"ჯვაროსნებს" საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს. მოსალოდნელია, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი მაქსიმალურად ოპტიმალურ შემადგენლობას დაეყრდნობა და თავს იმ დონის ექსპერიმენტების უფლებას აღარ მისცემს, რაც სექტემბერში ვნახეთ.
გიორგი ლორია - გასულ მატჩებში სანიოლმა თავის გამოჩენის საშუალება სამივე მეკარეს მისცა. დიდი ალბათობით, მომავალ შეხვედრაში ისევ
გრიგოლ ჩაბრაძე - დისკვალიფიკაციის შემდეგ ბათუმის "დინამოს" ფლანგელი სასტარტოში უნდა დაბრუნდეს. ამის კიდევ ერთი ფაქტორი ბერძნებთან ოთარ კაკაბაძის არადამაჯერებელი თამაშიც უნდა გახდეს.
გურამ კაშია - საქართველოს ნაკრების გამოცდილი მოთამაშე, რომელიც მომავალ მატჩში გუნდის კაპიტანიც უნდა იყოს, "ჯვაროსნებს" მოტივაციის ამაღლებაშიც დაეხმარება.
ლაშა დვალი - "ფერენცვაროშის" მცველი დიდი ხნის უთამაშებელი იყო, თუმცა გასულ შეხვედრაში ცუდად არ გამოიყურებოდა. კლუბში დაბრუნების წინ კიდევ ერთი მატჩი ლაშას თავდაჯერებას ბოლომდე დაუბრუნებს.
ირაკლი აზაროვი - გასულ დაპირისპირებაში ჩვენი გუნდის მარცხენა ფლანგი უჩვეულოდ ინერტული იყო. აზაროვს შეუძლია ეს პრობლემა მოაგვაროს.
ნიკა კვეკვესკირი - საკმაოდ დიდი დანაკლისის (კანკავა და აბურჯანია) ფონზე, ნიკას ნამდვილად უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სასტარტო თერთმეტეულში ვიხილოთ.
ვაკო გვილია - "რაკოვის" მოთამაშე ფრანგ მთავარ მწვრთნელს უფრო მეტად საყრდენების წინ და ფორვარდის უკან წარმოუდგენია, მაგრამ ახლა ის ვითარებაა, ვაკო ცენტრალური ნახევარმცველებიდან ერთ-ერთი უნდა იყოს.
საბა ლობჟანიძე - ნაკრების თავკაცს საბას მონდომება ძალიან მოსწონს. "ჰათაისპორის" ფეხბურთელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც ვიხილეთ. თუკი ვილის რაიმე ახალი არ მოუფიქრებია, ლობჟანიძემ ისევ მარჯვენა ფლანგზე უნდა ითამაშოს.
თორნიკე ოქრიაშვილი - ბერძნებთან დაპირისპირების შემდეგ სანიოლმა ოქრიაშვილის მონდომება გამოარჩია. სავარაუდოდ, ის იმ პოზიციაზე უნდა ვიხილოთ, სადაც თამაში უკეთ გამოსდის და ნახევარდაცვასა და ფორვარდს შორის კომუნიკაციის პრობლემა ისევ არ უნდა შეიქმნას.
ხვიჩა კვარაცხელია - "რუბინის" გარემარბი ის ფეხბურთელია, რომლის "აფეთქებას" სულ ელიან - როგორც თანაგუნდელები, ასევე მოწინააღმდეგეები. იმედია, ხვიჩას საუკეთესო გამოსვლას ვიხილავთ.
გიორგი ქვილითაია - სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების როგორც მთავარ მწვრთნელს, ასევე ფეხბურთელებს, შეტევების დასრულება უმეტესად ფორვარდისთვის მაღალი ჩაწოდებებით წარმოუდგენიათ. ამ ტაქტიკისთვის გიორგი მიქაუტაძე, თავისი სტილიდან გამომდინარე, მზად არ აღმოჩნდა, გიორგი ქვილითაია კი არ უნდა "ჩაიკარგოს".
თუკი საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა, გამოვა, რომ წინა შეხვედრის შემდეგ სასტარტოში ერთბაშად 7 ცვლილება იქნება და იქ ადგილს მხოლოდ გიორგი ლორია, ლაშა დვალი, საბა ლობჟანიძე და ხვიჩა კვარაცხელია შეინარჩუნებენ.
შეგახსენებთ, შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებს პრიშტინას აეროპორტში დაშვების პრობლემა შეექმნა
მორიგი დანაკლისი - საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
წლებია ამ სცენარს ვუყურებ.
დაიწერება აბა ველით მოგებას და მაშინვე ვაგებთ.
ყველა ადამიანი ასეა, რაც უფრო წნეხში ხარ მით უფრო ვერ აკეთებ საქმეს. დავანებოთ თავი ცოტა ხნით. თავისუფლება თუ მიეცემათ უფრო უკეთ ითამაშებენ.
დარწმუნებული ვარ ჩვენზე უკეთ იციან რომ საშინლად თამაშობენ და ბევრი რამე აქვთ გამოსასწორებელი.