და
ივნისის მატჩებს, უკანასკნელი შეხვედრები განსხვავებული იყო. რადგან მაშინ უკეთესად გამოსვლა შევძელით, ეს ნიშნავს, რომ თამაში შეგვიძლია. სექტემბრსა და ოქტომბრში კი მონდომება გვაკლდა.

დღეს დადებითი ასპექტებიც დავინახე და დასანანად, უკანასკნელ წუთებზე დავმარცხდით.

კოსოვოში თავმოყვარეობის დასაცავად ვითამაშებთ და ვეცდებით, რათა დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგი გვქონდეს.

მესის კლასის ფეხბურთელს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ნაკლებად ირბინოს და შემდეგ მისი კომპენსირება მოახდინოს. ამ დონის შემსრულებლები არ გვყავს და ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში თავდადება უნდა გამოავლინონ.

დადებით ასპექტებში თორნიკე ოქრიაშვილის თამაშში ჩართვასა და საბა ლობჟანიძის მონდომებას დავასახელებდი. დაცვის ხაზში ახლა გაცილებით ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე კოსოვოსა და ესპანეთთან.

შემადგენლობას ვარჯიშებზე დაკვირვებისა და მოთამაშეების საკლუბო კარიერიდან გამომდინარე ვარჩევ.

რა თქმა უნდა, გუნდში პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს. მარტის თამაშის შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვეძლო. ახლა მონდომება დაგვაკლდა და იმედია, კოსოვოში ასე არ მოხდება.

გიორგი აბურჯანია ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა და ნდობის ღირსი იყო. თუმცა, თუკი კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, მას, ისევე როგორც გურამ გიორბელიძეს, ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში გაუჭირდებათ, მე კი - მათი გამოძახება".

მკითხველის კომენტარები / 69 /
სად ხართ ვაისის მაკრიტიკებლები? ზიბზიბაძეს არ იძახებს და მარტო ოქრის და ვაკოს ათამაშებსო. არ ყოფილა მართალი და თქვენ უვიცები? ამ გვერდის ჯურნალისტწბსაც გეხებათ სასწაულებს რომ წერდით.
Semi
10 ოქტომბერი 2021 09:10
3
სასწაული ხალხი ვართ ქართველები.თუ გუნდი მოიგებს,მღავარი მწვრთნელი ცაში აგვყავს და ეროვნულ გმირად მიგვაჩნია.წააგებს გუნდი და მწვრთნელს ვაბრალებთ ყველაფერს.არა და გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ,რომ საფეხბურთო ნაკრები არ გვყავს.უფრო სწორად:ჩვენი საფეხბურთო ნაკრები საშუალოზე დაბალი დონის ნაკრებია და ერთი-ორი ნიჭიერი ფეხბურთელი გუნდს ვერ უშველის.ჩემი ხედვა ასეთია:უნდა ჩამოვიყვანკთ აუცილებლათ უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელები და პატარა ბავშვები უნდა გამოგვიზარდონ დიდ ფეხბურთელებათ.მავანი შემედავება,რომ ქართველებსაც გვყავს კვალიფიციური მწვრთნელებიო,მაგრამ სამწუხაროთ ქართველებს სისხლში გვაქვს ბიძაშვილობა,მამიდაშვილობა, ძმაკაცის შვილობა,საყვარლის შვილობა და ასეთი მახინჯი შეხედულებები.ანუ,გვირჩევნია საკუთარი უნიჭო ბავშვი ვათამაშოთ,ვიდრე უცხო და ნიჭიერი.სანამ ეს არ მოისპობა,ჯობია სხვა სპორტს მივაქციოთ ყურადღება.ჭიდაობას,ძალოსნობას და ასე შემდეგ.ფაქტია,რომ ქართველებს გუნდური თამაში არ გამოგვდის და თუ ადრე გამოგვდიოდა,ესაც სწორი მიდგომით,წახალისებით და ყურადღების მიქცევით.არავის ბაღჩაში არ ვისვრი ქვებს,ვისაც ეწყინება,ცივი წყალი დალიოს,ჯერ კიდევ არ მოსულა ზამთარი.
დავით ქართველი
10 ოქტომბერი 2021 08:29
0
დამეთანხმეთ ან არა:
1. ლორიამ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, აჯობებდა მამარდაშვილის დაყენება;
2. ფალნგენზე შეტევისასა მეტოქე სულ უპირატესობებს ქმნიდა;
3.მწვრთნელის მოსაზრებტ დაცვამ გამოასწორაო -უბრალოდ თავს იტყუებს;
4.შეტევების დაწყებისას ყველა ჩვენი პასი, კომბინაცია მარტივად იკითხებოდა;
5.მიუხედვად დიდი პატივისცემისა კანკავამ თავი ამოწურა, მხოლოდ უკან აკეთებს პასებს და აფერხებს გუნდს, მიუხედავად თამაშის ჟინისა;
6.კაკაბაძე ხშირად უშვებს უპატიებელ შეცდომებს. ბურთს წაიღებს და აბარებს მეტოქეს;
7.კვარაცხელია-ჩაკვეტაძეს ტანდემი ადვილად გაანეტრალეს, არა საკმარისი კომუნიკაცია თამასისას;
8.გიორბელიძეს ძალიან ხშირად პასები ჩაუჭრეს;
9.კომბინაციური, ტაქტიკური მონახაზი გუნდს არ გააჩნია;
10. სანიოლის კვალიფიკაცია ეჭვს იწვევს გუნდი გამართულს კი არა მასთან მიახლოებულ ფეხბურთსაც არ აჩვენებს;
11. შეცვლებიც კი უაზროდ დააგვიანა, მგონი ფეხბურთელების ამოჩემება ჩვევია მწვრთნელს;
12.ფედერაციაში საფეხბურთო ინტელექტის მწვავე დეფიციტია და ეს სამწუხაროდ ნაკრბზე აისახა ძალიან;
13. პოზიტივია არის ის,რომ კომენტატორებმა თქვეს სიმართლე საჯაროდ!
ქომაგი
10 ოქტომბერი 2021 08:22
2
უნიათო ფედერაციამ გამოცდილი და ტაქტიკოსი მწვრთნელი კი არ შეარჩია,მხოლოდ სახელ და გვარზე გააკეთა აქცენტი! მხოლოდ ამიტომაა დასშლელი ეგ საძმო,მაგათ ფედერაციას ვერ დაარქმევ!
ზურა
10 ოქტომბერი 2021 08:17
0
მწვრთნელი ვილი შეიძლება არ ვარგა , მაგრამ მოთამაშე ძალიან ჟილკიანი იყო, ეგ ჟილკაც ვერ ასწავლა ამ ფუნებს. ღირსება აქვთ დაკარგული თავ კინაღამ გალახეს ეს უვარგისები მოედანზე, ყველანაირად სუნი აუშვეს..........
esea
10 ოქტომბერი 2021 06:09
0
გალაქტიკაში ამათზე უთავმოყვარეო არსებები უნახავს ვინმეს. ტატუს გაკეთება არ დაივიწყოთ უვარგისო არსებებო
?????
10 ოქტომბერი 2021 06:03
1
ესენი ოჯახების სანახავად ჩამოდიან, ფეხზე კიდიათ ქვეყანა, ან საცა არიან იქ რატომ ათამაშებენ, ძაღლი შინ არ ვარგოდაო. შუბლზე ხარის ტყავი აქვთ აკრული, მარტო საბალახოდ გამოდის ნახირი, უვარგისებს არც ოჯახებში სრცხვენიათ
kuku
10 ოქტომბერი 2021 05:59
1
სადაც თამაშობენ ეს უვარგისები, იქაც ჰა და ჰა ათამაშებენ ანუ წკიპზე არიან ხოდა ფიქრობენ თუ ტრამვას მივიღებთ მერე საერთოდ ან სულ გამოგვყრიან ან სამუდამოდ სკამზე დაგვსვავენო, ამიტომ თავს არ იკლავენ და არ დარბიან, ამათ ნაკრებში თამაში ბარში სიარული ჰგონიათ ან დისკოთეკაზე. ვინც ისედაც მაგარია ის ყველგან თამაშობს რასაც ამ საქონლებზე ვერ იტყვი
გიო
10 ოქტომბერი 2021 05:51
0
ირბინეთ ბიჭოოოოო, ირბინეეეეეთ. მიდით ბურთთან ბოლომდე, რომ იცი რომ ვერ მიუსწრებ, მაინც მიდი ბოლომდეეეე, ვისთვის ან რისთვის ზოგავთ ენერგიას, რა ჯანდაბად გინდათ თუ არ ითამაშეთ. შეხვდით, ჩაუხტით, არ ამოასუნთქოთ, ირბინეთ. მონდომება და ჯიგარია საჭირო, სად ჯანდაბაში დაკარგეთ, რა მოგივიდათ, რამ გაგაჩანაკათ ასე? დღეს ხომ შეიძლებოდა მცირე სიხარული მოგენიჭებინათ. დაშოკილია გუშინდელი ტრაგედიით ხალხი, უბედურება დაგვატყდა თავს და თქვენ როგორ არ უნდა შეეცადოთ მაინც ამ ყველაფრის შემსუბუქებას!!!! ან მწვრთნელია საჭირო ისეთი ვინც კაცურად დაელაპარაკება მთელ გუნდს, ან კაპიტანი, ან დაცვა, ან ვინმე ყარაული მანდ რავი, რაღაც საჭირო როა ფაქტია! შეუძლიათ , განა არ შეუძლიათ, უბრალოდ ყველა თავისთვის უბერავს და მოშვებული არიან...
svani!
10 ოქტომბერი 2021 02:55
2
ერთი მწვრთნელი რა გახდა ვერ გავიგე. ეს თამაში მოსაგები იყო. ვინ დაგვაკლდა? კიტეიშვილი, ანუ შემქმნელი და ვერ ჩავანაცვლეთ. არც კი უცდიათ მისი ჩანაცვლება, თორე წიტაიშვილს სკამზე რა უნდოდა ვერ ვხვდები' . ჩაკვე რომ ის ჩაკვე ვერ იქნებოდა თავიდანვე ვიცოდი, მარა მაინც ყოჩაღ, ხოდა საყრდენი რომ ვარგებულიყო, თამაში მოგებული გვქონდა. ჯაბა, ტიპიური ჩამშლელია და მორჩა, მას შეტევა არ უნდა დაავალო, აბუც არაა ისეტი, რომ რაიმე შექმნას, ვერ გაქაცა მაგ ბიჭმა, ხოდა კიტე არაა, და ეთამაშებია წიტაიშვილი აბუს ნაცვლად, ხომ გამოჩნდა რომ კაი ბიჭია, ამ შემადგენლობაში, უკეთესი იქნებოდა, ალბათ მაგიტომაც არ ატამაშეს. და ჩაკვეს ნაცვლად შემოეყვანა თორნიკე, მგონი აჯობებდა. ამ შემთხვევაში, 4-1-3-2 სქემაც შეიძლებოდა. საბა და ჟორჟი წინ, კანკავა, კვარა, ჩაკვე და წიტა. და საერთოდაც, ჯაბას ნაცვლადაც, ამ სქემაში დავითასვილს ჩავსვამდი. მეტი შემქმნელი რომაა საჭირო, ხომ დავინახეთ? ჟორჟამდე ბურთი არ მიდიოდა, არც საბამდე, მაინც აგებ, ხოდა გამოსცადე საყრდენებზე ეს ბიჭები, შეუცვალე პოზიცია, სქემა, რაღაცა ქენი, აბა რა მწვრთნელი ხარ? რა უნდა ბატუმის დინამოს ნაკრებში? არ არ გესმით ბიძიკო ფეხბურთიი, ან რა გინდატ არ ვიცი. წადიტ სახლში და იქედან უყურეთ ტელევიზორს რაა
ლევან მაღლაკელიძე
10 ოქტომბერი 2021 02:43
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული