რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ბათუმში მარცხისთვის რევანში აიღო.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა
ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.

11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)

მკითხველის კომენტარები / 111 /
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს არ უყურებდა ამ თამაშს უმრავლესობა,ვინც კომენტარებს დებს.ვინმეს მოგეწონათ ნაკრების თამაში? ან ვის რას ულოცავთ? ეს რომ ყოფილიყო( როგორც ჩრ.მაკედონიასთან) თამაში გადამწყვეტი პლეი ოფი და მხოლოდ შედეგზე ყოფილიყო აქცენტი კიდევ ხო. მაგრამ როდესაც გუნდი ვერ დარბის, უკან უამრავ პასს აკეთებს ,კარში ვერ ურტყამს და მოწინააღმდეგის მეკარის ბავშვური შეცდომის ხარჯზე იგებ, ეს მოგწონთ? კი ბატონო, იხარეთ და იბედნიერეთ!
დავით 67
13 ოქტომბერი 2021 01:40
23
მაგარი ბავშვური ხალხი ვართ. ერთი მცირე შემთხვევითი წარმატება და ავმჩატდებით და ეგრევე გვავიწყდება სინამდვილეში რა ცუდად არის საქმე. ანალიზისთვის არც ჭკუა გვყოფნის არც განათლება.
Odala
13 ოქტომბერი 2021 10:32
1
დავით 67 - ს!როგორც ყოველთვის სწორი ხარ! სამარცხვინოები არიან თავის ფედერაციანად
გიორგი
14 ოქტომბერი 2021 05:41
1
კომენტარებს კითხულობდნენ ალბათ წინა თამაშებზე. მაგას ვამბობ, ეს სპორტული საიტია თუ მთავრობის რუპორი, მწარედ თუ არ უთხარი ანუ სიმართლე, ისე არ ინძრევიან, ესეა მსოფლიოში, რა შედარებაა - დღეს გაინძრნენ, მეტი არ შეუძლიათ, ჩაკვეტაძე-კვარაცხელიას იმედები გვქონდა მაგრამ მგონი მოდელობა უნდათ მაგათ, გვილიამ გამანაწილებლის პონტში მგონი გაართვა თავი, წიტაიშვილიც ყოველთვის მონდომებულია, მოკლედ დასკვნა ცხოვრებისეული, გაინძრევი და იმუშავებ - მეტი შანსია წარმატების
kaxa
13 ოქტომბერი 2021 01:12
2
გვილიამ გაქაჩა დღეს, ოქრიც უკან ჩამოდიოდა და ისე იწყებდა, კვარასი რა გითხრათ, თმა უშლის და ვერ ხედავს, მაინც გაინძრნენ დღეს რა შედარებაა, ამის მეტი აღარ შეუძლიათ და ...........
???????????????
13 ოქტომბერი 2021 00:50
3
ეს კომპლექსიანები ნუ არაკუნებთ წარამარა რაღააცეებს რა
Amerikeli.
13 ოქტომბერი 2021 01:09
11
წიტაიშვილი ყოჩაღი ჩანს. ცოტა ხვიჩას ვეღარ ვცნობ. გამარჯვება გამიხარდა.
ვა
13 ოქტომბერი 2021 01:08
2
შეცვლებმა გაამართლა, ისინიც დაიღალნენ და როგორც იქნა. კვარა იმენნა დაკომპლექსებულია, ადრე უნდა შეეცვალა. ძველი კვარა გვინდა
დომენტი
13 ოქტომბერი 2021 01:12
8
დაკომპლექსებულები და უარესი თქვენ ხართ, ის ნერვებ მოშლილია. და არაფრის ღირსი არა ხართ საერთოდ
Didostati
13 ოქტომბერი 2021 01:31
11
გამოდის კოსოვომ საქართველოსთან ორ თამაშში მარტო პენალტიდან გაიტანა! კვარაცხელია არ არის ფორმაში და შეცვალა კიდეც! საერთოდ შეცვლებმა მოგვისწრო! კვეკვესკირი რაღაც დაბორკილი თამაშობდა! ეს ტაქტიკა უნდა ქონოდა საქართველოშიც და მოვიგებდით ორ თამაშს! ასეა ჯერ დაცვა და კონტრშეტევებზე უნდა ავაგოთ ჩვენი თამაში სხვა ტაქტიკა არ ვარგობს ჯერ-ჯერობით! სწრაფი ფლანგები და კარგი პასების გამანაწილებელი მომავალში ბევრ რამეს შექმნის! სანიოლმა უნდა ეძებოს სწრაფი და გონივრულად მოთამაშე ფეხბურთელები მომავალში!
მწრთვნელი
13 ოქტომბერი 2021 00:53
2
მე მაქვს მხედველობაში ის, რომ ბათუმში ხოჭოლავამ ჩაჭრა ბურთი თავის კარში და არა კოსოვოს თავდამსხმელმა მურიკიმ!
მწვრთვნელი
13 ოქტომბერი 2021 11:48
1
როგორ გამოდის მასე, როდესაც ბათუმში თავური დარტყმით გაგვიხსნეს ანგარიში და ამით მოგვიგეს.
ირაკლი
13 ოქტომბერი 2021 09:42
1
ვისაც რა შეეძლო გააკეთა, კვარას გარდა. კვარა ორთაბრძოლებს ერიდება, სირბილით თავს არ იწუხებს, დრიბლინგს უკან პასი ურჩევნია და ღმერთია მოწამე, 15 წლისა რომ იყავი, იმ დროიდან გგულშემატკივრობ, შვილო და დამიჯერე, ტრავმის შიშით გამოზომილ თამაშზე თუ არ აიღე ხელი, ჩემპიონთა ლიგას მოიგებ კი არა, სადღაც ნიჟნი ნოვგოროდში დაასრულებ უსახელო კარიერას. ფეხბურთელის პროგრესისთვის უმნიშვნელოვან ასაკში ხარ და ახლა თუ ჩამოუშვი ცხვირი, უახლოესი წლები თუ არ გამოიყენე წინსვლისთვის, მაშინ გამოუტყდი შენს თავს, რომ იმ ბავშვობის ოცნებაზე აღებული გაქვს უკვე ხელი და ყველა ქართველი ფეხბურთელივით შენც მიმდინარე კომფორტის ეიფორიაში იმყოფები. ჰოდა, თუ ასეა, დაფიქრდი კიდევ, ვიდრე შემობრუნება არ არის გვიან, ამ დროს თუ ქარს გაატან, მერე გვიანი კი არა, შეუძლებელი გახდება თვეების წინ მიტოვებულ კალაპოტთან ,იბრუნება... მაგრამ თუ მაინც იოლი გზა აირჩიე, მაშინ ძალიან გთხოვ, ნაკრებში ნუ ჩამოხვალ, რომც გამოგიძახონ. ეროვნული მატჩი არ არის ის ღონისძიება, რომელზეც მონაწილეობის მისაღებად მიდიან, აქ გული უნდა დადო, ბიძიკო!.. გამოფხიზლდი, გთხოვ! ერთხელ ცოცხლობ და რიგითობას როგორ უნდა დათანხმდე, როცა ღვთის წყალობით ყველასგან განსხვავებული ხარ! P.S. დღევანდელი მატჩისთვის დიდი მადლობა მთელ გუნდს. მგონი გვილიას შემადგენლობიდან ამოგდების რეალური საფუძველი არ არსებობს, როგორც იმის საფუძველი, რომ ნაკრების მატჩმა წიტაიშვილის გარეშე ჩაიაროს.
რა გვეშველება?
13 ოქტომბერი 2021 01:24
6
მე ვთქვი და ესეც მოხდა , ახალი სისხლი იყო უმეტესი დღეს ძირითადში და შედეგმა გამოიღო , უფრო მონდომებულები იყვნენ , სურათის გადაღების დროსაც კი ეტყობოდათ ბიჭებს როგორი გაბრაზებულები იყვნენ. ეგრე უნდა ითამაშო თუ გინდა რამეს მიაღწიო , სანიოლმა მართალი თქვა 80% რო დაიხარჯო ეგეთ მაგარი ფეხბურთელები არ ვართ . სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა დაიხარჯო და მოინდომო და რაღაც შედეგი აუცილებლად იქნება .
ლშა_იუვენტინო
13 ოქტომბერი 2021 01:17
1
გილოცავთ მონდომებამ შედეგი მოიტანა
შოკირებული გულშემატკივარი
13 ოქტომბერი 2021 00:52
2
და თქვენ გგონიათ ეს თამაში მოგებულია და ფეხბურთი ითამასეს ამათმა?ჯერ კოსოვო რა ნაგავი ნაკრებია და მერე ასეთ ნაკრებს რომ ასე მოუგებ.გამოფხიზლდით და ტავს ნუ მოიტყუებთ ახლა!
გეგი
13 ოქტომბერი 2021 00:51
42
შეგვარგე თუ ძმა ხარ!
გეგას
13 ოქტომბერი 2021 01:10
10
შეეირგეთ ძმაო ჰაჰ მაგრამ მე თავს ვერ მოვიტყუებ რა ვქნა.
გეგი
13 ოქტომბერი 2021 02:44
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული