სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

AutoSharing Option
საბერძნეთთან ბათუმში (0:2) დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საწყისი 25 წუთით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვიყავი - აგრესია, მონდომება და თავდადება გვაკლდა. ფეხბურთში ნიჭი და ტექნიკა საკმარისი არ არის, თუკი 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე არ დაიხარჯები. ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა უნდა ისწავლონ, რომ მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში გააქტიურება არ ეყოფათ. პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისით კმაყოფილი ვარ.

თორნიკე ოქრიაშვილი შემოვიდა და თავდადების მაგალითი გვაჩვენა. რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ.

თუ დავაკვირდებით მარტისა და
ივნისის მატჩებს, უკანასკნელი შეხვედრები განსხვავებული იყო. რადგან მაშინ უკეთესად გამოსვლა შევძელით, ეს ნიშნავს, რომ თამაში შეგვიძლია. სექტემბრსა და ოქტომბრში კი მონდომება გვაკლდა.

დღეს დადებითი ასპექტებიც დავინახე და დასანანად, უკანასკნელ წუთებზე დავმარცხდით.

კოსოვოში თავმოყვარეობის დასაცავად ვითამაშებთ და ვეცდებით, რათა დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგი გვქონდეს.

მესის კლასის ფეხბურთელს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ნაკლებად ირბინოს და შემდეგ მისი კომპენსირება მოახდინოს. ამ დონის შემსრულებლები არ გვყავს და ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში თავდადება უნდა გამოავლინონ.

დადებით ასპექტებში თორნიკე ოქრიაშვილის თამაშში ჩართვასა და საბა ლობჟანიძის მონდომებას დავასახელებდი. დაცვის ხაზში ახლა გაცილებით ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე კოსოვოსა და ესპანეთთან.

შემადგენლობას ვარჯიშებზე დაკვირვებისა და მოთამაშეების საკლუბო კარიერიდან გამომდინარე ვარჩევ.

რა თქმა უნდა, გუნდში პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს. მარტის თამაშის შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვეძლო. ახლა მონდომება დაგვაკლდა და იმედია, კოსოვოში ასე არ მოხდება.

გიორგი აბურჯანია ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა და ნდობის ღირსი იყო. თუმცა, თუკი კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, მას, ისევე როგორც გურამ გიორბელიძეს, ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში გაუჭირდებათ, მე კი - მათი გამოძახება".

მკითხველის კომენტარები / 69 /
საქართველოს ნაკრებს უნდა ჰყავდეს ქართველი მწვრთნელი ვერ ამართლებენ უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრებში რომ შეადაროთ შედეგები ქართველ მწვრთნელებს უკეთესი შედეგები ქონდათ ვიდრე უცხოელებს ეს შედეგი რაც დადო საინიომა ამ შედეგიდან გამომდიანრეც გასაშვებია 1 მოგება 1 ფრე და 7 წაგება ესაა კატასტროფა 9 თამაშ სრულიად საკმარისია მეტი რაღა უნდა აცალო?? საქართველოს ნაკრებს უნდა ჰყავდეს ქართველი მწვრთნელი სასურველია მომთხოვნი და დისციპლინის მოყვარული მაგალითად ქეცბაია რომ გუნდი ელემეტარულად მოტოვირებული მაინც გავა და საბრძოლველად მაინც განაწყობს ნაკრებს.
გიორგი
09 ოქტომბერი 2021 23:11
6
მართალი თქვა, რომ მესივით დგანან. მაგრამ წვრთნელია და უნდა განაწყოს საბრძოლველად. ბრძოლის გარეშე დღეს ფეხბურთს ვინ მოგაგებინეს. დააკვირდით, ყველა საბრძოლველ ბურთზე ბერძნები გვასწრებდნენ მისვლას. ჩვანს ნახევარმცველებთან ბურთის მიღებისთანავე ჩნდებოდა 3 ბერძენი, ისინი კი ყოველთვის თავისუფლად ღებულობდნენ ბურთს, რადგან ისინი დარბოდნენ, ჩვენ კი - არა. დღეს ეს განსხვავება აყენებს შედეგს და არა ბურთით ჟონგლიორობა. თანამედროვე ფეხბურთში ყველა მატჩი ომია, ჩვენი ფეხბურთელები კი ბალეტის მოცეკვავეებს უფრო ჰგვანან, ვიდრე მეომრებს. ეგენი ხომ დიდს ვერაფერს წარმოადგენენ და არც ეგ ფრანგია თავის საქმის კარუზო. ჯამში გვაქვს 2 გატანილი გოლი და ერთი კინკილა ქულა 6 მატჩში.
რა გვეშველება?
09 ოქტომბერი 2021 23:10
0
ვინმემ უთხრას რო წავიდეეს!!
giorgi
09 ოქტომბერი 2021 23:10
2
და რო წავიდეს რა? აქამდე ვერ მიხვდით რო მრთვნელენბში არაა საქმე?
???
10 ოქტომბერი 2021 01:23
1
აბრალე ახლა ფეხბურთელებს, ვერაფერი ვერ შეცვალე როგორც მწვრთნელმა, არანაირი ტაქტიკა, მხოლოდ გაიქეცი მოატყუე თუ გამოგივიდა
Mose
09 ოქტომბერი 2021 23:08
0
მერე შე დალოცვილო გაუშვიი გუნდიდანნნ!
დდდხ
09 ოქტომბერი 2021 23:06
0
ამის მოხსნა ნიშნავს შეცდომის აღიარებას.სეცდომის აღიარება კიდე ამ ქვეყანაში არავინ აღიარებს არც მომთხოვნია მავანი
beqa
09 ოქტომბერი 2021 23:03
1
მართალია ეს კაცი. აბურჯანიას თითქოს თამაში რცხვენოდა, ხოლო გიორბელიძე კვარას და ჩაკვეს "უკეტავდა" სივრცეს. ასე მგონია მე.
ვაჟა მასწავლებელი
09 ოქტომბერი 2021 23:02
2
აბურჯანია სადაც იყო, თავი ვერსად გამოიჩინა და ეს მაინც ათამაშებდა. ეხლა ვითომ გააძლიერა შუა ხაზი, კვეკვესკირი გამოიძახა და მაინც ეს ათამაშა. პასი ამას არ უვარგა და ორთაბრძოლაში სუსტია და ფეხბურთში სილამაზის კონკურსი არ ტარდება.
: )))))))
10 ოქტომბერი 2021 02:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული