რა შანსი გვაქვს ჯგუფის ლიდერთან? - პესიმისტურად განწყობილი ბულგარელები

AutoSharing Option
ჯგუფის ლიდერი

"ერთა ლიგის" პირველი კალათიდან საქართველოს ნაკრების მეტოქე ბულგარეთი გახდა. ეს უარესი ვარიანტი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან თურქეთის ნაკრები გაცილებით ძლიერი გუნდია.

მომავალი მეტოქე - იასინ პეტროვის ბიჭები "ერთა ლიგის" წინა გათამაშებაში B დივიზიონში იყვნენ, სადაც მხოლოდ 2 ქულა მოიპოვეს, ამდენივე გოლი გაიტანეს და დაქვეითდნენ. ოთხეულის ლიდერი, დიდი უპირატესობით, უელსი გახდა; მეორეზე ფინელები გავიდნენ; ირლანდიის ნაკრებმა 3 ქულა დააგროვა და ადგილი შეინარჩუნა.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს - ბულგარელები ვერც აქ ბრწყინავდნენ - 8 ქულით დაასრულეს, რითაც მხოლოდ ლიეტუვას აჯობეს,
თუმცა ამ სუსტ ნაკრებთან (1:3) დამარცხდნენ.

ბულგარეთის ნაკრებმა იტალიასთან საპატიო (1:1) ფრეს მიაღწია, რითაც "სკუადრა აძურას" მუნდიალისკენ გზა სერიოზულად გაურთულა - მანჩინის გუნდის კარი "ასკოლის" შემტევმა ათანას ილიევმა აიღო. შესარჩევ ეტაპზე ერთ-ერთი გამორჩეული მეგოლე პლოვდივის "ბოტევის" 28 წლის ფორვარდი ტოდორ ნედელევი იყო, რომელმაც სექტემბრის ამხანაგურ შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდსაც გაუტანა.

ბულგარელი გულშემატკივრების გამოხმაურება

ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე ადგილობრივი გულშემატკივრები საკმაოდ აქტიურობენ. ისინი ნაკლებად თავდაჯერებულები ჩანან, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებზე თითქმის არ საუბრობენ და აქცენტს ჩრდილომაკედონიელებზე აკეთებენ:

"ძალიან პესიმისტური განწყობაა, მაგრამ ვფიქრობ, ამ ჯგუფიდან გავალთ."

"გიბრალტართან 6 ქულას მოვიპოვებთ, დანარჩენებთან ძალიან გაგვიჭირდება და ჯგუფიდან გასვლის მცირე შანსი გვაქვს."

"ჩვენ ისეთ ფსკერზე დავეშვით, შესაძლოა, გიბრალტარმაც კი დაგვამარცხოს."

"კვლავ ძალიან მძიმე ჯგუფში ვართ."

"საინტერესოა, რომელ ადგილს დავიკავებთ იქ, სადაც სერიოზული მეტოქე მხოლოდ ჩრდ. მაკედონიაა?"

"თუკი ამ ჯგუფს ვერ დავძლევთ, მაშინ ჩვენს ფეხბურთელებს უკაცრიელი კუნძულის ძებნა მოუწევთ."

Sportall.Ge

ჩვენი შანსი

იქაური გულშემატკივრების პოზიციიდანაც იკვეთება და უკანასკნელი შედეგებიც მოწმობს, რომ ბულგარელებს კარგი პერიოდი არ უდგათ.
სამწუხარო ისაა, რომ ამ ნაკრებმა რამდენიმე თვის წინ 4 გოლი გაგვიტანა და ფატობრივად, უშანსოდ (4:1) დაგვამარცხა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეხვედრა ვილი სანიოლის მოღვაწეობის ყველაზე ცუდ პერიოდს დაემთხვა - საქართველოს ნაკრები ჯერ კოსოვოსთან საშინლად გამოიყურებოდა, რასაც ესპანეთის ნაკრებთან შესარჩევის შეხვედრაში ექსპერიმენტები და ბულგარელებთან ახალი ტაქტიკური სქემის გამოცდაც დაერთო.

ამის შემდეგ "ჯვაროსნები" გაცილებით ძლიერი გუნდი გახდა, განსაკუთრებით, ნოემბერში, როცა შვედეთის ნაკრები (2:0) დაამარცხა.

არიან ნაკრებები, რომლებთანაც გვიჭირს - ბულგარელებს ჩვენს კარში გატანა გამოსდით (6 გოლი 2 მატჩში გაიტანეს), თუმცა ისინი ზეობის ხანაში - ხრისტო სტოიჩკოვის ლიდერობისას (2:1) დავამარცხეთ. ასე რომ, ბოლო წლების საშინელი მატჩებისთვის შურისძიება უნდა შევძლოთ.

პლეი-ოფსა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე მსჯელობა მოგვიანებით აჯობებს, ახლა კი ჯგუფის დაძლევა რეალურ მიზნად უნდა ვაქციოთ. ვერც ჩრდ. მაკედონიაა თუნდაც იმ დონის, როგორც მაშინ, როცა თბილისში გაიმარჯვეს და გასულ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ. მოდუნების უფლება არც გიბრალტართან გვექნება - ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობისას მათ სტუმრად 2 გოლი გაგვიტანეს და გამარჯვება (3:2) რთულად მოვიპოვეთ.

ახლა ყველაზე საინტერესო ისაა, როგორი კალენდარი შედგება - უკვე ვიცით, რომ ივნისში 4 ტური უნდა გაიმართოს. ამიტომ თითოეულ დეტალს მნიშვნელობა ექნება, თუმცა ეს ფაქტორი თავის გასამართლებლად არ გამოგვადგება - ყველა ნაკრები მეტ-ნაკლებად თანაბარ ვითარებაში იქნება.

altერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა

altდღეს ჩვენი მეტოქეები ირკვევა - ყველაფერი "ერთა ლიგის" წილისყრამდე

altსაქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი კენჭისყრით ძალიან კმაყოფილია

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: საქართველოს რამდენიმეჯერ შევხვდით, ბულგარეთი გაძლიერდა


მკითხველის კომენტარები / 7 /
თამაშისშემდგომი ენერგიის სწრაფი აღდგენის თანამედროვე მეთოდოლოგიას თუ მოიპოვებთ და დანერგავთ რაღაც შანსი გაჩნდება... ან თამაშის დროსვე აღდგენის ქართული მეთოდიკა გამოიყენეთ და მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვება გაიადვილეთ... თუ სურვილი არსებობს გამოსავალი ყოველთვის გამოჩნდება!
გუჯა კახაძე
14:22 17-12-2021
0
ჰაჰა-ს
რადგან იმედზე ლაპარაკობ მე დავწერ რისი იმედი უნდა გვქონდეს.
დაცვაში კვირკველიამ წონა უნდა დააგდოს და ძველებურად ათამაშდეს გაზაფხულიდან
ხოჭოლავა-კვირკველია-კაშია-დვალი=ძლიერ დაცვას
მარცხნივ აზაროვის იმედი გვაქვს და იმედია გიორბელიძე უკეთ წარმოაჩენს თავს(მე ორივეს ხარაბაძე მირჩევნია,მაგრამ ტრავმებმა უკან დახია-ისე მხედველობაში გვყავდეს)
მარჯვნივ-კაკაბაძემ გააგრძელოს სუპერგოლების გატანა და მეორე ფლანგელად მე ჩაბრაძეს მირჩევნია გოჩოლეიშვილი-ერთი წელია ვაკვირდები და ხავიერ ძანეტივით გახდება მალე.(ისე ვილი კაკაბაძეს შუაში ათამაშებს და მაქ ლობჟანიძე ურჩევნია) ამ 6 ფეხბურთელით ფლანგების პრობლემა გადაჭრილია-იმედია ყველა მოუმატებს ივნისამდე.
შუა 2 ნახევარმცველი ყველაზე პრობლემურია.ჯაბა ივნისში ნახევარი წლით კიდე უფროსი იქნება-.ბურჯანია და კვეკვე მე არ მომწონს პირადად.გვილია ადრე კარგი იყო,მერე გაფუჭდა და ახლა ბოლო თამაში დამაკმაყოფილებლად ითამაშა-მაგრამ ეგეც უფრო შეცვლაზე. მე კიტეიშვილს დავაყენებდი ცენტრში-როცა 3 ცენტრ.მცველი გყავს არ არის აუცილებელი მარტო ჩამშლელი ფუნქციის კაცი ცენტრში. კიტე და ჩაკვე(ტოპ ლიგაში გადავიდეს იქნებ როგორც ითქვა) ქოჩორაშვილი გამოჯანმრთელდა უკვე ერთი თვეა და იქნება პრიმერას გაუშინაურდეს.მოკლედ ამ ადგილზე ყველაზე მეტად გვიჭირს-2 კაცი გვყავს და ისინიც უნდა ვილოცოთ ჯანზე იყვნენ.
შემტევები- ხვიჩა,წიტაიშვილი,ზურიკო +კარგი შთაბეჭდილება დატოვა ახალგაზრდულიდან მოისწრაფიშვილმა.+იქნებ მანამდე კიდე ვუნმე გამოჩნდეს(ოქრი,ვაკო,ჯანო,ყენია,გოგა გახოკიძე და ჯამარაული არ გვინდა)
წინ მიქაუტაძე(იმედია უფრო მოუმატებს)ვოლკოვი და ვინმე ახალგაზრდა-ვთქვათ გულიაშვილი.(კაჭარავა და ქვილითაიაც არ არიან გამოსაძახებელი)
იმედია ეს ბიჭები მოუმატებენ და +ივნისამდე კიდე გაგვახარებს ვინმე-ვთქვათ აბუაშვილი რო პორტოში ჩაჯდეს მაგარი იქნება.
ეს რა თქმა უნდა ოცნებაა ყველაფერი-რადგან წინათქმა იყო რისი იმედი უნდა გვქონდესო-იმედი ასე გამოიყურება ჩემთვის
Levani
13:55 17-12-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული