იძულებითი ცვლილება ეროვნულ ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეიდან საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი შვედეთთან და უზბეკეთთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. მთავარი მწვრთნელის მიერ გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა - ტრავმის გამო წლის დასკვნით მატჩებს გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს. ბელგიური "სერენის" ფეხბურთელის ნაცვლად, შემადგენლობაშია აზერბაიჯანული "ზირას" თავდამსხმელი დავით ვოლკოვი.

26 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების განაცხადში პირველად იქნება. დავით ვოლკოვი 10 ტურის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერია. ფეხბურთელს რვა გოლითა და სამი საგოლე გადაცემით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

საქართველოს ნაკრები დღეს ს.კ.
"ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

11 ნოემბერი | 21:00
საქართველო - შვედეთი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
15 ნოემბერი | 18:00
საქართველო - უზბეკეთი

წყარო: nakrebi.ge

altსანიოლი: ვამბობთ, რომ კოსოვოსთან მარცხი არის ცუდი, შემდეგ კი მათთან გამარჯვებას გვილოცავენ

მკითხველის კომენტარები / 27 /
პირველივე ტურზე რუსეთის ჩემპიონატის რუსეთის ჰიმნზე იდგა გაჯგიმული,ლამის გულზე ედო ხელი...
ილო
09 ნოემბერი 2021 01:26
1
ლინკი დადეთ სადაც კვარაცხელია რუსეთის ჰიმნზე დგას.
ისე სრულ აბსურდს საუბრობთ. ყველა თამაში ნანახი მაქვს მისი და მსგავსი არაფერი ყოფილა.
ეგ ჯიქია არის რუსეთის ნაკრებში. იქნებ გადაამოწმოთ.
.
09 ნოემბერი 2021 16:56
1
როცა ჩემპიონატი დაიწყო მაშინ თქვე უვიცებო,ნახეთ გაჯგიმული იდგა,პირველივე თამაშზე
ilo
09 ნოემბერი 2021 01:23
1
ალბათ თქვენნაირებმა დაგიჯერეს :დდ
ლინკი დადეთ ჯერ.
კვარას დისკრედიტაციას ტყუილად ეწევით. მსგავსი არაფერი ყოფილა
სპორტული განათლება ძალიან აკლია აქაურ პუბლიკას, ამიტომ ვტოვებ აქაურობას. საკუთარ ბოღმაში დაგტოვებთ, უფრო სასიამოვნოდ იგრძნობთ თავს :დ
კარგად :დ
.
09 ნოემბერი 2021 17:49
0
კომენტარებს გადავხედე და სრულიად არაკომპეტენტური, უვიცი ხალხი აფრქვევს აზრებს.
სპორტული საიტია და მეტი ცოდნა მოგეთხოვებათ.
სად დაინახეთ კვარაცხელია რუსეთის ჰიმნზე მდგარი, თქვენი აზრით რუსეთის ნაკრებში თამაშობს?
აქ ის საზოგადოებაა, რომელსაც ნაკრები და კლუბი ვერ გაურჩევია და დიალოგშიც ვერ შეხვალ, უხერხულია.
.
09 ნოემბერი 2021 00:36
3
ღრუსების ჰიმნზე გაჭიმული მდგომი კვარაცხელიას უნდა აეკრძალოს ნაკრები სამუდამოდ..
ilo
08 ნოემბერი 2021 23:27
8
სად ნახეთ კვარაცხელია რუსეთის ჰიმნზე, ცოტა ხომ უნდა დაუფიქრდეთ რას საუბრობთ. ჯიქიაში გეშლებათ სავარაუდოდ.
გაეცანით, წაიკითხეთ მეტი და მერე დაწერეთ კომენტარი
.
09 ნოემბერი 2021 00:33
4
ამ უთამაშებელ ფეხბურთელებს და ორ ყვითკიანებს რატომ იძახებს ამხანაგურისთვის?!...
emgranti
08 ნოემბერი 2021 17:20
2
ბერიძემ რადააშავა ნეტავ...რასერჩიან როცა ყოველთვის ვიღაცა ტრავმის გამო გვაკლდება ნაკრების შეკრებაზე...მითუმეტეს სტაბილურად თამაშობს და არც გოლები აკლია უნგრულ ლიგაში...
romandro
08 ნოემბერი 2021 16:04
3
ბერიძე ნაციონალი ყოფილა.დდდდდდ
hhh
08 ნოემბერი 2021 20:47
0
ბერიძეს იმიტიმ ერჩიან რომ თეთრს არ უხდის ფედერაციას,სამაგიეროდ ღრუსების დელის ბიჭიკვარაცხელია სულ გამოძახებულია რომელიც რუსების ჰიმნზე გაჭიმული დგას და ქართველ ფეხბურთელებს გაურკვევლებს ეძახის..
ilo
08 ნოემბერი 2021 19:16
10
Pas ar azleven da uburtod ar unda sirbili.ganawyenebulia eg biji.tuarada egeti forvardi ar gvyavs.witaishvilsac tuar atamasheben egec ar chamova.
Gia
08 ნოემბერი 2021 15:44
1
პასს არ აძლევენ კი არა, ვერ აძლევენ, ვერა!!! ბურთს ვერ აჩერებენ 20 მეტრიდან მიწოდებულ პასზე, ვერ იმორჩილებენ! ბურთს ფეხი რომ არ ააცილონ სულ ბურთს უნდა უყურონ! მაშინ როდისღა დაინახონ ვინ გაიხსნა და ვინ დგას ლეღვის ჩრდილში?!
SILVERMARCS
08 ნოემბერი 2021 16:56
0
მივესალმები ვოლკოვის გამოძახებას. ფანცულაიაც ბომბარდირია, ოღონდ აზერბაიჯანში არა - საქართველოში! იქნებ უზბეკეთთან მაინც გამოგეცადათ.
უკმაყოფილო
08 ნოემბერი 2021 14:57
1
გუშინ ითამაშა გენტთან და სად მოასწრო ტრამვის მიღება კარგით რაა.დვალი საერთოდ განაცხადშიც ვეღარ ხვდება კლუბში და ნაკრებში რატო იძახებთ ურევთ მაგრა რაა
Gaguuuu
08 ნოემბერი 2021 14:10
3
ვის აᲨტერებᲗ არ არი ამაᲗი საᲨველი ტრავმა არ ტოროლა,ფულს აკეᲗებენ სულ ფეხებზე ᲰკიდიაᲗ ყველაფერი,აბა ნახავᲗ აგერ დამᲗავრდება სანაკრებო პაუზა და მიქაუტაᲫე სერენᲨი სასტავᲨი იქნება.
გოჩა
08 ნოემბერი 2021 13:57
3
ბოლო 15 წუთი შეუშვეს და ჯანმრთლად რომ ყოფილიყო,ძირითადში არ დააყენებდნენ?
სოსო
08 ნოემბერი 2021 18:38
0

სიახლეები პოპულარული