სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონში" საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა, მან საუბარი ხუმრობით დაიწყო...
"89-ე წუთზე ჩამეძინა არ ვიცი მერე რა მოხდა... რაც იქამდე ვნახე შედეგს არაუშავდა. მერე არც ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან ბოლო წუთები არ გვიყვარს ხოლმე, რამე არ მომხდარიყო იქ ცუდი, ამიტომ დაველოდები კოსოვოსთან მატჩს.
სადამდეც ვუყურე ბერძნები გვჯობდნენ და ყოჩაღ, რომ გავძელით... მოკლედ, აღარ მინდა ნერვერბის აშლა, ისედაც იმ ქალაქში რამდენი სანერვიულო გვქონდა...
სიმ
ართლე გითხრათ, შეგუებულიც ვიყავი. მე ვთქვი უკვე, რომ როგორც ვატყობ, არანაირი აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ განვითარების 10-წლიანი ან რამდენიმეწლიანი გეგმა არ გვექნება შემუშავებული.
დღეს ნაკრებში ის ვარსკვლავები ვინც გვყავს, მათზე ძლიერი ვარსკვლავებიც გვყოლია და შედეგი არ გვქონია.
ამიტომ ახლა ვინმეს კი არ ვაკნინებთ ან რაიმე მსგავსი, საქმე უბრალოდ სისტემაშია. ვერ დარბიან, არ დარბიან თუ რაც ხდება, ეს ყველაფერი ხდება აქ.
განა არ უნდათ?! უბრალოდ, ბავშვობიდანვე არასწორად არიან გაზრდილები და მაგალითად, ბევრმა ჩვენმა ფეხბურთელმა არ იცის ბევრი ელემენტარული რამ, რაც იცის ნორვეგიელმა, ისლანდიელმა და ა.შ...
მაგალითად, იმ ფეხბურთელებმა ჩვენებისგან განსხვავებით იციან, რომ ბურთი აუტზე გადადის, მაგრამ ვერ ეწევი მაინც გარბიან... ბურთი, რომ ცენტრის იქით გადავარდება და აუცილებლად ჩანს, რომ მეკარე ბურთს ხელში დაიჭერს, მიირბენენ მეკარესთან და მოდიან უკან...
აი, არის ასეთი ნიუანსები... ახლა გაბრაზდება ბევრი შენ რა იცი, რას პროფესორობო... ჰო და, ვინც იცით, იმათ გააკეთეთ და ჩვენ კომენტარებს გავაკეთებთ.
არა მაქვს პრეტენზია, რომ ვინმეზე მეტი ვიცი, მაგრამ ჰომ ყველა კარგად ვხედავთ რაც ხდება", - თქვა სალუქვაძემ.
7-8 წლის ბავშვებისგან რომ დააკომპლექტა ჯგუფი,რომელიც სულ მალე გუნდად ჩამოყალიბდა და რომელსაც დაარქვა ,,კაქტუსი''. ( სხვათა შორის იმ გუნდში საქართველოს მესამე პრეზიდენტიც თამაშობდა-თან ძალიან კარგად ).,,დინამოზე ჰყავდა შესანიშნავი ასაკობრივი ჯგუფები ლევან ინწკირველს,რუსთავში ოთარ ხმელიძეს და ა.შ.ბოლო წლებში ახალმა თაობებმა ირწმუნეს,რომ თავადაც მიაღწიონ ნაცვლიშვილის,სტეფანიას,ბოისას დონეს.უდიდესი საქმე გააკეთა ფაჩულიამ თბილისში საკალათბურთო აკადემიის შექმნით.ასე,რომ ფეხბურთში ვინმე ასეთი რომ გამოჩენილიყო-ამდენ ტალანტს არ დავკარგავდით.ეგ კი არა მერაბ ჟორდანიამ საზღვარგარეთ გაიყვანა და მეორე-მესამეხარისხოვან გუნდებში გაყიდა ყველა იმედისმომცემი ჭაბუკი,რომელსაც გამართული ფეხბურთი უნდა ეთამაშა.ფეხბურთში იმრავლა ისეთი მწვრთნელების რიცხვმა,რომლებსაც ფეხბურთი თავად არასდროს არ უთამაშნიათ.დღეს არსებობს ,,ფეხბურთის განვითარების მრავალწლიანი გეგმა;რაც მთავარია თავისთვის გამოყვეს ათეულობითმილიონიანი დაფინანსება და...კი ხრავენ მეთოდურად;გულშემატკივარი რა დღეშია-არ აინტერესებთ საერთოდ.მსგავსი რამ ჭიდაობაში ხდება.უმაღლესი დონის პატიოსანი სპეციალისტებით დაკომპლექტდა ძალოსნობის ფედერაცია.შედეგებიც სახეზეა.კარგადაწყობილი მკლავჭიდის ფედერაცია მავანთა გამიზნული მავნებლობის შედეგად დ ა ი შ ა ლ ა .დიდი საშიშროების წინაშე დადგა რაგბიც-როგორც სპორტის ჩვენი საამაყო სახეობა.