"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონში" საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა, მან საუბარი ხუმრობით დაიწყო...

"89-ე წუთზე ჩამეძინა არ ვიცი მერე რა მოხდა... რაც იქამდე ვნახე შედეგს არაუშავდა. მერე არც ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან ბოლო წუთები არ გვიყვარს ხოლმე, რამე არ მომხდარიყო იქ ცუდი, ამიტომ დაველოდები კოსოვოსთან მატჩს.

სადამდეც ვუყურე ბერძნები გვჯობდნენ და ყოჩაღ, რომ გავძელით... მოკლედ, აღარ მინდა ნერვერბის აშლა, ისედაც იმ ქალაქში რამდენი სანერვიულო გვქონდა...

სიმ
ართლე გითხრათ, შეგუებულიც ვიყავი. მე ვთქვი უკვე, რომ როგორც ვატყობ, არანაირი აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ განვითარების 10-წლიანი ან რამდენიმეწლიანი გეგმა არ გვექნება შემუშავებული.

დღეს ნაკრებში ის ვარსკვლავები ვინც გვყავს, მათზე ძლიერი ვარსკვლავებიც გვყოლია და შედეგი არ გვქონია.

ამიტომ ახლა ვინმეს კი არ ვაკნინებთ ან რაიმე მსგავსი, საქმე უბრალოდ სისტემაშია. ვერ დარბიან, არ დარბიან თუ რაც ხდება, ეს ყველაფერი ხდება აქ.

განა არ უნდათ?! უბრალოდ, ბავშვობიდანვე არასწორად არიან გაზრდილები და მაგალითად, ბევრმა ჩვენმა ფეხბურთელმა არ იცის ბევრი ელემენტარული რამ, რაც იცის ნორვეგიელმა, ისლანდიელმა და ა.შ...

მაგალითად, იმ ფეხბურთელებმა ჩვენებისგან განსხვავებით იციან, რომ ბურთი აუტზე გადადის, მაგრამ ვერ ეწევი მაინც გარბიან... ბურთი, რომ ცენტრის იქით გადავარდება და აუცილებლად ჩანს, რომ მეკარე ბურთს ხელში დაიჭერს, მიირბენენ მეკარესთან და მოდიან უკან...

აი, არის ასეთი ნიუანსები... ახლა გაბრაზდება ბევრი შენ რა იცი, რას პროფესორობო... ჰო და, ვინც იცით, იმათ გააკეთეთ და ჩვენ კომენტარებს გავაკეთებთ.

არა მაქვს პრეტენზია, რომ ვინმეზე მეტი ვიცი, მაგრამ ჰომ ყველა კარგად ვხედავთ რაც ხდება", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 53 /
აუცილებელია რაიონებში აკადემიები დიდ რაიონებში მაინც რომ სოფლელმა ბავშვმა შეძლოს ფეხბურთზე სიარული გადახედეთ ჭიდაობას სულ გაჭირებული ოჯახის შვილები აღწევენ წარმატებას.არ ვაკნინებ ქალაქს ან ქალაქელებს მაგრამ რაიონი იყო ყოველთვის სამჭედლო ყველა სპორტის
ბექა
10 ოქტომბერი 2021 17:54
1
ვერ დავეთანხმები ლევანს, აზრი აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი, ის აუცილებლად ქართველი უნდა იყოს, რადგან ჩვენი ხალხის ხასიათს ვერცერთი სხვა ქვეყნიდან მოყვანილი მწვრთნელი ვერ ჩაწვდება. ბოლოს და ბოლოს საკმარისია, მოდიან მიაქვთ მილიონები და ჩვენ ყოველთვის წაგებულები ვრჩებით.
ლოლო
10 ოქტომბერი 2021 17:26
7
მწვრთნელი კიარ უნდა მოერგოს ფეხბურთელს არამედ ფეხბურთელი მწვრთნელს.
ბაჩო
10 ოქტომბერი 2021 18:01
3
მართალია ეს კაცი.თუ გვინდა შედეგი უნდა გვქონდეს გეგმა, მარტივი თვლადი კრიტერიუმებით. მაგ. 5 წელიწადში ბავშვ ფეხბურთელთა რაოდენობამ მიაღწიოს 50,000 -ს, ამისთვოს საჭიროა 50 ახალი სტადიონი და მწვრთნელები. 10 წელიწადში 100,000 და ასე შემდეგ. ავიღოდ სამიზნედ ის პროპორცია რაც აქვს გერმანიას, ინგლოსს, ესპანეთს და სხვა წამყვან ქვეყნებს. თუ დავიწყებთ ხვალვე, 15 წელიწადში გვექნება შედეგი, თუ არა და კიდევ ბევრი წელი ვივიშვიშებთ.
გიორგი
10 ოქტომბერი 2021 17:13
2
რა აუტი რის მეკარე, გვერდით დაგორავდა ბურთი და არც ბურთთან მირბოდნენ, არც კაცს იყვანდნენ . ესპანეთი- იტალიის მატჩს რომ ვუყურე, ერთა თასის ნახევარფინალზე, უცხოპლანეტელების თამაშს გავდა, გინდა ბელგია საფრანგეთის.
goga
10 ოქტომბერი 2021 17:09
0
30 წელია ყველა დონის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირებზე(ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე) ვერ გავცდით ბოლო ადგილს. რატომ არ ინიშნება ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი სპეციალისტი(ბოლო ადგილს მისი ხელმძღვანელობითაც ხომ დავიკავებთ), რატომ არ ვაძლევთ შანსს მათ?სამომავლოდ გაიზრდება მაინც. და ბოლოს ისიც საინტერესოა დამისახელოს ვინმემ რომელი საზღვარგარეთელი მწვრთნელის აღზრდილს აქვს მოპოვებული ის წარმატებები, რომელიც არა მარტო ფეხბურთში, არამედ სპორტის ნებისმიერ სახეობაში გვქონდა და გვაქს.
ლოლო
10 ოქტომბერი 2021 17:06
5
ბატონო ლევან, ცოტა უხერხულობას არ გრძნობ ჩვენი ნაკრების წევრებს ვარსკვლავებად რომ მოიხსენიებ? აბა მესი და როლანდო ვინები არიან?
ჰავლაბრელი ტიღუა
10 ოქტომბერი 2021 16:59
1
რუსულ ჯარში ვიყავი და იქ იყო ერთი ასეთი სიმღერა: "Нимнога прошагал пока ни генераль", ეს ტექსტი იმას გვასწავლის, რომ პირდაპირ მინდვრიდან რომ ვსვავთ პრეზიდენტის, პარლამენტარის და მერის სავარძლებში ხალხს, ასეთ შედეგს, რომ ვერ ავცდებით კი უნდა ვიცოდეთ. იცით რა ვერ გამიგია? სოსო ჯაჭვლიანი იყო მკლავჭიდის ფედერაციის თავმჯდომარე (შეადარეთ ფეხბურთისა და მკლავჭიდის მასობრიობა და საქმიანობა), აირჩიეს დეპუტატად და შეთავსება არ შეიძლებაო და გაანთავისუფლეს, კობიაშვილი კი მეორე მოწვევის პარლამენტია ითავსებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას, მიუხედავად იმ შედეგების ფონზე, რაც ფეხბურთში გვაქვს, რატომ ხდება ეს?
ჟორა გაბრიჭიძე
10 ოქტომბერი 2021 16:56
4
პირველი და აუცილებელი პირობა რაც მოახდენს ქართული ფეხბურთის (არა მარტო ნაკრებს ვგულისხმობ) კოლაფსიდან გამოყვანას არის რომ დაუყონებლივ უნდა მოხდეს ფედერაციის სრული რეორგანიზაცია (ვგულისხმობ ფედერაციის გაწმენდას, გაფილტვრას) ახალი პრეზიდენტის არჩევნებს სადაც მონაწილეობას მიიღებს პროფესიონალები და არა დილეტანტები!
გურული NEWS!
10 ოქტომბერი 2021 16:22
3
ლევანი სწორია, მწვრთნელის ყველა ვარიანტი მოისინჯა, არის მოკლევადიანი შედეგებიც. ფეხბურთელები კი პლეადებად იბადებიან, ისევე, როგორც ხელოვანნი. მწვრთნელის და ფეხბურთელების თანხვედრა, თავსებადობა უნდა არსებობდეს. არ აქვს ამას ადგილი ბოლო ათწლეულებში, არც ფეხბურთში, არც ხელოვნებაში. ძველ დროს, რომ ვიხსენებთ, ის დრო საქართველოს რენესანსის ხანა იყო. სტიმულიც სხვა იყო და მენტალობაც. არ მოვინდომეთ, ვერ შევიფერეთ, ახალი რეალობა მოვინდომეთ წინდაუხედავად. ამ ახალ რეალობას კი ახალი ხედვები ვერ შევაგებეთ. ამიტომ ვეთანხმები ლევანს. დავგეგმოთ, უკვე არსებული სწორი ალგორითმები და მიდგომები გამოვიყენოთ, მოთმინება ვიქონიოთ, სათანადოდ დავაფინანსოთ. ჩემის მხრივ, უპირობო აუცილებლობად მიმაჩნია ბავშვთა ფეხბურთის გათავიუსუფლება საფასურისგან და მეტი მოედნები ბავშვებისათვის. ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელებს სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს შრომის ანაზღაურება, ამასთან, საუკეთესო ნიხრებით.
ლევანი
10 ოქტომბერი 2021 20:59
1
საბერძნეთთან თამაშს რომ ვუყურებდი შთაბეჭდილება შემექმნა ქართველი ფეხბურთელები ზრდილობის გამო გამოვიდნენ მოედანზე,არანაირი გადადგილება, სირბილის მაგივრად მოედანზე დადიოდნენ.კრიტიკა მათვის შევრაცმყოფელია.მაგრამ მთელ საქართველოს რომ შეურაცყოფას აყენებენ ამაზე თუ ფიქრობენ.ხომ არ ჯობია ამ ეტეპზევე ნაკრებში მოიწვიონ ახალგაზრდები(16–17ლის ბიჭები)და გაიზარდონ თანდათანობით,ჩვენი "ვარსკვლავები"ნაკრებისათვის არ ირჯებიან.გამოუცდელობით თუ წავაგებთ ამაზე მეტს ვერ წავაგებთ
არვისპირელი
10 ოქტომბერი 2021 16:16
1
ვეთანხმები ბატონ ლევანს. აქვე მინდა ვთქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილს ჰქონდა ქართული ფეხბურთის განვითარების შესანიშნავი, დეტალურად გაწერილი პროგრამა (როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, თუ არ ვცდები). სპორტულ ჟურნალისტებს ვთხოვ, იქნებ როგორმე დაუკავშირდეთ მას, და მოხდეს ამ პროგრამის ამოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ყაველაშვილი ეხლა პარლამენტის წევრია, გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ ეს პროგრამა დანერგოს. როგორც რიგითი გულშემატკივარი, მე სხვა გზას ვერ ვხედავ.
gio
10 ოქტომბერი 2021 16:09
28
პარლამენტის წევრი როა, მიტო ჰკიდია ფეხზე უკვე ეგ გეგმა...☝️☝️
mirosan
10 ოქტომბერი 2021 16:13
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული