რატომ წააგო საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან?! - ვეძებთ მიზეზებს "ევროპულად"...

AutoSharing Option
ძალიან კი გვსურდა, მეცხრე ცდაზე საბერძნეთთან გატეხილი ნავსი და სექტემბრის თამაშების შემდეგ, საქართველოს ნაკრების გამოსწორებული თამაში გვენახა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

როგორც ჩანს, ჩვენ ფეხბურთელებს დამატებითი პასუხისმგებლობა მოტივაციას უზრდის კი არა, პირიქით - ძაბავს და საკუთარი თავს შესაძლებელზე უარესად წარმოაჩენინებს. ამჯერად ბათუმში მომხდარი ტრაგედია არ აღმოჩნდა მიზეზი, რის გამოც მოთამაშეები საკუთარ თავზე მაღლა ახტებოდნენ.

უკანასკნელ ერთ თვეში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა - დაგვიბრუნდენ წამყვანი ფეხბურთელები, ლეგიონერები უკეთეს ფორმასა და ხასიათზე ჩამოვიდნენ. თუმცა, ბერძნებთან დაპირისპირებაში იყო ეპიზოდები, როცა გვეგონა, რომ
თვალს კოსოვოსთან მატჩის მესამე ტაიმს ვადევნებდით - "ჯვაროსნებს" ნაკლები მონდომებოთა და ფანტაზიით.

ვილი სანიოლს წარმატების მიღწევა უფრო კონტრშეტევებზე, სწრაფი მოთამაშეების ხარჯზე წარმოედგინა, თუმცა ბერძნები ზონებს იდეალურთან მიახლოებულად კეტავდნენ - დაცვით ფაზაში კარგი თამაში მათ გუნდებს ყოველთვის ეხერხებოდათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ოთარ კიტეიშვილის არყოფნამ შუა ხაზში სერიოზულად დაგვასუსტა. გვიჭირს ისეთი მოთამაშე, რომელიც ბურთის კონტროლსაც მოახერხებს და გამუდმებით იმოძრავებს.

Sportall.Ge

არაერთხელ შეიქმნა ეპიზოდი, როცა მოწინააღმდეგემ თავისუფლად გადმოკვეთა მინდვრის ცენტრი და დაარტყა პოზიციიდან, საიდანაც მეტოქის საყრდენები ამის საშუალებას არ უნდა გაძლევდნენ!

კლუბის მდგომარეობის ნაკრებში ასახვა იოლი რომ არაა, გიორგი მიქაუტაძის მაგალითიც მოწმობს. საქართველოს ნაკრების მიერ ორგანიზებული შეტევების პირობებში, ის უბრალოდ იკარგება - ვერ იგებს საჰაერო ორთაბრძოლებს (მაშინ როცა ჩვენი შეტევების უმრავლესობა ჩაწოდებებით სრულდება), რამდენჯერმე დაკარგა ბურთი და პრესინგშიც (სხვა შემტევების მსგავსად) სათანადოდ ვერ ყოჩაღობდა.

Sportall.Ge

"სერენის" ფორვარდმა გოლის გატანა იცის და იმ რამდენიმე დღეში, როცა გუნდი ერთადაა, მისი ინტეგრაცია და სახიფათო კომბინაციების დამუშავება მაქსიმალურად უნდა მოხდეს.

ყოველთვის გამუდმებით იმაზე საუბარი, რომ თამაშის ორგანიზება უმნიშვნელოვანესია და მხოლოდ ცალკეულ ფეხბურთელების ტექნიკისა თუ სისწრაფის იმედად არ უნდა ვიყოთ, უკვე მოსაწყენი გახდა. ხვიჩა კვარაცხელია საყოველთაო ინტერესის ობიექტივშია და ბერძენთა თავკაცსაც კარგად ჰქონდა გააზრებული, მისი შეჩერება რა გზით უნდა ეცადა.

სანიოლის მატჩის შემდეგ კომენტარში თემურ ქეცბაიას რამდენიმე მოსაზრებების "ევროპულ თარგმანს" დაინახავდა კაცი -  მესის ხსენებითა თუ იმის თქმით, რომ მხოლოდ ტექნიკა და ნიჭი საკმარისი არაა. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები ახლა სხვა სტილის ფეხბურთის თამაშს ცდილობს ან უფრო სწორი ფორმულირება იქნება -  ამას პრაქტიკაში მხოლოდ მარტში, ფრანგი სპეციალისტის საწყის ნაბიჯებში  ვხედავდით.

სადღაც იმ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, ვლადიმირ ვაისის ინერცია ხომ არ იყო ის მატჩები, როცა ნაკრები შეთამაშებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ფაქტია, რეგრესი გვაქვს, ამას მთავარი მწვრთნელიც აღიარებს და ამ ეტაპზე, მიზნად სადებიუტო შეხვედრების დონეზე დაბრუნება განუძრახავს. ახლო წარსულის გამოკიდება კი არა, სანიოლს ბევრი რამის დამტკიცება თავიდან მოუწევს. დაველოდოთ კოსოვოში სტუმრობასაც...

Sportall.Ge

"ჯვაროსნების" დამრიგებელი სათამაშო პრაქტიკის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა იმ პოზიციებზე, სადაც მეტ-ნაკლებად ალტერნატივა არსებობდა, მაინც ისეთ ფეხბურთელებს ეყრდნობა, რომელთაც ერთი სანაკრებო შეკრებიდან მეორემდე, ჯამში ერთი მატჩი არ უთამაშიათ (გიორბელიძესა და აბურჯანიაზე თავად ვილიმაც ისაუბრა).

ასე ვფლანგავთ კიდევ ერთ შესარჩევ ეტაპს და ისევ "ერთა ლიგიდან" ოცნებას განვაგრძობთ, თუმცა ასეთი თამაშითა და კვალიფიკაციით "C" დივიზიონიც რთულად დასაძლევი მოჩანს.

altსაქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

altსანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

მკითხველის კომენტარები / 43 /
იმიტომ რომ: 1. დაცვის დროს პრესინგი უნდა დაიწყო მეტოქის ნახევარზევე ბურთის ართმევაზე თან ისე რომ ვისაც აქვს ბურთი იმ კაცზე ორი მაინც უნდა მივიდეს ერთდროულად ახლო დისტანციაზე ერთი მეტრის სიახლოვეს და არა ხუთ მეტრზე და სხვა ორმა მის გვერდით მოთამაშეები უნდა ჩაკეტონ პსის დაბლოკვის მიზნით, 2. შეტევის დროს უნდა ეცადო ბურთი ერთი შეხებით ზუსტად! გადასცე უკეთეს პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელს ამისთვის საჭიროა მწვანე მინდორს კი არ დაუურებდე აქეთ იქით გაიხედო ხანდახან! 3. უბურთო მოთამაშეებმა უნდა ირბინონ და გაიხსნან ბურთის მისაღებად, სასეირნოდ და საგულაოდ რუსთაველის გამზირია, ბათუმში ბულვარი!, 4. კარში თუ არ დაარტყამ ბურთი მაგნიტი არ არის თავისით შეგორდეს!, 5. ფსიქოლოგიურად ნუ წნეხავთ სანიოლს!, ათამაშა "ვარსკვლავები" ხომ ნახეთ და შედეგი ნოლი!, ყველა ნორმალურ გუნდში შემადგენლობას აყენებენ გუნდებში თუნდაც შიდა ჩემპიონატზე წინა თამაშებში მოთამაშეების მარგი ქმედების კოეფიციენტის ანალიზის მიხედვით----ვინ რამდენი კმ ირბინა დროზე სათამაშო გადაანგარიშებით, რამდენი ზუსტი პასი გააკეთა, რამდენჯერ დაკარგა ბურთი, რამდენჯერ დაჯარიმდა, ბურთი რამდენჯერ აართვა და მოიგერია, რამდენ ყვითელს იღებს და ა შ.!, ეს გუნდი ვინც გუშინ ითამაშა ესპანეთთან გასვლაზე რო დაეყენებინა რასაც ბევრი ითხოვდით ასეთი თამაშით 7:0 წააგებდნენ!, კონკრეტულ თამაშში უნდა ითამაშოს მან ვისაც ამ მომენტისთვის უკეთესი მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს და არა იმის მიხედვით ვის რა ცნობილი გვარია და ვინ რა გუნდში თამაშობს, არც ის როგორ დრობლინგებს სკეთებს!, ათი წუთი თუ დაათრევ ბურთს წინ და უკან და ოცდაათჯერ კარგავ ნატაობისას ამ დრიბლინგებს აქვს ნოლის ფასი!
რატომ წააგო?:):):)
10 ოქტომბერი 2021 15:19
5
ნუ ვწნეხავთ სანიოლს? არ დავწეროთ რომ გუნდს მწვრთნელის ყოლისა არაფერი ეტყობა? კაცს მწირი გამოცდილება აქვს მწვრთნელობის, არანაირი მცირე წარმატებისათვის არასდროს მიუღწევია არაფრით თავი არსად გამოუჩენია და ალბათ ამიტომაც ამდენხანს უმუშევარი იყო. ხოდა ეს ეტყობა კიდეც გუნდს . ფაქტიურად პრაქტიკანტი გვყავს მწვრთნელად და არა პროფესიონალი. ვაისი სუსტი პროფესიონალი იყო, მაგრამ მაინც პროფესიონალი. რაღაც დონეზე მაინც დაალაგა ურთიერთქმედება ფეხბურთელებს შორის. ეს ამასაც ვერ ახერხებს.
არტ
10 ოქტომბერი 2021 15:40
3
ასეთი სწორი კომენტარი არავისგან გამიგია, თვით ე.წ ექსპერტებისგანაც კი. თამაშის მოგებას მაქსიმალური მოძრაობა და სირბილი სჭირდება, ვინც ბევრს მოძრაობს , მითუმეტეს გონივრულად ყოველთვის ის იგებს. ფეხბურთი დინამიკაშია და არა სტატიკაში. ფეხბურთელი მინდორზე არ დარბის აქ ჩვენ ფედერაციას და ვის აღარ ვაგინებთ. იმაში მაინც გავერკვეთ ვის რა ფუნქცია ევალება.
გიზოგ
10 ოქტომბერი 2021 23:18
0
ყველა გამოხმაურება
სირბილი არ შეუძლიათ მოწინააღმდეგეზე მეტი და არც სისწრაფე აქვთ და სანამ ნორმატივებს არ ჩააბარებიებთ მანამ არ უნდა გამოიძახოთ და სუ ალტერნატიულ ნაკრებზე ლაპარაკობდენ ადრე და ახლა ხო გამოჩდებოდა ძირითადს რო მოუგებდა ვინ იმსახურებდა ქვეყნის სახელის დაცვას მარა არავის შედეგი არ უნდა და მარტო თავისიანის თამაში აინტერესებს კარგად რო გაყიდოს მერე
შოკირებული გულშემატკივარი
10 ოქტომბერი 2021 14:56
0
ჰოდა, აწი ვერავის გაყიდიან. ვის რად უნდა მოსეირნე მოჭადრაკეები? ბურს ესენი ვერ ფლობენ, ვერ აჩერებენ, პასს ვერ იძლევია და კაცს ვერ ატყუებენ. თანაც, არც სირბილი შეუძლიათ. რა კლუბებშიც თამაშობენ, ისიც ბევრია ამ უქნარებისთვის.
გიორგი
10 ოქტომბერი 2021 22:30
0
საერთოდ რომ აიკრძალოს საქართველოში ფეხბურთი თავის ფედერაციიანად და ბიუჯეტი გადანაწილდეს სპორტის სხვა სახეობებზე ბევრად აჯობებს!!! ნერვები მაინც შერჩება ამ ხალხს! :) :) :)
shiko
10 ოქტომბერი 2021 22:56
4
რატომ წავაგეთ და იმიტომ,რომ მოთამაშეები თამაშში ჯიგარს არ დებენ,ოფლს არ იდენენ,ზოგიერთს მათგანს თამაშის შემდეგ,რომ კითხოთ სადაა აბა ოფლი, გეტყვის მე ოფლი სართოდ არ ვიციო, სასაცილოა, სატირელი,რომ არ იყოს.
ლევანი
10 ოქტომბერი 2021 16:58
2
აჰააააა გასაგებია ყველაფერი ! კიტეიშვილის არყოფნა ყოფილა მთავარი მიზეზი ! ბერძნები მოედნის ყველა მონაკვეთზე რიცხობრივ უპირატესობას რომ ქმნიდნენ და ახრჩობდნენ ჩვენებს ეგეც კიტეიშვილი არ ყოფნის ბრალია და არა მწვრთნელების ტაქტიკას რომ არ ცვლიდნენ არვ წარსულ თამაშებში და არც ეხლა ? თუ ორთაბრძოლების ლამის 99% რომ წააგეს ჩვენებმა ეგ მიქაუტაძის ბრალია ?? კვეკვესკირი რომ ამოიჩემა სანიოლმა და არ ათამაშებს ეს ვიღასი ბრალია ?? ან დავითაშვილი რომ გამოყავდა ვაისს ბოლო წამებზე და სანიოლიც აგრძელებს ეგ ვისი ბრალია (არადა უმაგრეს ფორმაში იყო დავითაშვილი მაკედონიასთან ფინალის დროს ბოლო 3 წუთზე რომ გამოიყვანა იმ იდიოტმა ვაისმა და ზურიკომ იმ 3 წუთში ლამის უფრო მეტი გააკეთა ვიდრე მთელმა გუნდმა 87 წუთში! და ეხლაც უმაგრეს ფორმაშია და გამოსვლისთანავე როგორ გაამწვავა ორჯერ სიტუაცია !) მე კი მგონია არც ვაისის და არც სანიოლის ბრალი კი არა იმ მაფიის ბრალია ქართულ ფეხბურთში და მთავრობაში მოკალათებული მაფიოზების ბრალია ჯერ კიდევ შარშან ფინალში მაკედონიასთან გაჩდა ეჭვი რომ ვიღაცეები ცდილობენ დაანგრიონ და დააქციონ ქართული ფეხბურთი მაყურებლის არ დაშვების დანაშაულებრივი გადაწყვეტილება პლიუს იმ დროისთვის საუკეთესო შემტევების კვარაცხელიას და შენგელიას უცნაური კოვიდ ტესტები@ მე დარწმუნებული ვარ რომ შემადგენლობებს ვაისი და სანიოლი კი არა სულ სხვები ადგენენ და მწვრთნელებიც ხმას არ იღებენ ! იმათ ფეხებზე არ კიდიათ ? არც მათი სამშობლოს გუნდები აგებენ და ნადგურდებიან და ხელფასებსაც წყნარად იღებენ @ უმთავრდებათ კონტრაქტი და წყნარად მიდიან ჯიბეგასქელებულები @@ და ის მაფიოზები კი ფულს ათეთრტებენ და ჯიბეებს ისქელებენ @@
ზურა222
11 ოქტომბერი 2021 03:15
2
რატომ წავაგეთ ? იმიტომ რომ არ მოძრაობენ. პასს აძლევენ და მერე ჩერდებიან, არ ეხსნებიან, იმ ადგილზე რჩებიან საიდანაც პასი გააკეთეს და ასე ადგილზე დგომით არაფერი გამოვა. რამდენჯერ გაიქცა ლობჟანიძე,კაცი არ გაყვა შეტევაში პასი რომ მიეცა. მოკლედ მოძრაობა და მოძრაობაა ჩემო თერგო, თორე თუ დადექი, დაჭაობდები და ხავსი მოგეკიდება.
QT
10 ოქტომბერი 2021 22:42
1
კი გაიქცა მიქაუტაძე 1-1 ზე იყო გაეხადა ზუსტად მაგ ლობჟანიძეს წინ მოტყუბა რო დაუწყო მცველს კი წაართვა, არადა რა უნდოდა 1 პასი და 1-1 ზე რჩებოდა. მაგრამ დანარჩენში რასაც იძახი გეთანხმები
ABCABC
12 ოქტომბერი 2021 00:52
0
უზუსტესი დიაგნოზი!
11 ოქტომბერი 2021 23:00
1
წესით და რიგით ნაკრების მაგალითზე, თამაშებზე და მათ შედეგებზე უნდა გაიზარდონ მომავალი ფეხბურთელები, მაგრამ ამათი შემყურე ფსიქოლოგიურად გაფუჭდება ბავშვები. არც სტადიონზე უნდა მივიდეს ვინმე და არც ტელევიზორში ჩვენებაა საჭირო. შედეგი ნულია მაინც და რას ხარჯავთ ამხელა რესურსს. ითამაშებენ წააგებენ ჩუმად და მორჩა. ასეთი უსუსური ნაკრები არ გვყოლია მგონი არასდროს
777
11 ოქტომბერი 2021 09:35
1
ზონები გადაკეტესო ბერძნებმა მერე ჩვენ ამ დროს რას ვაკეთებდით აი ზუსტად მაშინ გვჭირდება ფეხბურთელები ინდივიდუალურად ძლიერები რომლებიც ამ ზონებს გაარღვევდენ მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ფეხბურთელები ჩვენ არ გვყავს.
ისიდორე
10 ოქტომბერი 2021 16:28
0
არაა ფეხბურთი ამათი საქმე..ამათ სანიოლი კი არა გინდა ფერგიუსონი და მაურინიო ჩამოუყვანე მაინც ვერ ითამაშებენ.
სოსო
11 ოქტომბერი 2021 11:04
0
მიტომ წავაგეთ ბიძია რომ მწვრთნელი არ გვყავს, სად იგრძ|ნობოდა მომზადება, კომბინაცია და ა.შ. რაში მოემზადენ მაინტერესებს
foodboll
10 ოქტომბერი 2021 17:01
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული