სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

AutoSharing Option
საბერძნეთთან ბათუმში (0:2) დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საწყისი 25 წუთით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვიყავი - აგრესია, მონდომება და თავდადება გვაკლდა. ფეხბურთში ნიჭი და ტექნიკა საკმარისი არ არის, თუკი 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე არ დაიხარჯები. ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა უნდა ისწავლონ, რომ მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში გააქტიურება არ ეყოფათ. პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისით კმაყოფილი ვარ.

თორნიკე ოქრიაშვილი შემოვიდა და თავდადების მაგალითი გვაჩვენა. რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ.

თუ დავაკვირდებით მარტისა და
ივნისის მატჩებს, უკანასკნელი შეხვედრები განსხვავებული იყო. რადგან მაშინ უკეთესად გამოსვლა შევძელით, ეს ნიშნავს, რომ თამაში შეგვიძლია. სექტემბრსა და ოქტომბრში კი მონდომება გვაკლდა.

დღეს დადებითი ასპექტებიც დავინახე და დასანანად, უკანასკნელ წუთებზე დავმარცხდით.

კოსოვოში თავმოყვარეობის დასაცავად ვითამაშებთ და ვეცდებით, რათა დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგი გვქონდეს.

მესის კლასის ფეხბურთელს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ნაკლებად ირბინოს და შემდეგ მისი კომპენსირება მოახდინოს. ამ დონის შემსრულებლები არ გვყავს და ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში თავდადება უნდა გამოავლინონ.

დადებით ასპექტებში თორნიკე ოქრიაშვილის თამაშში ჩართვასა და საბა ლობჟანიძის მონდომებას დავასახელებდი. დაცვის ხაზში ახლა გაცილებით ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე კოსოვოსა და ესპანეთთან.

შემადგენლობას ვარჯიშებზე დაკვირვებისა და მოთამაშეების საკლუბო კარიერიდან გამომდინარე ვარჩევ.

რა თქმა უნდა, გუნდში პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს. მარტის თამაშის შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვეძლო. ახლა მონდომება დაგვაკლდა და იმედია, კოსოვოში ასე არ მოხდება.

გიორგი აბურჯანია ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა და ნდობის ღირსი იყო. თუმცა, თუკი კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, მას, ისევე როგორც გურამ გიორბელიძეს, ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში გაუჭირდებათ, მე კი - მათი გამოძახება".

მკითხველის კომენტარები / 69 /
ეს ჩემი სუბიექტური აზრია რასაც მე ვხედავ სამწუხაროდ ჩემი შეფასებით საქართველოს ნაკრების ბევრი ფეხბურთელი არ იხარჯება ბოლომდე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ბევრი ფეხბურთელისთვის საკლუბო კარიერა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნაკრები ესეთი უმოტივაციო თამაში უყურადღებო ა ზერელე დამოკიდებულება მე არ მინახავს არც ერთი ნორმალური ნაკრების ფეხბურთელების მხრიდან ამდენი შეცდომებს აღარ უშვებენ აღრსად მართლაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისთვის და სამწუხაროდ წამყანი ფეხბურთელებისთვის ნაკრები ზედმეტი ტვირთია და აქ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოდიან შედეგი თამაშის ხარისხი და წარმატება მათვის მნიშვნელოვანი არ არის არადა მათ თამაშს რომ ვუყურებ იქ მართლაც რომ თავს იკლავენ ბოლომდე იხარჯებიან და ნაკრებში იმის ნახევარსაც არ აკეთებენ ხოდა როცა ასეთი ფეხბურთელები გყავს 100 დან 90 % მწვეთნელმა რა უნდა ქნას? ეს ახლა არ დაწყებულა ეს უკვე წლებია ასეა არ ვიცი რატო იქცევი ან ასე ჰონორალი რომ არ აქვთ ნაკრებში თუ რა მიზეზია ფაქტია რომ ნაკრებში არ იხარჯებიან ისე როგორც უნდა დაიხარჯო სანაკრებო მატჩების დროს და სხვა ქვეყნების ფეხბურთელები თავს იკლავენ ნაკრებში ისე თამაშობენ.
გიო
10 ოქტომბერი 2021 00:50
0
თავმოყვარეობა როცა არა გაქვს, რას იცავ? ბურთს თუ არ დაარტყამ, კარში თავისით არ შეფრინდება. განსხვავება არ ყოფილა და ტყუილად თავს ნუ იტყუებ.ბოლო თამაშებში გვამბურთს ვთამაშობთ
????
09 ოქტომბერი 2021 23:25
0
აბრალე ახლა ფეხბურთელებს, ვერაფერი ვერ შეცვალე როგორც მწვრთნელმა, არანაირი ტაქტიკა, მხოლოდ გაიქეცი მოატყუე თუ გამოგივიდა
Mose
09 ოქტომბერი 2021 23:08
0
საბერძნეთის გულშემატკივარი აღნიშნავს რო მათი მწვრთნელი შესაცვლელია წარმოიდგინეთ ჩვენთან რახდება?! 12 თამაში კატასტროფა ვაცადოოთ რატო ვაცადოოოთ კობიაშვილს უნდა მისიაა ეს ნაკრებიი? აზრზე არაა ეს სანიოლი
giorgi 12
10 ოქტომბერი 2021 12:41
1
ესენი ოჯახების სანახავად ჩამოდიან, ფეხზე კიდიათ ქვეყანა, ან საცა არიან იქ რატომ ათამაშებენ, ძაღლი შინ არ ვარგოდაო. შუბლზე ხარის ტყავი აქვთ აკრული, მარტო საბალახოდ გამოდის ნახირი, უვარგისებს არც ოჯახებში სრცხვენიათ
kuku
10 ოქტომბერი 2021 05:59
1
საერთოდ აღარაა დრო.რომ კობიაშვილი და სანიოლი მოვაცილოთ ნაკრებს? მათ გაანადგურეს საქართველოს ფეხბურთ ფედერაცია და ნაკრები!
უცნობი
10 ოქტომბერი 2021 13:22
2
ძალიან სუსტი მწვრთნელი. შეცვლებს აგვიანებ ძალიან!!! მწვრთნელს თუ უნდა გარდატეხის შეტანა დაახლოებით 60-65-წუთზე აკეთებს შეცვლას- თან აზრიანს და ის შემოსულები გუნდთან ერთად ახალი ტაქტიქით ქმნიან რაღაცას.(ოღონდ ეს წინასწარ უნდა იყოს დამუშავებული) წიტაიშვილი რა პრინციპით არ შემოიყვანა აბსოლიტურად გაუგებარია.ლობჟანიძეს თურქეთში სწორად და ეფექტურად იყენებენ და კარგი შედეგიც აქვს- რომ დაიღლება სადღაც 65-წუთისკენ ცვლიან, ან მეორე ტაიმში შემოყავთ. ხალხიც საბრძოლველად თითქოს ნაკლებად იყო განწყობილი, ყოველ შემთხვევაში ბერძნები გვჯობდნენ მოტივაციაში აშკარად. კვარაცხელია თმების გასწორებას უფრო მეტ დროს უთმობს ვიდრე რაიმე მოქმედებას. ხო შეოძლება შეისწორო/შეიჭრა ან დაიმაგრო რაიმე ზონარი/სალტე, როგორც თუნდაც მოდრიჩს აქვს გაკეთებული. აშკარად ხედვის კუთხეს უჩრდილავს, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, და თან ამდენი დროის და ენერგიის კარგვა მის შესწორებაზე არ უნდა იყოს სწორი ჩემი აზრით.
ვაჟა
10 ოქტომბერი 2021 09:51
2
გალაქტიკაში ამათზე უთავმოყვარეო არსებები უნახავს ვინმეს. ტატუს გაკეთება არ დაივიწყოთ უვარგისო არსებებო
?????
10 ოქტომბერი 2021 06:03
1
ვაისის ფორმაციის ნაკრები რო სანატრელი გაგიხდება
ბექა
09 ოქტომბერი 2021 23:52
1
Qecba rom izaxda mesebi ar gvyavso erti ambavi atexet esec igives ambobs xom xedavt, gava kide dro da qecba mixvdebit dasafasebeli pirovnebaa, profesionali
Juve
09 ოქტომბერი 2021 23:38
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული