რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ბათუმში მარცხისთვის რევანში აიღო.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა
ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.

11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)

მკითხველის კომენტარები / 111 /
ჩემი აზრით კვარაცხელია არის ინდივიდუალისტი მოთამაშე. თუ თვითონ ვერ ითამაშებს კარგად, არის პატარა ბავშვივით გაბუსული და ნაწყენი. ვაკვირდები ძალიან დიდი ხანია და არც პოსტი არც სთორი არ დაუდევს ნაკრების გამარჯვების მერე.თავისი თავით არის უკმაყოფილო და სიხარულსაც არ გამოხატავს. რუბიშიც ეგრე იქცევა.
არვიცი ეგ თვისება კარგია თუ ცუდი. რონალდუსაც ეგეთი ხასიათი აქვს. ჯერ კიდე ახალგაზრდა რონალდუ მახსოვს როგორ იბუსებოდა როცა ვერ ითამაშებდა თავად კარგად და დიდად არ ახარებდა თანაგუნდელების გოლები. მის ნახევარ დონემდე მივიდეს კვარა, გადამწყვეტ მომენტებში თამაშები მოიგოს და ავიტანთ მაგ ხასიათს.
კვარაზე ვერ ვიტყვი რომ სხვისი გოლები არ უხარია, უბრალოდ თავად რომ ცუდად ითამაშებს უკვე ძალიან იგრუზება.
ხანდახან მეცინება, ყველაფერი სახეზე აწერია. ძალიან მგრძნობიარეა და ბავშვივით იბუსება ყველა ჩაგდებულ მომენტზე. რატო არ ასწავლეს რო ეგრევე დაივიწყოს ის, რაც ჩააგდო და იფიქროს უკეთესზე, რომელიც აუცილებლად ექნება.
საქართველოში მართლა არავისთვის მიგულშემატკივრია ასე მთელი გულით და მონდომებით, როგორც კვარას ვგულშემატკივრობ. ალბათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნაკლებად მინახავს მსგავსი ტალანტის მქონე ფეხბურთელი. წინა თაობებს და სსრკ ფეხბურთს მე არ მოვესწარი.
Winter
13 ოქტომბერი 2021 12:07
5
ირბინეს და შედეგი, დაიდო. რაც შეეხება ვიზუალს, მეც მათ შორის მგონია, რომ თმა უშლის. ვის როგორ გვიყვარს, ჩვენი ფეხბურთელები, ეგ ცალკე თემაა. პირადად მე, ამ ,,ნაგლ,, ნაკრებთან მოგებამ, ძალიან გამახარა. მადლობა ბიჭებს. ყოჩაღ წიტაიშვილს, ასე თუ გააგრძელებს, დაუფასდება.
100%
13 ოქტომბერი 2021 11:45
1
ის ერთი დისლაიკი ვინ დაწერა ნეტა?არ მოეწონა ?
ემზარ
16 ოქტომბერი 2021 13:09
0
ეს რა თქმა უნდა, არ იყო მსოფლიოს შესარჩევის მატჩის რანგის შეხვედრა, რადგან ორივე გუნდს დაკარგული აქვს გასვლის შანსი, ამიტომ ეს მატჩი ამხანაგური თამაშის რანგის იყო, სადაც ერთადერთი გუნდი, რომელსაც რაღაც მოტივაცია ჰქონდა, ჩვენი ნაკრები იყო. ჯერ ერთი, ბათუმში წაგებისთვის რევანში იყო ასაღები და მეორე ამდენი წაგებების შემდეგ გაშავებულ გუნდს ოდნავ მაინც გათეთრება სჭირდებოდა, ანუ ქვეყნისთვის კი არა, საკუთარი თავის ნაწილობრივი რეაბილიტაციის მცდელობა იყო, რაც გამოუვიდათ კიდეც. ამაზე იტყვიან "კერიას ნახშირიო", ანუ გამარჯვება ბოლო არ იყოსო.
ჟორა
13 ოქტომბერი 2021 11:44
5
ვინმემ იცით ბოლო 10 წლის (ან მთელი ისტორიის განმავლობაში) განმავლობაში, რამდენჯერ მოუგია საქ. ნაკრებს გასვლაზე?
შალვა
13 ოქტომბერი 2021 11:39
1
მართალია მოიგეს, მაგრამ ერთი უკლასო, ზანტი და ბანძი ნაკრებია, არცერთი რგოლი არ ვარგა.
Gio
13 ოქტომბერი 2021 10:58
10
ჰიმნის შესულების დროს, რაღაც ბრძოლის ჟინით ანთებული თვალები დავინახე და შედეგად მოგება! ასე ბიჭებო! კიდევ მაგრად უნდა მოუმატოთ. იცოდეთ ხალხი ყოველ წაგებაზე, იმიტომ გაკრიტიკებთ, (ოღონდ ლანძღვა-გინება მიუღებელია) რომ უყვარხართ და უნდათ, რომ თავიანთი გუნდი "დაგეშილი" იყოს მოგებაზე, ამის პოტენციალი გაქვთ, უბრალოდ არ იყენებთ. მენტალიტეტზე გმართებთ თავდაუზოგავი მუშაობა. გაახარეთ გულშემატკივრები! რა ბევრს ვითხოვთ?
ქომაგი.
13 ოქტომბერი 2021 10:29
2
მაქვს ასეთი წინადადება: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არჩეულ უნდა იქნას 2 წლის ვადით (მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ციკლის გათვალისწინებით) ასეთი პირობით: თუ საქართველოს ნაკრები ვერ გავა შესარჩევ ტურში მინიმუმ მე-2 (ან მე-3) ადგილზე (ჯგუფის სიძლიერის გათვალისწინებით) + ერთი ქართული საკლუბო გუნდის გაყვანა უეფას ერთ რომელიმე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, მაშინ უნდა გადადგეს ფედერაციის მთელი შემადგენლობა და აირჩეს ახალი.
დობო
13 ოქტომბერი 2021 10:23
6
ფაქტია მოვიგეთ მარა ნაწობრივ მაყურებლის დამსახურებაა და ნაწილობროვ კოსოვოლთა მწვრთნელის ისეთ მაღალ პრესინგს ათამაშებდა ბოლო თხუთმეტი წუთი დავარდნენ და რათქმა უნდა წიტაიშვილის და ოქრის მონდომებამ შეტევაში შედეგი დადო კვარცხელია კი არაფერი იყო რუბინიდან ტოპ გუნდში წასვლა კი არა იქაც სკამი არ ახეხინონ მეშინია უკვე
goga
13 ოქტომბერი 2021 10:20
4
წიტაიშვილი პირველ ტაიმშიც უნდა დაეტვირთათ,მაგრამ რატოღაც არ აწვდიდნენ.ხვიჩას ან ტრავმა აწუხებს,ან კიდევ სტრესი.აშკარად ვერ არის ფორმაში და ამაზე უფრო ნერვიულობდა,მაგრამ წინ რაკი არ გამოსდიოდა,დაცვის დახმარებას ცდილობდა და ძალიანაც ცდილობდა.პენალტი აიკიდა, მაგრამ ესეც ნამეტანი მონდომების გამო მოუვიდა და ამის გამო საყვედურს ვერ ვკადრებ.უფრო პირიქით.თუ ტრავმა აქვს კარგად მოიშუშოს,ხოლო თუ სტრესი აქვს,თავს უნდა შემოუძახოს.ხვიჩა,ვიცით რამდენი შეგიძლია ამიტომ მეტსაც გთხოვთ.ახლა ვინც ცუდს ამბობს,ისინიც კი აღტაცებით დაგიკრავენ ტაშს,თუ კიდევ უფრო მაგრად ითამაშებ.ვერც შენ გადახვალ უკეთეს გუნდში,თუ უფრო კარგად არ ითამაშებ.ეს შენც კარგად იცი ამის წამალი,მხოლოდ კიდევ უფრო მეტი ვარჯიში,მეტის სწავლა და უკეთესი განწყობაა.ჰო,სწავლაში ტაქტიკურ მოზადებასაც ვგულისხმობ.არაა საჭირო შუბლით დაეჯახო იმას,რისი გარს შემოვლაც შესაძლებელია.ამაში დრიბლინგთან პასებით თამაშის შეხამებას და დაცვის ასე უფრო იოლად გადალახვის საშუალებას ვგულისხმობ.კოსოვოსთანაც ცდილობდი პასით თამაშს და ეს კარგია,მაგრამ დრიბლინგი გამოგდიოდა ცუდად და ეს ორივე შემადგენელი ნაწილი ერთად იძლევა საუკეთესო შედეგს.
სოსო
13 ოქტომბერი 2021 16:11
1
ეგრეა, და აქვე უნდა აღინიშნოს სანიოლმაც ზუსტად შეაფასა სიტუაცია და დროულად მიმართა შეცვლებს რამაც გაამართლა კიდევაც.
Irakli
13 ოქტომბერი 2021 11:59
1
წიტაიშვილი არის ძირითადის მოთამაშე. მსოფლიოს ჩემპიონია ბიჭი და გამაჯვების გემო იცის ამით მენტალურად ჯობია სხვებს
ქართველი
13 ოქტომბერი 2021 10:02
2
გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ მე პირადად მეტოქის უხეში შეცდომით მიერ გატანილ გოლს საქართველოს ნაკრების გააზრებული შეტევა მირჩევნია, უნდაც უგოლოდ დასრულებული.
ირაკლი
13 ოქტომბერი 2021 09:46
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული